კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ახალციხეში გურამ ბარნოვს კოლეგებმა სიტყვით გამოსვლისას იმ დროს დასცინეს, როდესაც მან სოფლის პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების შეჩერებაზე დაიწყო საუბარი.
კავთისხეველებმა საპროტესტო აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ გამართეს.
2014 წლის 14 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 20 საათზე გორი-მცხეთის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანა 110 კვტ-იან ხაზის ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შეჯახებისას ელექტრობოძი გადავარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
კასპის ცენტრალურ ქუჩაზე მიმავალი ქალბატონი მოულოდნელად დაეცა და ტროტუარზე უგონო მდგომარეობაში იწვა. გამვლელ-გამოვლელის რეაქცია ასეთი იყო: ,,ეტყობა კიდევ დალია და მთვრალია". ადგილზე კასპის პოლიციის თანამშრომლები პიკაპით მივიდნენ. ინციდენტი 2014 წლის 14 ოქტომბერს მოხდა
სოფელ კოდისწყაროში გამართულ კრებაზე სოფლის პროგრამის ფარგლებში შემორჩენილი თანხების ხარჯვის გადაწყვეტილება ახალგაზრდებმა მიიღეს. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ეკა მუზაშვილმა განაცხადა. მის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოვაციებით შეხვდნენ.
45 წლის ვეფხია ბალხამაშვილი, ძაღლისგან დაკბენილი 16 წლის შვილის აცრის მოთხოვნის გამო, ,,მედიალფას" საავადმყოფოს ფოიეში დააკავეს და დააპატიმრეს. კასპის რაიონულ საავადმყოფოში ადმინისტრატორმა ნაცნობ პოლიციელს დაურეკა: ,,მომხედე, ვიღაც ბიჭია და ბუინობსო". რამდენიმე წუთში გამოცხადებული პოლიციელი, პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ვეფხია ბალხამაშვილს აკავებს. ვიდეო-მასალაში კი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, მხოლოდ, დაკავების ფაქტი ჩანს.
2014 წლის 10 ოქტომბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა გორში მცხოვრებ ვასილ მდინარაძეს 6 თვიანი პატიმრობა ტოტალიზატორის ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე მიუსაჯა. იმის გამო, რომ დაკავებული წინასწარი პატიმრობაში 3 თვეა იმყოფება, მას ფაქტობრივად, სასჯელის მოხდის ვადა, 3 თვის გასვლის შემდეგ ჩაეთვლება.
კასპის რაიონის სოფელ ხოვლემდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 2014 წლის 30 ნოემბრამდე გადასწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კასპის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გზა, რომელზე დავაც ორი წელია მიმდინარეობს, საშველი ვერ დაადგა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიას იმ სამუშაოებსაც ასრულებინებენ, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული. ზემო ხანდაკი-ხოვლეს გზა 2014 წლის 10 ოქტომბრამდე უნდა დამთავრებულიყო.
კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, რომელიც ახალქალაქის თემში შედის, სასმელი წყლის მილებს ავიწროებენ. ღონისძიებები სოფლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საკრებულოს თემის წარმომადგენელმა გიორგი დარბიაშვილმა მილების დავიწროების გამო პროტესტი გამოთქვა. მისი თქმით, ვიწრო დიამეტრის მქონე მილების მონტაჟით სოფელში მიწოდებული წყლის დებეტი შემცირდება.
2014 წლის 9 ოქტომბერს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის ნარკოლოგიურ ცენტრში მთელი დღის განმავლობაში დატყვევებული ზაზა ხუბულური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პატრულის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ, ყოფილ ნარკოდამოკიდებულ პირს ადმინისტრაციულ სახდელად, მხოლოდ, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. სასამართლო პროცესი თითქმის 5 საათი გაგრძელდა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


