Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილის ,,მავთულხლართი" რეზო ინანიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებული გახდა
,,სულისშემძვრელია ცოლის საფლავის შორიდან მაცქერალი ბეროანთ თედოს
მდგომარეობა. ცრემლი რა არის, ცრემლი რომ დაადინოს თანამეცხედრეს და
გულზე ბალახი შემოაცალოს, იმის უფლებაც კი აღუკვეთა წყეულმა ეკლიანმა
სამანმა." - წერს პუბლიცისტი და კრიტიკოსი თამარ გელიტაშვილი გიორგი
სოსიაშვილის მოთხრობის ,,მავთულხლართის" განხილვისას. - ,,თედოს
პიროვნებას, მის შინაგან მეს კიდევ უფრო ააშკარავებს საკუთარ ორეულთან
პაექრობა. ეს ორეული მისი სინდისია, რომლის ხმაც მაშინვე აედევნება
მოხუცს, როგორც კი საკუთარი პრინციპების ღალატს დააპირებს და, ცოლის
საფლავზე შეშვების სანაცლოდ, რუსი მესაზღვრეების მოქრთამვას
გადაწყვეტს. ამისათვის დაიწყებს არყის გამოხდას, მაგრამ მაშინათვე
შეეჩეხება მამხილებელ სინდისს. ამ ღირსეულ კაცს სინდისიც წმინდა და
კრისტალური აქვს."
ამიტომაც ამბობს მწერალი: „ხმა შეეცვალა უჩინარს, თითქო გული აუჩუყდა”. სინდისი აუტირდა თედოს და „ამხილა” მოხუცებული: „რუსებს უხდი არაყს, გული გინდა მოიგო, მტრის გული. არაყს მიართმევ და იქნებ როგორმე გადაგიშვან იქით, მავთულხლართს იქით. შეეხვეწები, ასე გაქვს ჩაფიქრებული. ყელს გამოუწევ. თუ გეტყიან, მუხლებზეც დაუდგები, ოღონდ ცოლის საფლავი გაჩვენონ... შენი გამოხდილი არყით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ რუსები ერთმანეთს, მერე გადაჰკრავენ, პურის ნატეხს დასუნავენ... დამცინავი სახეებით გაცქერდებიან რუსი მესაზღვრეები. სიამე ეღვრებათ გულში, ბებერ, დამცირებულ, ღირსებააყრილ „მტერს” რო ხედავენ...”
სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა თედოს სულიერი ჭიდილი. ამხედრებული სინდისი მოხუცმა ბოლოს იმით დაამშვიდა, რომ ცეცხლთან მიიჭრა და ძირს მოაპირქვავა ქაფქაფა არყით სავსე ქვაბი. მერე, როდესაც მალულად გადაძვრა მავთულხლართს იქით, ის მამხილებელი ხმა თან აღარ გაჰყოლია. ასე სინდისდამშვიდებული და ღირსებააუყრელი გაეშურა ცოლთან შესახვედრად.
ცოლის საფლავზე გადაქცეულმა თედოს სხეულმა უმალ ოთარაანთ ქვრივის სიკვდილი გამახსენა. ილიას „ოთარაანთ ქვრივსა” და „მავთულხლართს” შორის მართლაც არის საერთო. აქ ვხვდებით ორ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს: მაცხოვრის შობასა და აღდგომას. ოთარაანთ ქვრივი შობის ღამეს გარდაიცვალა, თედო - აღდგომის ღამეს. ორივე „ფესვმაგარი ხე” საყვარელი ადამიანის საფლავზე „წამოიქცა”. არც ოთარაანთ ქვრივს გააჩნდა ვინმე გიორგის მეტი და არც თედოს - ცოლის მეტი. ორივემ მარტოობაში გალია სატანჯველად ქცეული წუთისოფელი, ოღონდ ეგ კია, ოთარაანთ ქვრივს ერთი ჭირისუფალი მაინც დარჩა ამქვეყნად, ის სოსია მეწისქვილეს მაინც მოუკვდა, მაგრამ, საკითხავია, ვის მოუკვდა ბეროაანთ მოხუცებული თედო? აქ ისევ ილიას დავესესხები და ვიტყვი: „ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში”. ვფიქრობ, სწორედ ეს დიდი კითხვის ნიშანი დასვა გიორგი სოსიაშვილმა თავის მოთხრობაში." - აღნიშნავს თამარ გელიტაშვილი.
გიორგი სოსიაშვილის მოთხრობა ,,მავთულხლართი" რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. მეორე პრემია გადაეცა დავით შემოქმედელს - „რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში“;
მესამე პრემია კი ზურაბ პაპიაშვილს ერგო - „უფლის რჩეული“.
2018 წელს საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებები შეაფასა კონკურსის ჟიურიმ: პოეტი და ლიტერატურთმცოდნე ქეთევან შენგელია (თავმჯდომარე), პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი), მწერალი თამაზ ხმალაძე, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი.
კონკურსის დამფუძნებელია ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი. კონკურსის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრმა გულიკო ზუმბაძემ.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის თანადგომით ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერები არიან - საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება, ეროვნული ბიბლიოთეკა, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“. დაჯილდოების შემდეგ გაიმართა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ 2018 წლის მე-4 ნომრის წარდგენა, რომელშიც გამოქვეყნებულია სამი გამარჯვებული მოთხრობა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |