რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან" 									
			
				 რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ
ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ
კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების
ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფოს
მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ
ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ
კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების
ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფოს
მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.“ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში პოს-TV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნიდან “რობერტო მავანის“ წასვლა მოითხოვეს, შენობა დატოვეს.
ამის შემდეგ, პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება. ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყობს და ირწმუნება, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ცნობისვის, გორი „რეგიონ ფეშენ ვიკს“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, მოდების ფესტივალი დღეს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე „ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა და ამ დრომდე „გორმედში“ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დდაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ გადადებას რესტორან „მზიურში“ გამართვა არჩიეს რადგან, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
იხ. ამავე თემაზე:
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს
გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა, რომელსაც ,,ფეშენ უიქის" ბანერი მიჰქონდა
გორში ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
მესამედ შეცვლილი გადაწყვეტილება - გორში ,,Fashion Week" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
                        
                        ამავე კატეგორიაში                        
                    
                                 
                                                    	
                       
                        
                                                    
                            
                        
                                                
                            ჯერ კიდევ 2004 წლის 9 სექტემბერს, გორში მდებარე რესტორან
"გუდაბერტყიაში",                        
                         
                       
                        
                     
                                                    	
                       
                        
                                                    
                            
                        
                                                
                            მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,                        
                         
                       
                        
                     
                                                    	
                       
                        
                                                    
                            
                        
                                                
                            სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ
ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,                        
                         
                       
                        
                     
                                                    	
                       
                        
                                                    
                            
                        
                                                
                            ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა
ატრაქციონები,                        
                         
                       
                        
                     
                                                    	
                       
                        
                                                    
                            
                        
                                                სინდისის პატიმრების მშობლები გორში ჩამოვიდნენ
                        
                        ვიდეორეპორტაჟი                        
                    
                                
                                რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.                            
                                                    
                                ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.                            
                                                    
                                "ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,                            
                                                    
                        
                        გასული თვის პოპულარული სიახლეები                        
                    
                                
            
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის  "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
 




 
							 
							 
							 
							 
							 
							 
							 
							

 
							 
							 
                                         
                                         
                                         
                                         
                     
                    

 
                                
სტატიის გამოყენების პირობები