Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მასალა
მომზადებულია საზოგადოება ,,ბილიკის" წევრი მოსწალეების მონაწილეობით,
რომლებმაც მიზნად ლევიტანას სკოლისა და მათი პედაგოგის ყოველდღიური
ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს
63-წლის ფრიდონ ქოქაშვილი დილის 6 საათზე იღვიძებს. უვლის საქონელს, ასევე, მოხუცებულ დედას, რომელიც უკვე ჯანმრთელობის გამო, სამკურნალოდ დის ოჯახში, გორის რაიონში, დროებით გააგზავნა. ბატონი ფრიდონი 2000 წლიდან სოფელ ლევიტანის დაწყებითი სკოლის ერთადერთი მასწავლებელია.
პირველ წელს 28 ბავშვი ჩაიბარა, მას შემდეგ, 50-კომლიან სოფელში მოსახლეობა შემცირდა. ამჟამად, ლევიტანაში 15 კომლი ცხოვრობს, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები. ოჯახების უმრავლესობა სოფელს ზაფხულობით უბრუნდება, როგორც ზაფხულის საძოვარს. შემოდგომით კი, ბარში ჩადიან.
ფოტოზე:
სოფელი ლევიტანა
ლევიტანა ყველაზე ბოლო სოფელია ტანას ხეობაში და მსუბუქი ავტომანქანით იქ ასვლა შეუძლებელია. ატენის შემდეგ მანქანით მისვლა იოლია ბიისამდე. ბიისის შემდეგ კი, ნალექის დროს, გზა გაუვალია.
ატენის შემდეგ შემდეგი სოფლებია: ბობნევი, ბიისი, ორმოცი, ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი და შემდეგ ლევიტანა. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე აპრილში კვლავ თოვლი მოდის.
ფრიდონ ქოქაშვილს ლევიტანას სკოლამდე მისასვლელად შემდეგი სოფლების გავლა უხდება: ზემო ბოშური, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი.
,,ახლა კვირაში ორჯერ მიწევს ფეხით სიარული. ჩემი სახლიდან სკოლამდე 9 კმ-ია. სამი დღე მიკროავტობუსი დადის, დანარჩენი ორი დღე ყველაანთუბნამდე მოვყავარ მანქანას. თოვლსა და ტალახში ხომ აქ გავლა არც შეიძლება" - ამბობს ბატონი ფრიდონი.
,,ბილიკის"
მოსწავლეები ესწრებიან სკოლის გაკვეთილს, სადაც 4 მოსწავლე
სწავლობს
ლევიტანას სკოლა ბოშურის საჯარო სკოლას ექვემდებარება. დირექტორი თამილა ყველაშვილი ამბობს, რომ ფრიდონ ქოქაშვილი ხეობის საამაყო პედგოგია. მისი გაზრდილი მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ბოშურის საჯარო სკოლაში.
,,ბილიკის"
მოსწავლეები ინტერვიუს აღების დროს
,,ლევიტანას სკოლაში მუშაობა რთულია იმ მხრივ, რომ მშობლებს ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ-ხოლმე. წელს აქედან ბოშურის სკოლაში ორი მოსწავლე გავაგზავნეთ გასაგრძელებლად." - ამბობს ფრიდონ ქოქაშვილი.
ფრიდონ ქოქაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, შემდეგ, პედაგოგიური სასწავლებელი. მისი მეუღლე და შვილები დედაქალაქში ცხოვრობენ. თვითონ დედა და მშობლიური სოფელი ზემო ბოშური ვერ მიატოვა.
ფოტოზე:
ფრიდონ ქოქაშვილის დედა, შესრულებულია ტილოზე - დახატა ბატონი
ფრიდონის შვილმა
,,მე თვითონ სკოლაში 2 კმ მანძილზე დავდიოდი ფეხით. ჩემ ბავშვობაში სკოლა მეზობელ სოფელში იყო. ბავშვობიდანვე გამოცდილი მაქვს ფეხით სიარული. 90-იან წლებში დავოჯახდი. იყო ძალიან ცუდი წლები ყველანაირად, განსაკუთრებით, ამ ხეობაში. ერთ წელიწადს სოფელში რამდენიმე ბავშვს მაღალი სიცხეები ჰქონდა. უგზოობის გამო, ვერ მოვახერხეთ ექიმთან წაყვანა. 1994 წელს სოფელში ბევრმა გადაიტანა მაღალი სიცხეები. ჩემმა ერთმა შვილმა კი, ვერ გადაიტანა. შეზღუდული შესაძლებლობისაა ამჟამად. მაგრამ, ხატავს ძალიან კარგად. ახლა ჩააბარა სამხატვროზე და ამ ოთახში რაც ნახატებია, მისი ნამუშევარია." - ამბობს ბატონი ფრიდონი.
