სხვადასხვა
,,მაგდანას ლურჯა", ,,მაია წყნეთელი" - სოფელი, სადაც ქართული კინოს შედევრები გადაიღეს
სოფელი უფლისციხე 1960-იან წლებში დაიცალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა, უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოსაწყობად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვახვრელში გადაასახლა.

დაურიგეს ნაკვეთები, მისცეს კომპენსაცია. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებამდე, 10-მდე მოსახლემ ძველი სოფელი არ მიატოვა. ოჯახების ნაწილი ქვახვრელში დასახლდა. ნაწილი კი, ცალკე კომპაქტურად განთავსდა, რომელსაც ახალი უფლისციხე უწოდეს.

ძველ სოფელში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცხოვრობდნენ შუშანა პოღოზაშვილი-სირანაშვილი და დევანოზ
ორთანეზაშვილი. ამჟამად, ძველი სოფელი ნასახლარია.

ძველი უფლისციხის სოფლის ფოტოები მოგვაწოდა მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მასალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროექტის "ამბები უხუცესებისგან" ფარგლებში მოიპოვეს. ,,ამბები უხუცესებისგან" მუზეუმის თანამშრომელმა ინა კარელიძემ განახორციელა.

ამ სოფლის მკვიდრია გიგუცა თათრიშვილი, მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, რომელსაც ზედმეტი სახელი ჰქვია ,,სტალბერა". იხსენებს, რომ იმ პერიოდის ახალგაზრდებს საკუთარი სოფლის მიტოვება ძალიან უჭირდათ.

სოფელ უფლისციხეშია გადაღებული არაერთი საბჭოთა ფილმის ეპიზოდები, ,,მაგდანას ლურჯა"; ,,მაია წყნეთელი"; ,,ცისკარა"; ,,ფიროსმანი" და ა.შ.


კადრები ფილმიდან ,,მაგდანას ლურჯა" (1955 წელი)

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმი. მისი დამდგმელი რეჟისორები არიან თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. მთავარ როლებში: დუდუხანა წეროძე (მაგდანა); ალექსანდრე ომიაძე (გიგო პაპა); ლიანა მოისწრაფიშვილი (სოფო); როლანდ (მიხო) ბორაშვილი (მიხო); ნანი ჩიქვინიძე (კატო)

პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის მიიღო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთში (1956)



სოფელი უფლისციხე

1736-1789 წწ. საისტორიო დავთრებში ჩამოთვლილია სოფელ უფლისციხეში მცხოვრები ქართლის საკათალიკოსო ყმები: ხუციშვილები, ნაზარასშვილები, ერაღაშვილები; ადუაშვილები, სირანაშვილები, გაბინაშვილები; ჩაღაბაშვილები; აკოფასშვილები; აზარბეგასშვილები; ორთანეზასშვილები, ტერ საკა, გიგოლაშვილები, ვართუმაშვილები; პაპიაშვილები; წიწიკაშვილები; გალუსტაშვილები; ბერიკაშვილები.



კადრები ფილმიდან ,,მაია წყნეთელი"


1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. მთავარ როლში ლეილა აბაშიძე



კადრი ფილმიდან ,,ფიროსმანი"


გიორგი შენგელაიას ფილმი. მოპოვებული აქვს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, გრან-პრი „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე, აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1974



სოფლის ეკლესია

ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია მე-19 საუკუნეში. ბოლშევიკების პერიოდში ეკლესია მთლიანად დაანგრიეს. ნახევრად დანგრეულია კოშკიც. კოშკის გადარჩენილ ნაწილშია, ამჟამად, სამლოცველო

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დანერგილია მშობიარობის ეპიდურული გაუტკივარება, ამ მეთოდის გამოყენების შესახებ
"მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგზაურ მეგობრებს ცუდი ამინდები შეხვდათ. ლუკას ვეგანო წერს, რომ წვიმამ კარავიც კი დაუსველა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, ისინი სტუდენტებს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
,,ეს მონეტა ბაგრატს უფრო გვიან რომ მოეჭრა, მასზე მხოლოდ მეფე
აფხაზთა ტიტული არ დაფიქსირდებოდა“
,,ეს მონეტა ბაგრატს უფრო გვიან რომ მოეჭრა, მასზე მხოლოდ მეფე აფხაზთა ტიტული არ დაფიქსირდებოდა“
22:49 / 10.02.2019
,,მივიდა პაპაჩემის საფლავთან და ამბობს, რომ სამსონ ბასიშვილი ოსი
მღვდელი იყო. გაგიჟდება კაცი“ - იცინის პაატა ბასიშვილი. მიუხედავად
ამისა, აღნიშნავს, რომ
,,მივიდა პაპაჩემის საფლავთან და ამბობს, რომ სამსონ ბასიშვილი ოსი მღვდელი იყო. გაგიჟდება კაცი“ - იცინის პაატა ბასიშვილი. მიუხედავად ამისა, აღნიშნავს, რომ
22:24 / 08.02.2019
,,ეს ამბები, რა საკვირველია, არსად დაწერილა, ან ვინ დაწერდა მაშინ?
თუმც, დღეს ეს უნდა იცოდეს გორმა, ქართულმა საზოგადოებამ,
,,ეს ამბები, რა საკვირველია, არსად დაწერილა, ან ვინ დაწერდა მაშინ? თუმც, დღეს ეს უნდა იცოდეს გორმა, ქართულმა საზოგადოებამ,
23:35 / 01.02.2019
ამ წიგნში სულ 10 სიტყვა ეწერა, მათ შორის, ასეთი: ,,არც მამაკაცება
არსებობს, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველა ერთი ხართ“.
ამ წიგნში სულ 10 სიტყვა ეწერა, მათ შორის, ასეთი: ,,არც მამაკაცება არსებობს, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველა ერთი ხართ“.
00:39 / 27.01.2019
საქალაქო აღმასკომის დადგენილებით, 1964 წლიდან გორში ყვავილების
გამოფენის ჩატარება დაიწყო. ამისათვის,
საქალაქო აღმასკომის დადგენილებით, 1964 წლიდან გორში ყვავილების გამოფენის ჩატარება დაიწყო. ამისათვის,
12:18 / 26.01.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.