სხვადასხვა
გორის მიწისძვრა - თვითმხილველის ნაამბობი 1920 წლის გაზეთში
,,19 თებერვალი, საღამოს 6 საათი. სიცივისგან გათოშილი სოფლიდან მოვედი და დასასვენებლათ გორის სამაზრო სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტის ბინაზე მივედი. ამ დღეს მთელი დღე ღრუბლები ირეოდნენ, ხოლო ამინდი შედარებით წყნარი და უქარო იყო. საღამოზე, 6 საათიდან დაიწყო ქარი და თოვა.

გაპენტილი თოვლი ჰაერში არეულად ცვიოდა. გორის გარშემო მთის ფერდობები არაჩვეულებრივი ტყვიისფერი სინათლით გამოიყურებოდნენ, თვით ქალაქი გორის სახლების თავები და
ქუჩები, სხვა დროს ბნელი, იმ საღამოს ღიათ და გარკვევით მოსჩანდნენ.

ღამის 11 საათზე კარები ვიღაცამ დააბრახუნა. გავედი გარეთ და აღმოჩნდა თფილისის მატარებლით ჩამოსული ჩემი ამხანაგი, გავუღე კარი და შემოვიყვანე. მე მცირე ხნით ქუჩაში გამოველ და მივიხედ-მოვიხედე, ქარის ბრძოლა მომეტებული, თოვლს ხშირად და მომეტებულად არეულათ ყრიდა, ყინავდა კიდეც. ისეთი ნათელი ღამე, როგორიც იმ დროს იყო, გორში არასოდეს ყოფილა.

დავწექით. ჩემი ამხანაგი მაგიდაზე მიწვა და დაღლილს ჩქარა მიეძინა. ის იყო გაზეთის წაკითხვის შემდეგ მეც ღრმა ძილით ჩამძინებოდა.

არ შემიძლია ვსთქვა, ლოგინიდან წამოვარდნილი, ვგრძნობდი რასმე თუ არა. თითქოს ცა დედამიწას დაეჯახაო, რაღაც ჯოჯოხეთური რღვევა, მტვრევა და ლაწა ლუწი შეიქნა. ტიტველი კარში გამოვარდი, ჩემი ამხანაგი მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო. საბანი, რომლითაც კარში გამოვარდი, კარებში რაღაცას გამოედო და იქვე დამრჩა.



ეს იყო სულ ნახევარ წუთში, შევბრუნდით. ტანისამოსი გარეთ გამოვიტაცეთ და იქ ჩავიცვით.

ქუჩაში გამოვედით. არა ჩვეულებრივი მოძრაობაა; ტირილი, ოხვრა, ახლა უკვე ბნელოდა. ვეღარაფერს გაარჩევდით. ყველა კარში გამოსულიყო და სქელ კედლიან სახლების კამარას აფარებდნენ ცოლშვილს.

ნაცბობები მოვიკითხეთ, ყველანი მშვიდობით გადარჩენილიყვნენ.

გათენდა. აუარებელი შენობები მხოლოთ დარღვეულიყვნენ, ჩარჩოები გადმოზნექილიყვნენ. მხოლოდ ძლიერ სუსტი შენობები ერთი ორი დანგრეულიყო.

ხიდის თავი და ოხერა მთლად ნანგრევების ქვეშაა, მოიტანეს ჯოჯოხეთური ამბავი. პირდაპირი მავთულით ყველაფერი თფილისს გადავეცით. მინისტრის ამხანაგი მოდის. სასწრაფოდ შველა უნდა ხიდისთავს, სთქვა მოსულმა....ადმინისტრაცია, ქალაქის და ერობის გამგეობათა წევრები აქეთ იქეთ დარბიან. სასწრაფოდ გამოწვეულ იქნა ჯარი, გვარდია და წერაქვებით თითქმის სირბილით გაეშურნენ ხიდისთავისკენ. მეც მათ გავყევი...

სულის შემზარავი სურათია... სოფელი აღარსად იყო. იგი ნანგრევებს ქვეშ კვნესოდა. ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე საზარო სანახაობანი ერთი მეორეს ასწრობენ.

ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი მკვდრები, ზოგი ოჯახიდან ყველა წევრები, პაწია ბავშვები, აკვანში ჩაკრული ძუძუ-მწოვრები, სახე წამოსივებულნი, ყელ და მუცელ წამობერილნი ეყარნენ ეზოებში. მათი ამოღება ცოცხლათ გადარჩენილ სოფლელებს უკვე მოეხერხებინათ. ზოგიც ჯარის კაცებმა ამოთხარეს ნანგრევებიდან.

ჭირისუფლები ჭკუაზე შერყეულს მოგაგონებდათ. არავის შეეძლო მათი ნუგეშისცემა. უბედურება და მწუხარება მათი უსაზღვრო იყო.

