კასპის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ ქალაქისა და რაიონის მოსახლეობას ორი თვეა კარებებზე ნაგვის დასუფთავების გადასახადის ქვითრები, სულზე 50 თეთრის ოდენობით, ხვდება. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მრავალსულიანია და სოციალურ სიდუხჭირეს განიცდის, სულზე დაწესებული გადასახადი მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მაგალითად, სოფელ აღაიანის მოსახლეობამ ამ პრობლემით ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრს ხათუნა თათანაშვილს მიმართა.
2014 წლის 16 სექტემბერს გორს ჩინეთის დელეგაცია, კერძოდ ელჩი და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრების შემადგენლობით, ესტუმრა. წარმომადგენლობით ჯგუფს გუბერნატორი, ქალაქის მერი, რაიონის გამგებელი და საკრებულოების თავმჯდომარეები დახვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ სტუმრები და მასპინძლები სტალინის სახლმუზეუმის და უფლისციხის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.
,,მოვიდნენ, არავისი გვეშინია"
,,რასაც ვაკეთებთ, დაგვილაიკეთ" - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სოფლებში სოციალურ ქსელებში გააქტიურება დაევალათ
როგორ მიმდინარეობს თელიანის დევნილთა დასახლებაში აბანოების და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები
,,საბავშვო ბაღებში ძირითადად მოწესრიგდა სამზარეულო, სველი წერტილები, სახურავები, იატაკი, ჭერი, არსებული ფანჯრები მეტალოპლასმასის ფანჯრებით შეიცვალა." - წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თვლის, რომ ევროკავშირი ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. 2014 წლის გაზაფხულზე ევროპის სამეზობლოს პროგრამის „ბარომეტრი“ მიერ საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირისადმი დამოკიდებულების გარკვევას ისახავდა მიზნად.
2014 წლის 10 სექტემბრიდან ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ,,იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბის და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი გამოყენების ხელშეწყობის" პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს გორის უნივერსიტეტის პროფესორი ლია მამულაშვილი ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრა დღეს 10 სექტემბერს შედგა.
ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში წყლის შემკრებ ავზებს შორის დამაკავშირებელი მილი მოიპარეს. ამის შესახებ სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ზემდგომს ზაზა გულიაშვილს 2014 წლის 8 სექტემბერს თათბირზე აცნობა. ის სოფელში დასაწყობებული ,,შლანგებიდან" 300 მეტრი სიგრძის მასალის გამოყენებას ითხოვს.
ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ატოცში ამ დროისთვის სასმელი წყლის პრობლემაა. მშენებლებმა წყლის ის ცენტრალური მილი გადაჭრეს, რომლითაც დასახლებაა დაქსელილი. ის ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაობის მიმდინარეობისას დააზიანეს. ამის შესახებ ატოცის წარმომადგენელმა მარიამ გულისაშვილმა განაცხადა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


