ვიდეორეპორტაჟი
,,გაზი აქედან, წყალი იქიდან" - თანაცხოვრება ზარდიანთკარში

 

ამჟამად ზარდიანთკარში, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 6 ოსური ოჯახი ცხოვრობს. მათი სახლები ქართული საგუშაგოს სამხრეთით მდებარეობს. ქართული საგუშაგოს ჩრდილოეთი რუსულ საგუშაგომდე შორის მანძილი დაახლოებით 300 მეტრია. ამ ნეიტრალურ 300 მეტრიან ზონაში დაახლოებით კიდევ 10-მდე სახლი დავითვალეთ. გელა ზოზიაშვილის მეგზურობით ნეიტრალურ ზონაშიც შევედით. თითქმის 20 მეტრი გავიარეთ. შორიახლოს სკამზე 3 ასაკოვანი ოსი ეროვნების მამაკაცი იჯდა. მათთან მხოლოდ ზარდიანთკარის წარმომადგენელი გორის საკრებულოში მერაბ მახარაშვილი მივიდა, მიესალმა და მოიკითხა. ჩვენ იქამდე ვეღარ მივედით...

 

,,ბატონო უჩა, გვინდა, რომ ბუნებრივი აირი ამ ნეიტრალურ ზონაში მცხოვრებლებსაც მივუყვანოთ. ამ საკითხზე კახი კალაძესაც (ენერგეტიკის მინისტრი) ვესაუბრე. ცხინვალიდან აქამდე გაზის გამოყვანა ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ოსური მხარე ამ შემოთავაზებაზე წამოვა. წყლის შეყვანა უფრო ადვილია, რადგან ის ისეთ სპეციფიკურ სამუშაოებს არ მოითხოვს, როგორც გაზი" - ამბობდა გელა ზოზიაშვილი.

 

ამ საუბარში დავინახე, რომ  ერთი მოხუცებული ოსი ქალბატონი ხელკავით ქართველ თანასოფლელ დიასახლისს ნეიტრალუ ზონაში მოჰყავდა.  ,,პენსია ავიღეთ და იქიდან მოვაცილებ" - გვითხრა ქართველმა დიასახლისმა და მოხუცებული სახლში შეიყვანა. გამახსენდა, რომ სოფელში როცა შემოვედით, ,,ლიბერთი ბანკის" მანქანა ზარდიანთკარის ცენტრში  იდგა და პენსიას არიგებდა.

 

ყურადღება ისევ სოფლის სტუმრებისკენ გადავრთეთ. გელა ზოზიაშვილმა თქვა, რომ ბუნებრივი აირის საკითხი ერგნეთში ოთხმხრივ მოლაპარაკების დროს დააყენა. ,,დღეს ერგნეთში სწორედ ეს შეხვედრა მიმდინარეობს. მე აღარ წავედი, იქ ჩვენი მხარის წარმომადგენელი მარინა სალუქვაძეა და სავარაუდოდ დღესაც გაამახვილებს ყურადღებას. იქნებ სახალხო დამცველმაც რეკომენდაციის სახით ამ საკითხზე მიმართვა გააკეთოს" - უჩა ნანუაშვილმა ამ საკითხის მოგვარებაში გელა ზოზიაშვილს და ადგილობრივებს, მათ შორის სოფლის წარმომადგენლებს საკრებულოში და გამგეობაში დახმარება აღუთქვა. 

 

დავბრუნდით საგუშაგოს სამხრეთით. სახალხო დამცველს ზარდიანთკარში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეებიც შეხვდნენ. ,,მე მაგ ნეიტრალურ ზონაში ვცხოვრობ. მილიც რომ მოგვცენ, ჩემი ხელით გავთხრი მიწას და მივიყვან სახლამდე." - უთხრა უჩა ნანუაშვილს ოსი ეროვნების მოქალაქემ. 

