რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვიდეორეპორტაჟი
ეთერ შარიფოვი - გორის ,,ახალბაღის" თანამშრომელი
ყოველდღიურად, გორის კულტურისა და დასვენების პარკში, ათეულობით ადამიანი ისვენებს, განსაკუთრებით, საღამოს საათებში. პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები ცდილობენ, ,,ახალბაღში" დამსვენებელს სუფთა გარემო დაახვედრონ. 

მათ შორისაა ეთერ შარიფოვი, რომელიც ერთ წელიწადში 60 წლის გახდება. 6 წელია ,,ახალბაღში" მუშაობს. მუშაობა კი, ზოგადად, 13 წლის ასაკიდან დაიწყო. გორის ბამბეულის კომბინატის ქარხანაში მშობლებს ეხმარებოდა.

,,59 წლის ვარ. 6 წელიწადია, რაც აქ, ახალბაღში, ვმუშაობ დამლაგებლად. ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის საწარმოში დავიწყე მუშაობა. მერე არეულობა რომ მოხდა, დაიხურა და უმუშევარი დავრჩი. აქ გამოჩნდა სამსახური და დავიწყე მუშაობა." - გვეუბნება ეთერ შარიფოვი. 

ფიქრობს, რომ ადამიანისთვის სამსახური მნიშვნელოვანია. თუ სამსახური არა აქვს, მის ცხოვრებაში არაფერი გამოვა, უნდა იმუშაო.

სამსახური აუცილებელია როგორ ქალისთვის, ასევე კაცისთვის. დღევანდელ დღეს თუ არ მუშაობ, ისე ვერ იცხოვრებ, გადასახადებს გადახდა უნდა, ძვირია ყველაფერი,  არ იმუშავებ და ვერაფერს ვერ შეჭამ, იჯდები მშიერი." - ამბობს ქალბატონი ეთერი. 

ოდესღაც საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნობებოდა, თუმცა ვერ მოუხერხდა წასვლა. ბავშვობაში საკუთარი ოცნებები ჰქონდა; მომავალი სხვაგვარად წარმოედგინა:

,,ბავშვობაში ბავშვებს ბევრი ოცნებები აქვთ, მაგრამ რომ იზრდებიან, მერე უკვე ემსხვრევათ ოცნებები." - ამბობს ქალბატონი ეთერი. - ,,სახლიდან სამსახურში ფეხით დავდივარ, იმიტომ, რომ ძვირია ტრანსპორტი. ყოველთვის, რომ 50 თეთრი იხადო, მაგდენი საშუალება არ არის. ჯობია ისევ ფეხით ვიარო.  როცა ხალხი არ არის, 10 საათზე მივდივარ ღამე სახლში, როცა ხალხია, მაშინ 11-ის ნახევარზე. სამსახურიდან რომ მივდივარ, ოჯახში კერძს ვაკეთებ, ვრეცხავ. ორი შვილი მყავს და სამი შვილიშვილი. მეუღლე არ მყავს, გარდაცვლილია. ჩემი შვილიც და შვილიშვილიც აქ მუშაობს." - გვითხრა ეთერ შარიფოვმა. 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად ვხუმრობთ,
10:09 / 17.01.2021
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
20:24 / 15.01.2021
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
19:01 / 22.05.2018
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ
ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
15:53 / 16.05.2018
გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი
სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

20:44 / 08.05.2018
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.