რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
კოლეჯი „განთიადი“ დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს უმასპინძლებს
24 ივლისს 12:00 საათზე გორის კოლეჯ „განთიადში“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები გაეცნობიან აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს.

კოლეჯი „განთიადი“ 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს მეხილეობის, მებოსტნეობის და მეფუტკრეობის დუალურ პროგრამებზე მიიღებს. სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში.

პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ონლაინ ვებ გვერდზე vet.emis.ge.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგროსფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში.

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "GFA" და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.