2014 წლის 28 ნოემბერს, გორში, ქალთა უფლებების დაცვაში გაწეული ღვაწლისთვის უფლებადამცველები დააჯილდოვეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია ,,ქალი და განვითარების" ორგანიზებით და ინიციატივით მოეწყო. დიპლომები ნომინანტებს უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ გადასცა.
28.11.2014 დღეს გორის ცენტრალურ მოედანზე შუა ხნის მანდილოსანი ცუდად გახდა და მოულოდნელად ძირს დაეცა. ხალხმრავლობის და პატრულის ეკიპაჟების მობილიზების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობაც შეიზღუდა. ადგილზე გამოცხადებული სასწრაფოს ექიმების თქმით, სავარაუდოდ, ეპილეფსიის მოულოდნელ განვითარებასთან ჰქონდათ საქმე.
2014 წლის 4 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გაშვებული პედაგოგების - თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე, 2014 წლის 28 ნოემბერს მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა. თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის მოპირდაპირე მხარეს სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ასევე რესურსცენტრის იურისტი წარმოადგენდნენ.
28.11.2014 ქარელის რაიონის სოფლებში - ატოცში, კოდასა და აბანოში გაზიფიცირება დასრულდა. ამის შესახებ სოფელ ბრეძის თემში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის უზრუნველყოფის მიზნით გამრიცხველიანებაც დასრულდა. ,,დადგა დრო, რომ გარეგანათებაზეც ვიფიქრობთ" - ამბობს მარიამ გულისაშვილი.
28.11.2014 დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ სოფელ ერგნეთში უკვე 108 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო აშენდა სამი ახალი სახლი. აღნიშნული პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანდება და 2015 წლის აპრილში სრულდება.
27.11.2014 ახალშობილ ბავშვთა ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირების მიზნით სოფლის მოქმედ ამბულატორიებში ფილტვების ანთების (პნევმონიის) საწინააღმდეგო ვაქცინები დარიგდა. ამის შესახებ ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა.
27.11.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 25 ათასს არ აღემატება, შეშას მიიღებენ. ამის შესახებ გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს დავალებები უკვე მისცა. გულიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს 500 კბ.მ შეშა აქვს დასაწყობებული.
27.11.2014 კასპის მუნიციპალიტეტს საკუთარი მეტეოროლოგიური სადგური ექნება. ქალაქში უკვე მიმდინარეობს მეტეოროლოგიური ცენტრის მოწყობის სამუშაოები.
27.11.2014 ქალაქ გორში და გორის რაიონში შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს რაიონული განყოფილებების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეიდები გაამკაცრეს. მიმდინარე კვირიდან ღამის საათებში ავტომანქანების საბარგულების შემოწმებაც დაიწყეს. გატარებულ ,,სამძებრო ღონისძიებებში" ტაქსები და მათი მგზავრებიც ხვდებიან.
26.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ცხავერში, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მ-ზე მდებარეობს, 2014 წლის 12 ნოემბერს სინათლე აინთო. ამის შესახებ სატელეფონო სამადლობელო ზარი გუბერნატორმა და Qartli.gE-ს ჟურნალისტებმა 25 ნოემბერს იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც 2014 წლის აგვისტოს, სოფელ გოსტიბეობას დღესასწაულზე მიმავალ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გზაზე დახვდნენ. ზაფხულში მოწყობილ საპროტესტო აქციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები შემთხვევით გადააწყდნენ და ვიდეოზე დააფიქსირეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