მკვდრების აღწერვის შემდეგ მინისტრის ამხანაგი და დანარჩენი მთავრობის და ორგანიზაციების წარმომადგენელნი საჩქაროთ გორისაკენ გაეშურნენ და ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში, რომელიც ნაკლებად იყო დაზიანებული, მოახდინეს თათბირი, გასცეს განკარგულებები, გადასცეს ყველაფერი მთავრობის თავმჯდომარეს და დახმარების მოლოდინში თვით ქალაქში ჩამოიარეს დაზიანებულ შენობათა დასათვალიერებლად. ეს იყო 2 საათზე.

გორის ნიადაგი დილიდან იძვროდა და ქანაობდა, თუმცა სუსტათ.



12 საათზე ხმა გავრცელდა მიწის ძვრა აღარ იქნებაო, მაგრამ შიში იმდენათ ძლიერი იყო, რომ სახლებში შესვლას ვერავინ ბედავდა.

3 საათზე თავისუფლების ქუჩაზე, სასადილოში შევედით. სადილი მორჩაო - გვიპასუხეს და გამოვედით შუა ქუჩაში.

უცებ მოისმა ჯოჯოხეთური გუგუნი და ქალაქი გორი ჯერ საქანელასავით გადაიქცა, შემდეგ კი, როგორც წყლიდან გამოსული ან ჭენების შემდეგ გაოფლიანებული ცხენი, ძლიერათ შეიფერთხა, ისე იბერტყებოდა დედამიწის ზურგი ერთი წუთის განმავლობაში.

კედლების ჭახა ჭუხი, ნგრევა, კორიანტელი მტვრისა, წივილ-კივილი ხალხისა, რა ხდებოდა, აღარაფრის გამოცნობა არ შეიძლებოდა. მთელი გორი გაეხვია მტვრის სიბნელეში.

მტვერი ცოტა მიმოიფანტა. შენობების კედლები ნგრევას განაგრძობენ. ხალხი ღრიალებს, სადღაც გარბის თავის საშველათ. ჩვენ შევდექით. მე და ჩემმა ამხანაგმა ხელები ერთმანეთს გადავაბით და თანაც შევუძახეთ, რომ ხალხი იქით არ გაქცეულიყო, სადაც ქუჩები ვიწრო იყო.

როგორც იქნა შევაჩერეთ ერთი ჯგუფი. ამით შეჩერდნენ ყველა მათი მომდევნოები. ჩვენს წინ რამდენიმე ებრაელი და ქრისტიანები დაეცნენ მუხლებზე და ხელებ აპყრობილი მაღლა ხმით ღმერთს საშველად მოუწოდებდნენ.

ირგვლივ კვნესა. დაჭრილთა ოხვრა. თმებ-გაშლილი, მტვრით გაცხრილული დედა შვილებს გიჟივით დაეძებს. ისმის ისტერიკული სიცილიც. ბევრი გადახვევიან ერთმანეთს, კოცნიან, გადარჩენას ულოცავენ. ცრემლები გაღრჩობს, გინდა ყველას უშველო, მაგრამ უძლური ხარ ბუნების წინაშე.

მთავარი ტელეფონი ქუჩაში გამოუტანიათ და ისე შეუერთებიათ მავთულებთან. ზარი განუწყვეტლად აწკარუნებს და ეძახის გარშემო სოფლებს, ქალაქებს. ისეთი ქაოსია, რომ გაგება იმის, თუ რა ხდება გორის გარშემო ადგილებში, არ შეიძლება.

ამაყათ მდგომი თამარის ციხე გორისა მთლათ დაიქცა. გორის ჯვარის მწვერვალი, აქამდე თეთრი სპეტაკი, ახლა გადაშავებულა ნანგრევებით. გორი და მის გარშემო სოფლები აღარ არის. მცხოვრებნი სრულიად შიშველნი, უბინაონი სიცივეში არიან.

ავტორი: მოხეტიალე რაჭველი
22 თებერვალი, 1920 წელი, გაზეთი ,,ერთობა“

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
წინა შეთანხმების მიხედვით, ემისიების გამოყოფა 20%-ით უნდა შემცირებულიყო.
არაა გადაწყვეტილი, თუ როდის მოხდება ქალაქის ქუჩების დეზინფექცია სპეციალური მანქანებით,
აგერ რა ხდება საზღვარგარეთ, ხალხი იხოცება. ისედაც ცოტანიღა დავრჩით, ჩვენ კიდევ ამოწყვეტაღა გვინდა?!"
,,მანძილი დავიცვათ ადამიანებს შორის, იმისათვის, რომ არ მივცეთ ურწმუნო ადამიანებს იმის საშუალება,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორში ახალი ტურისტული კომპანია გაიხსნა
(TRAVEL STORY) საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გორელი მოზარდები, რომლებმაც ყველა ქუჩაზე წინააღმდეგობა გადალახეს
,,ყველა ქუჩა გადალახული გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ადგილებიდან ხან გვეჩხუბებიან, ხან გვაგდებენ"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.