,,კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა პესტიციდისა და აგროქიმიკატის შემადგენლობა დადებითია" - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში გორში განხორციელებული შემოწმების შემდეგ შეადგინეს. დასკვნა სამსახურმა გორის რაიონის საკრებულოს სოფლის მეურნეობისა და აგრარულ კომისიას უკვე წარუდგინა.
2014 წლის პირველ 10 თვეში, ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტიდან ექსპორტზე 605 ტონა ვაშლი გავიდა. აქედან 410 ტონა - ყაზახეთში, 164 ტონა - რუსეთში, დანარჩენი 31 ტონა ვაშლი კი - აზერბაიჯანში. პროდუქტი, რომელიც რუსეთში ყველაზე ბევრი გავიდა გორიდან, ატამია. ამის შესახებ მონაცემები სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ორგანიზაციამ გორის რაიონის საკრებულოს აგრარულ კომისიას მიაწოდა.
,,ჩვენი საარჩევნო პერიოდის დასასრულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აიპიების დაფინანსების წილი 40% იქნება" - ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე სხდომაზე განაცხადა. მისი ხედვით, არასამეწარმეო იურიდიულმა ორგანიზაციებმა (აიპი) დაფინანსების წყაროები დონორებთან უნდა სცადონ.
2014 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" კასპის ორგანიზაცია თავმჯდომარის მოადგილემ და სხვა წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს. ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 7 ნოემბერს საღამოს 20 საათისთვის განუცხადეს.
პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, საკრებულოს წევრები: რამაზ ხიზანიშვილი, ალექსანდრე(სანდრო) გზირიშვილი და ილია ზაქარიაძე, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობიდან გავიდნენ. ამის შესახებ კავთისხევის მაჟორიტარმა რამაზ ხიზანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა სანდრო გზირიშვილმა დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადეს. საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე კი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებელთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.
ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა, საატესტაციო კომისიის წევრად, საკუთარი კანდიდატურის დაწუნების ფაქტი გააპროტესტა. ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა.
2014 წლის 7 ნოემბერს ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" ორადორმა წევრმა ოფიციალური განცხადება, ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, უკვე გააკეთა. ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ისაუბრეს. სხდომის დაწყებისას ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ადგილობრივმა ლიდერმა ზურაბ როსებაშვილმა წეწვაძეს სხვა სკამზე გადაჯდომა ურჩია: ,,წადი რა, იქით დაჯექი, მეტი უნდათ?!"
2014 წლის 7 ნოემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ შუბითიძემ, ,,თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ, განცხადება გააკეთა. რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარ სათათბირო ორგანოში, მხოლოდ, ერთი ,,თავისუფალი დემოკრატი" - ნათია გოჩაშვილი დარჩა. ირაკლი ალასანიას გუნდი დატოვეს, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა შემდეგ ოლქსა და სოფლებში - ატოცი, დირბი და ქარელი.
,,მე არც ერთი სამსახურის მუშაობით ვარ კმაყოფილი" - აცხადებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მისი თქმით, წლის ბოლომდე, სამსახურების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ იგეგმება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ატესტაციის შემდეგ სამსახურები შესაბამისი კადრებით დაკომპლექტდება და გამართული მუშაობის საშუალება მიეცემათ.
ქალაქ გორის საკრებულოში კოალიცია ,,ქართული ოცნება" უკვე უმცირესობაშია. ,,თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს ჩამოსცილდნენ. 15 კაციან საკრებულოში 9 წევრი ოპოზიციაშია. 2014 წლის 15 ნოემბრიდან კი ქალაქის მთავარი სათათბირო ორგანო მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება. ბიუჯეტის დამტკიცებას კი კოალიციის 6 ხმა არ ეყოფა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


