,,ამ ფილმში ბევრი რამ ხდებოდა. ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლის სახე იყო; იყო კორუფციის გამომჟღავნების მომენტიც. საუკეთესო ვიდეო-მასალისთვის პრიზს იღებს ის ადამიანი, რომელსაც ძალიან რთული გვარი აქვს. ყოველთვის პრობლემები მექმნება, როდესაც ამ გვარს ვკითხულობ. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საუკეთესო ფილმისთვის ,,ბიზნესმენების აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე" - პრიზს იღებს საბა წიწიკაშვილი. საერთოდ ვიდეო-მასალების კატეგორიამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საკონკურსო კომისიის წევრებში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მობილურითაც საუკეთესო მასალა გამოვიდეს." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა აგნეშკა ნოვინსკამ. მისი თქმით, ვიდეო-მასალის კატეგორიაში 30-მდე ვიდეო-მასალა იყო.
კასპის საკრებულოს წევრს ხათუნა თათანაშვილს პასუხი იმ ხელშეკრულებების შესახებ მოსთხოვეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით ,,ფორსმაჟორულად" გაფორმდა. 2014 წლის ოქტომბერში კი აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებების ხელმომწერი კომპანიები დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლის რამაზ ხიზანიშვილის განცხადებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე ტესტირებების გადავადება, მხოლოდ, იმ მუნიციპალიტეტებს ეხება, სადაც 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქის და თემის გაყოფა მოხდა. ამის შესახებ ხიზანიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ის კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად კავთისხევის თემიდანაა არჩეული.
,,მწიგნობარი ხართ, ბატონო რობერტ, ამას არ უნდა ამბობდეთ" - უთხრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წევრს რობერტ კავთიაშვილს საკრებულოს სხდომაზე. სხდომაზე დებატები საბიბლიოთეკო გაერთიანებაში უშტატო თანამშრომლების რაოდენობამ და მათთვის გათვალისწინებულმა 49 900 ლარმა გამოიწვია.
2014 წლის 4 ოქტომბერს გორის ცენტრალურ ქუჩაზე მიმავალი შუა ხნის მამაკაცი თემო ნაფიშვილი, პირველადი ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში შეტყობინება 12 სთ 48 წთ-ზე შევიდა, ხოლო ბრიგადა ადგილზე 12 სთ 53 წთ-ზე მივიდა. თუმცა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, საკუთარი ძალებით პირველადი დახმარების მცდელობის მიუხედავად, ნაფიშვილის გადარჩენა ვერ შეძლო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი დააგვიანაო.
3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღისათვის გერმანიის საელჩო გორელებს ბავარიული ტრადიციების პატარა ნაწილს გააცნობს. ახალგაზრდა ბავარიელი მუსიკოსებისაგან შემდგარი სასულე სეპტეტი ”Grenzjaga”, გორთან ერთად, რუსთაველ მაყურებლისათვისაც რუსთავშიც დაუკრავს. საელჩოს წარმომადგენლების ცნობით, ყველა ასაკის სტუმარს კარგი განწყობა და ტიპიური ბავარიული მელოდიები ელის.
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი „განავითარე შენი სოფელი“.
მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები შიდა ქართლში, 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებთან მათი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე; ასევე, პატიმრობის მიზეზით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრეს.
ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გორის ინვალიდთა კლუბმა საქართველოში პირველად დაიწყო შეზღდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მხარდასაჭერად ადგილობრივი საბჭოების შექმნა.
ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს ესეების კონკურსს უფროსკლასელებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საშუალო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეებს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


