რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად [R]
წელს, საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს - უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების ჩაბარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის და ამჯერად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ყველა შეთავაზება სრულად მოერგო ონლაინ პლატფორმას.

ამ შეთავაზებების შესახებ, დეტალურად, უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გვესაუბრა.

- თუ შეიძლება, დეტალურად რომ გვითხრათ, რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?

- დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი არახალია და მსგავსი შეთავაზებები მუდმივად გვაქვს აბიტურიენტებისათვის, რათა გაუმარტივდეთ გამოცდების ჩაბარება. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივცეთ საშუალება მოემზადონ გამოცდების ჩასაბარებლად და ეს მომზადე-ბა არ გულისხმობს მხოლოდ თეორული ცოდნის გაზიარების პროცესს. მათ მუდმივად ვთავაზობთ მო-ნაწილეობა მიიღონ იმიტირებულ გამოცდებში, სადაც ეროვნული გამოცდების იდენტურ ტესტებს წერ-ენ და ეს უადვილებთ ადაპტაცის პროცესს.

შარშან ამ პროექტში, ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული, საქართველოს უნივერსიტეტის რეგ-იონულ ოფისებში ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მოსამზადებელი კურსები სრულად მოვარგეთ ონლაინ სივრცეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეეძლება ისარგებლოს ონლაინ გაკვეთილებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენი უნივერსიტეტის კომპეტენტური ლექტორები არამარტო წარმართავენ მეცადინეობებს, აგრეთვე შეადგენენ და შეასწორებენ იმიტირებულ ტესტებს. აბიტურიენტებისთვის, აგრეთვე გაიმართება ონლაინ ჩართვები, საიდანაც მიიღებენ რჩევებს, გამოცდების წერის გასამარტივებლად.

საქართველოს უნივერსიტეტის ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს სჭირდებათ მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლა, საგაკვეთილო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, შემდგომ კი ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებენ დასწრებას. მეცადინეობები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გაგრძელდება და სრულად მოიცავს იმ მასალას რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ.

აქვე მინდა დავამატო, რომ გარდა მოსამზადებელი კურსისთვის შექმნილი ტესტებისა, ნებისმიერ დაინ-ტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება ონლაინ რეჟიმში გაშვებულ ტესტებზე იმუშაოს და საკუთარი ცოდნა გადაამოწმოს, ეს როგორც აღვნიშნე პირველ რიგში გამოცდებისთვის ადაპტირებას შეუწყობს ხელს და გაუმარტივებთ მომზადების პროცესს.

იმედი მაქვს, რომ ამით, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შევუმსუბუქებთ გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროცესს, წელსაც, ვირუსის გამო შექმნილ რთულ პერიოდშიც. ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს უნივერსიტეტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.