03.09.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს ერთ-ერთმა სხდომამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოში გაიმართა, საკრებულოს სხდომის ფუნქცია შეითავსა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბიუროზე ყველა წევრმა, (მათ შორის, პოზიციამაც და ოპოზიციამაც) რეგლამენტის უცოდინრობა გამოავლინა.
03.09.2015 გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარე სადაო მიწების საკითხი, რომლის დაბრუნებასაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
02.09.2015 ,,სად არის 26 მაისის სანაპირო?" - ჰკითხა საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა ამავე საკრებულოს წევრს ზაზა მეზვრიშვილს, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ, 2 თვით, მიწის ფართის თხოვების საკითხი გამოიტანა. ზაზა მეზვრიშვილმა უპასუხა: ,,სად და ტამ ჟენშჩინა, ნე კურილა"
02.09.2015 გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სკოლის ადმინიტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კითხვას პასუხი ათ რიცხვამდე გაეცემა.
02.09.2015 ,,ყველაფერი გასაგებია, შემოთავაზებულ თამაშში მიწევს ყოფნა" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკრებულოში იმ დროს, როდესაც სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე ოპოზიციური პარტიების (თავისუფალი დემოკრატებისა და ,,ქართული პარტიის") წარმომადგენლების ახალი განცხადებები შევიდა.
02.09.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები: თამარ თედლიაშვილი, ლერი ლაფაჩი, გიორგი ამბოკაძე და ილია მეტრეველი უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის გადაყენების საკითხზე მონაწილეობის მიღებაზე. ამის შესახებ წერილობითი განცხადება სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე განაცხადაზე.
02.09.2015 საკრებულოს 4-მა წევრმა: თამარ თედლიაშვილმა, დავით წეწვაძემ, ილია მეტრეველმა და ლერი ლაფაჩმა, მერის უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე თამარ თედლიაშვილმა, წერილობითი განცხადება წაიკითხა.
01.09.2015 გუშინ კახა ტოლიაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვით ტოლიაშვილმა განუცხადა. შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, უმჯობესია, გადადგომის რეალურ მიზეზებზე, უშუალოდ, ტოლიაშვილმა ისაუბროს.
31.08.2015 ,,დღევანდელი თარიღი ჩვენი სკოლისთვის იქნება მადლიერების დღე" - განაცხადა გორის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა აბუაშვილმა მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტისას და რეაბილიტირებული სკოლის პრეზენტაციისას.
31.08.2015 უფლისციხისა და ქვახვრელის დამაკავშირებელ ხიდიდან, რომელსაც ორივე მხარეს მოაჯირები აღარ აქვს, ძროხა გადავარდა. ამის მიზეზი, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე დაწყებული, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში გაჩერებული რეაბილიტაცია გახდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია წვერავა ამბობს, რომ საგზაო დეპარტამენტს ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მისწერა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











