ციხელაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს მართავს, რომლებზეც საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია.

თავდაპირველად სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივანს კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა.
მოგვიანებით კი ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან ევროპარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია არენასთან გამართა, რომელმაც
განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დაადამიანის უფლებათა კომიტეტი მას თვალს აქტიურად ადევნებს.

მარია არენამ სახელმწიფო მინისტრს ასევე გაუზიარა, რომ 2020 წლის დასაწყისში, თემის სენსიტიურობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა თემაზე “ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტორიტერიებზე.”

„დღეს გაიმართა შეხვედრები ევროპის პარლამენტში, პარლამენტის წევრებთან. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო ის გამოწვევები, რომელიც თან ახლავს განგრძობით რუსულ ოკუპაციასა და გადაუჭრელ კონფლიქტს. მათ შორის მიმდინარე გამოწვევები, როგორიცაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და მისი პატიმრობაში ყოფნა დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და ჩვენი პარტნიორები ყველა დონეზე ჩართულნი არიან. ასევე, იმ ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გადაკეტვა, რომელიც ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. ეს, პრდაპირი გაგებით, ჰუმანტიარულ კრიზისს ქმნის მთლიანად რეგიონში და მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის რეგულარულ პრაქტიკაზე, რომელიც უსაფრთხოების გამოწევებთან ერთად, ჰუმანიტარულ გამოწვევებს ქმნის.

შეხვედრების მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ მომავალში ევროკავშირის დღის წესრიგში ჯეროვნად იყოს ასახული კონფლიქტის მოგვარებისა და იმ ნაბიჯების აუცილებლობა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ზიანის შემცირებისაკენ იქნება მიმართული.

დღესვე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც შექმნილ ვითარებაზე დეტალური საუბარი გვქონდა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გადაწყვეტილია ჩაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯია, რაც ქართულ მხარესა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საშუალებას მისცემს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. დღევანდელი შეხვედრების ძალიან ხელშესახები შედეგია და რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევალ ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში გრძელდება. ხვალ იგი შეხვედრება ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელთან მარინა კუიუნძიჩთან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგთან გამართავს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
,,წელს გვალვა იყო. 150 ტონა ქერის ნაცვლად, 50 კილოგრამი მომივიდა. წყალი არაა.
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.