რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილმა ნუგზარ სხირელს მონუმენტი დაუდგა
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა, გორში, ნუგზარ სხირელს მონუმენტი დაუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას wrestdag.ru ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სკულპტურა ,,თავისუფალი ჭიდაობის" სკოლის შენობის წინ, გაიხსნა.

მონუმენტის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ფარდა ლადო ხინჩეგაშვილთან ერთად გენო პეტრიაშვილმაც ჩამოხსნა.

ლადო ხინჩეგაშვილს მონუმენტის დამზადების იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვლადიკავკაზში ყოფნის დროს, მახარბეკ ხადარცევის მიერ აშენებული ჭიდაობის აკადამია ნახა. ჭიდაობის აკადემია მახარბეკის ძმის, ასლანბეკის სახელს ატარებს, სადაც მისი ძეგლიც დგას.

,,გორში მთავარი საჭიდაო დარბაზი ნუგზარ სხირელის სახელობისაა.  ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა, თუ იქ მისი მონუმენტიც იდგებოდა. ჩვეულებისამებრ მონუმენტებს უდგამენ სპორტსმენებს, მაგრამ რატომ არ შეიძლება მწვრთნელსაც დაუდგან? ჩემმა მწვრთნელმა ეს დაიმსახურა – საქართველოში მას პატივს სცემენ, ისაა გორში თავისუფალი ჭიდაობის საფუძვლის ჩამყრელი. იქამდე, მხოლოდ ძიუდო ვითარდებოდა გორში, თავისუფალ ჭიდაობას კი კარგადაც არ იცნობდნენ. ახლა კი ამ სახეობაში ერთ–ერთი ლიდერები ვართ საქართველოში. გორელები უცვლელად შეადგენენ ეროვნული ნაკრების ხერხემალს, ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებებზე. აქ აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ფალავანები, როგორებიც არიან ვლადიმერ მოდოსიანი, დავით პოღოსიანი, ოთარ თუშიშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები. მეც ყველაფერს ჩემი მწვრთნელის დამსახურებით მივაღწიე. ნუგზარ სხირელის მადლიერი არიან არა მხოლოდ გორელები, სხვა ქართველი მოჭიდავეებიც, რომლებმაც მის ხელში გაიარეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 20 წლის მანძილზე მთავარ მწვრთნელად მუშაობისას. ჩემი იდეის განხორციელებაში დამეხმარა თბილისელი მოქანდაკე მიხეილ წოწორია. პირველად მისი ნაშრომი ძეგლის გახსნაზე ჭიდაობის ფედერაციის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ნუგზარ სხირელის ახლობლებმა შეაფასეს. მათ მოეწონათ ძეგლი და მეც მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამ საქმესთან უშუალოდ მქონდა შეხება" - ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი ჟურნალისტთან საუბარში.

ნუგზარ სხირელი - დაიბადა 1945 წელს თბილისში. მწვრთნელი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1992, 1994-იდან) და საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი (1983-იდან). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მისი აღზრდილები არიან ასევე: დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ბესარიონ გოჩაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.