კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
„უსაქმური გორის მერი“ - ბრიფინგი ენმ-ში
ნაციონალური მოძრაობის წევრი გორის მუნიციპალიტეტის მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ვასილისა ჯაბახიძემ ჟურნალისტებს გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 10 თვის სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის, ასევე გაცემული ჯილდოების და განახლებული ავტოპარკის ხარჯები წარუდგინა.

საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩამოთვლილმა ხარჯებმა 253 289 ლარი შეადგინა.

„გორის უსაქმურმა მერმა კოტე თავზარაშვილმა 10 თვეში დახარჯა 253 289 ლარი. კერძოდ, მან ჯილდოების სახით ამ 10 თვეში 80 000 ლარი გასცა, აქედან საკრებულოს თანამშრომლებზე მხოლოდ 5 000 ლარი გაიცა, დანარჩენი 75 000 ლარი მერიის თანამშრომლებზე. რატომ გაიცა ეს ჯილდოები ამაზე პასუხი არავის აქვს. რაც შეეხება რესტორნებს, თავზარაშვილმა 10 თვის განმავლობაში დაახლოებით 40 000 ლარი დახარჯა,“- აცხადებს ჯაბახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა განახლებულ ავტოპარკზეც ისაუბრა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერმა გადაწყვიტა, რომ კომფორტი უფრო მდიდრულად შეიქმნას და 2019 წელს საკრებულოში ინიციატივით შემოვიდა ახალი მანქანების შესაძენად. 4 მანქანა უკვე შეიძინეს. ახლა დაამატეს მე-5 ავტომობილიც, რისთვისაც საერთო ჯამში 150 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხადეს. რაც შეეხება საწვავს, ყოველწლიურად საკრებულო საწვავის ლიმიტს 6 100 ლიტრს ამტკიცებს, ეს რომ ლარებში გადავიყვანოთ არის 15 250 ლარი. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები დაბრძანდებიან ამ საწვავით, თუმცა ხალხს არაფერი ეტყობა, იქიდან გამომდინარე რომ გორის მუნიციპალიტეტი არის ყველაზე დაჩაგრული. მივლინებებში დახარჯულია დაახლოებით 23 000 ლარი,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ვასილისა ჯაბახიძემ საგამოძიებო უწყებებსაც მიმართა და გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრივობის გამოძიება მოსთხოვა. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ კოტე თავზარაშვილი რეგიონის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის ტყვეა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ იმით თუ რაში ხარჯავს გორის მუნიციპალიტეტის მერი გორელების ფულს და ამას ემატება ისიც, რომ კოტე თავზარაშვილი დაკავებულია იმით რომ ნეპოტიზმი დაამყაროს მუნიციპალიტეტში. თავზარაშვილი იმყოფება გიორგი ხოჯევანიშვილის ტყვეობაში. გორის მერი ცდილობს ასიამოვნოს გუბერნატორს და არა გორელებს,“- განმარტავს საკრებულოს წევრი.

Qartli.ge გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა იმ ბრალდებებზე საპასუხოდ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტმა გააჟღერა. პრეს-სამსახურის თქმით, ჯაბახიძე არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას.


,,ვასილისა ჯაბახიძე არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას, კერძოდ ის საუბრობს, რომ თითქოს მერიას 23 ავტომანქანა ჰყავდა და 5 ავტომანქანის შეძენა კიდევ გადაწყვიტა. ეს არაა სიმართლე. ავტოპარკში არსებული ავტომანქანების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და შესაბამისად გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეალურად ავტოპარკში ირიცხება 10 ავტომანქანა და მიმდინარე წელს მოხდა ამორტიზებული ავტომანქანების ახლით ჩანაცვლება, რაც თავის მხრივ ექსპლუატაციის ხარჯებსაც შეამცირებს.

ქალბატონი ვასილისას განცხადებით, მერიის მიერ რესტორანში დახარჯული თანხები არაა დაკონკრეტებული და თითქოს არაა განმარტებული, ვის უმასპინძლა მერიამ. ეს სიცრუეა და ყველა ხარჯის მიზნობრიობა დასაბუთებულია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაითხოვოს საჯარო ინფორმაცია და მერიიდან ამ ხარჯების შესახებ რეალური ინფორმაცია მიიღოს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წელს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ახორციელებს 300 - ზე მეტ პროექტს, შესაბამისად კარგი იქნება თუ ქალბატონი ვასილისა ჯაბახიძე გაეცნობა ამ პროექტებს და მას შემდეგ ისაუბრებს ხარჯებზე. 2019 წელს მოგვარდა არაერთი პრობლემა როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში და ამ ყველაფერს მოსახლეობა კარგად ხედავს. დაიგო და მოეწყო ათეულობით კილომეტრი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 22 საჯარო სკოლას, აშენდა ერთი ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 ამბულატორიას, მოეწყო ჭაბურღილები და ათეულობით სოფელში მოიხსნა სასმელი წყლის პრობლემა, ამის გარდა გაკეთდა სკვერები, მოედნები, მოეწყო ტრენაჟორები... ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. გორის მერიის მიერ, გარდა ინფრასტუქტურისა არაერთი პროექტი განხორციელდა სოციალური და ჯანდაცვის, ასევე კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული და განათლების მიმართულებით. ასეულობით ადამიანმა მიიღო მერიის მომსახურება და დაფინანსება. შესაბამისად ამ ყველაფრის გარკვევას თუ შეეცდება ქალბატონი ვასილისა, მიხვდება, რომ ის ხარჯი, რომელიც მერიამ გაწია, მინიმალურია. კარგი იქნება ასევე მოიკითხოს იმ მივლინებების შედეგად დამეგობრებული ქვეყნებიდან მიღებული სარგებელი - გაცვლითი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, გრანტები და ა. შ."- აცხადებენ მერიაში.   



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
საქმე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 33-წლის ზაზა
გახელაძის
საქმე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 33-წლის ზაზა გახელაძის
09:33 / 12.07.2020
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს.
გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს. გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
02:21 / 12.07.2020
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
13:26 / 11.07.2020
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
22:05 / 10.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა"
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.