 

როგორც აღმოჩნდა, მისი ძმა ქართული საგუშაგოს გამოღმა ცხოვრობს ანუ ძმები საგუშაგოს გაღმა-გამოღმა არიან. ის ვინც გამოღმა ცხოვრობს, იურათი მიმართავდნენ. იურას  სახლის წინ ონკანია, სადაც წყალი თვითდინებით მოდის:. ,,ეს წყალი ვანათიდან (ტერიტორია, რომელსაც ოსური მხარე აკონტროლებს) მოდის. მთელი სოფელი ამ წყლით სარგებლობს." - ამბობს ზარდიანთკარელი ქალბატონი. ვიდრე ზარდიანთკარში წყლის ახალი რეზერვუარი ამუშავდება და ყველა ოჯახამდე ახალი ქსელები გავა, მანამდე ზარდიანთკარელები იურას ონკანიდან ისარგებლებენ.

 

სასმელი წყლის ახალ ქსელებზე და სარწყავ წყალზე სახალხო დამცველს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმაც მიაწოდა. მისი თქმით, სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. ,,სამუშაოები გაზიფიცირებამ შეაფერხა. ეს გზებიც იმიტომაა გადათხრილი. სასმელი წყლის სამუშაოები რომ დაიწყება, ამ გზებს გადათხრა კიდევ მოუწევს. ამიტომ გზის მოწესრიგების სამუშაოებიც გვიანდება" - განაცხადა დავით ონიაშვილმა. რაიონის გამგებელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კი განუცხადა, რომ სარწყავ არხთან დაკავშირებით, წვეთოვანი სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს.

 

დავით ონიაშვილის წარმომადგენელი სოფელში შამილ თუხარელი და საკრებულოს წევრი სოფლიდან მერაბ მახარაშვილი სოფლის ცენტრში შეკრებილებმა სტუმრებთან შეაქეს. ,,ესენი რომ არ იყვნენ, რა გვეშველება" - უთხრეს ადგილობრივებმა სტუმრებს. თვალი მოვკარი, რომ იურა და შამილი ერთმანეთს გულთბილად მიესალმნენ.

 

ზარდიანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება.  სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,  1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით,  სოფელში 173 ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის 35% ეთნიკურად ქართველი. 90-იან წლებში საომარი მოქმედების გამო ოსი ეროვნების მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, თუმცა გარკვეული ნაწილი 1997 წელს დაბრუნდა. მათი სახლები, ვინც არ დაბრუნებულა, დღემდე მიტოვებულია. აქედან გამომდინარე 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დემოგრაფიული სურათი შეიცვალა. 117 მოსახლიდან 68% ქართველი, ხოლო 32% ოსი ეროვნების მოქალაქე იყო.

 

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სოფელი ძირითადად უკვე ქართველებმა დატოვეს. მხოლოდ 2012 წელს მოხდა უკან დაბრუნება. 

 

2014 წლის დეკემბერში მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას და მუნიციპალიტეტს მიმართავს რეკომენდაციით, რომ დროულად დასრულდეს სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია; ასევე შემჭიდროვებულ ვადებში სახლების რეაბილიტაციის საკითხის განხილვა დაიწყოს. ზარდიანთკარის მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სუბსიდირება მინიმუმ სამი წლის ვადით მოხდეს. დროულად დასრულდეს გაზიფიცირების სამუშაოები, მანამდე კი ყველა მოსახლეზე შეშის შესაძენად გამოყოფილი თანხის დარიგება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად ვხუმრობთ,
10:09 / 17.01.2021
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
20:24 / 15.01.2021
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის
საწარმოში დავიწყე მუშაობა.
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის საწარმოში დავიწყე მუშაობა.
21:41 / 16.07.2019
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
19:01 / 22.05.2018
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ
ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
15:53 / 16.05.2018
ვიდეორეპორტაჟი
,,აფხაზ ახალგაზრდების ნაწილს ჰგონია, რომ ქართველ ახალგაზრდებს
პრობლემათა ჩამონათვალში, პირველ ადგილს, კვლავ, მიუსაფარი ძაღლების საკითხი იკავებს.
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
სასტუმრო "გორი ჰაუსში" ახლა შვიდი ხანდაზმულია, მათგან ორი საწოლსაა მიჯაჭვული.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი სარტყელა - რობას მოსაგონრად
,,სადღაც ახლოს უნდა იყოს სოფელი, მაგრამ სად?"
სოფელი ღვრიაწყალი - ოთხი მუდმივი მცხოვრებით
სოფელში მუდმივად 4 ხნიერი ქალი ცხოვრობს. აქედან 3 – გასიშვილების რძალია (გასსითი), ხოლო ერთი – მაისურაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.