რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ნიქოზის ამბულატორია 10 წლის განმავლობაში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
ნიქოზს და მის მიმდებარე სოფლებს 10 წლის განმავლობაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა “ქართლოსის პროექტს” ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის შესახებ.

ორგანიზაციის განმატებით, პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით, უმაღლესი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება ნიქოზის ამბულატორია და 10 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში 5 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას ექიმი სპეციალისტები უფასოდ მოემსახურებიან. ნიქოზის ამბულატორიის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მთლიანობაში სულ 5000 მდე ადამიანი ცხოვრობს.

“პროექტის ფარგლებში ნიქოზის აბულატორია აღიჭურვაბა უახლესი სამედიცინო ტექნიკით. პროექტი ხელს უწყობს ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლწობის ჯანდაცვის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწყვლადი ფენებისთვის როგორიცაა ქალები, ბავშვები, მოხუცები, სოც. დაუცველები, შშმ პირები და ა.შ. ჩვენ გვსურს პირველადი ჯანდაცვითი რგოლი იყოს რაც შეიძლება ძლიერი რათა შევძლოთ დაავადების პრევენცია და მართვა.

პროექტის განხორციელების ვადა არის 1 წელი რის შემდეგაც 10 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში უფასოდ მოვემსახურებით ნიქოზის თემის სოფლებს, ქვემოხვითსა და ფხვენისს. ჩვენი გვსურს ჩვენი განხორციელებული პროექტებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობის მშენებლობაში.”-აღნიშნა ნიქოზის ამბულატორიის დირექტორმა, ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი, შიდა ქართლის გუბერნატორის მეოადგილე და შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.