გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორის შრომის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა, სკანდალური დასკვნა დადო. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საჯარო სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელთან შეთანხმებით, სახელფასო თანხა, განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე აიღო. ეს პროცესი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდებოდა.
,,საშუალო განათლების მქონე მაინც" - ეს ფრაზა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში დაბალი რანგის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში უდიპლომო მოქალაქეს მონაწილეობის უფლებას აძლევს, ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა თამარ კოდოშვილმა გააპროტესტა. ამის შესახებ მან გორის რაიონის საკრებულოს დღევანდელ, 27 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა. ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ხათუნა ხათაშვილი კი სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის წესიდან ,,ერთწლიანი გამოცდილების" ჩანაწერის ამოღებას ითხოვს.
27.10.2014 ქარელის საკრებულოს სხდომაზე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები qartli.ge-ს დაცინვაში ადანაშაულებენ
კასპის რაიონულ საავამდყოფოში შვილის აცრის მოთხოვნით მისულ, 45 წლის ვეფხია ბალხამიშვილის დაკავების ფაქტზე ახალი დეტალები იკვეთება. პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2014 წლის 1 სექტემბერს დაკავებულ პირს ადმინისტრაციული სახდელი 100 ლარი 3 სექტემბერს ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზეც დაეკისრა. სინამდვილეში 3 სექტემბერს ბალხამიშვილი კაპეზეზე იმყოფებოდა და კასპის საავადმყოფოში ხულიგნობას ვერ ჩაიდენდა. იხ. დოკუმენტები:
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე დაქვემდებარებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლები, კერძოდ, შტატიანი თანამშრომლები პირად განცხადებებს, სახელშეკრულებო ურთიერთობაზე გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არ წერენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, დღეს, 24 ოქტომბერს განუცხადეს. გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გაერთიანების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს შტატიანი თანამშრომლები (პირადი განცხადების და რეორგანიზაციის გარეშე) ვადიან სახელშეკრულებო ფორმაზე გადაიყვანოს.
23.10.2014 გორის დღეებზე საკრებულოს წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ფეხბურთი ითამაშეს. ტრენერი ამავე საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი. ქალაქ გორის საკრებულოს შემადგენლობა: პაპუნა კობერიძე, დავით რაზმაძე, ვანო ჩხიკვაძე, მერაბ მაისურაძე, ზურაბ როსებაშვილი, სოსო ფალელაშვილი
22.10.2014 კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შორენა წიქარიძემ 20 წლის მურმან მ-ს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, მურმან მ-მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (ძარცვა) მიხედევით, 2014 წლის 18 ივნისს, ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე, ძალადობით და ძალადობის მუქარით, გივი ბათმანაშვილის სატრანსპორტო საშუალებას დაეუფლა. ფაქტი სვენეთისა და ბერბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
2014 წლის 20 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი იურისტ-კონსულტანტის მოძებნა დაჭირდება. ყოფილმა კონსულტანტმა ვანო ბალახაშვილმა კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე წაიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ, კოტე თავზარაშვილმა მასთან, შრომითი ურთიერთობის შესახებ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი მას შემდეგ თქვა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე 2014 წლის 11 სექტემბერს ვიდე-მასალა გავრცელდა.
21.10.2014 ნაწყვეტი ,,თრიალეთის" სიუჟეტიდან ,,ძალადობა ქალებზე"
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