ხიდი მდინარე ტანაზე
დასახლებას სახელი ლევიტანა ისტორიკოს სერგი მაკალათიას ცნობით მე-19 საუკუნეში ეწოდა. აქ ცნობილ მეწარმეს ზეზემანს ხის საამქრო ჰქონდა, ხოლო რკინიგზით ხე-ტყე გაჰქონდა. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ზეზემანი გააძევეს, მის ოჯახს ჩამოართვეს ქონება. მაკალათიას ადგილობრივები მოუყვნენ, რომ ხეობელებმა ამ ადგილს ,,ლევი ტანა" (ტანას მარცხენა მხარე) რუსული ენის გავლენით უწოდეს.

მასალა მომზადებულია საზოგადოება "ბილიკი" ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭრით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდები ცვლილებებისათვის", რომლის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.
ფრიდონ ქოქაშვილი - ბოშურელი მასწავლებელი ლევიტანაში
მასალა
მომზადებულია საზოგადოება ,,ბილიკის" წევრი მოსწალეების მონაწილეობით,
რომლებმაც მიზნად ლევიტანას სკოლისა და მათი პედაგოგის ყოველდღიური
ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს63-წლის ფრიდონ ქოქაშვილი დილის 6 საათზე იღვიძებს. უვლის საქონელს, ასევე, მოხუცებულ დედას, რომელიც უკვე ჯანმრთელობის გამო, სამკურნალოდ დის ოჯახში, გორის რაიონში, დროებით გააგზავნა. ბატონი ფრიდონი 2000 წლიდან სოფელ ლევიტანის დაწყებითი სკოლის ერთადერთი მასწავლებელია.
პირველ წელს 28 ბავშვი ჩაიბარა, მას შემდეგ, 50-კომლიან სოფელში მოსახლეობა შემცირდა. ამჟამად, ლევიტანაში 15 კომლი ცხოვრობს, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები. ოჯახების უმრავლესობა სოფელს ზაფხულობით უბრუნდება, როგორც ზაფხულის საძოვარს. შემოდგომით კი, ბარში ჩადიან.
ფოტოზე:
სოფელი ლევიტანალევიტანა ყველაზე ბოლო სოფელია ტანას ხეობაში და მსუბუქი ავტომანქანით იქ ასვლა შეუძლებელია. ატენის შემდეგ მანქანით მისვლა იოლია ბიისამდე. ბიისის შემდეგ კი, ნალექის დროს, გზა გაუვალია.
ატენის შემდეგ შემდეგი სოფლებია: ბობნევი, ბიისი, ორმოცი, ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი და შემდეგ ლევიტანა. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე აპრილში კვლავ თოვლი მოდის.
ფრიდონ ქოქაშვილს ლევიტანას სკოლამდე მისასვლელად შემდეგი სოფლების გავლა უხდება: ზემო ბოშური, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი.
,,ახლა კვირაში ორჯერ მიწევს ფეხით სიარული. ჩემი სახლიდან სკოლამდე 9 კმ-ია. სამი დღე მიკროავტობუსი დადის, დანარჩენი ორი დღე ყველაანთუბნამდე მოვყავარ მანქანას. თოვლსა და ტალახში ხომ აქ გავლა არც შეიძლება" - ამბობს ბატონი ფრიდონი.
,,ბილიკის"
მოსწავლეები ესწრებიან სკოლის გაკვეთილს, სადაც 4 მოსწავლე
სწავლობსლევიტანას სკოლა ბოშურის საჯარო სკოლას ექვემდებარება. დირექტორი თამილა ყველაშვილი ამბობს, რომ ფრიდონ ქოქაშვილი ხეობის საამაყო პედგოგია. მისი გაზრდილი მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ბოშურის საჯარო სკოლაში.
,,ბილიკის"
მოსწავლეები ინტერვიუს აღების დროს,,ლევიტანას სკოლაში მუშაობა რთულია იმ მხრივ, რომ მშობლებს ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ-ხოლმე. წელს აქედან ბოშურის სკოლაში ორი მოსწავლე გავაგზავნეთ გასაგრძელებლად." - ამბობს ფრიდონ ქოქაშვილი.
ფრიდონ ქოქაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, შემდეგ, პედაგოგიური სასწავლებელი. მისი მეუღლე და შვილები დედაქალაქში ცხოვრობენ. თვითონ დედა და მშობლიური სოფელი ზემო ბოშური ვერ მიატოვა.
ფოტოზე:
ფრიდონ ქოქაშვილის დედა, შესრულებულია ტილოზე - დახატა ბატონი
ფრიდონის შვილმა,,მე თვითონ სკოლაში 2 კმ მანძილზე დავდიოდი ფეხით. ჩემ ბავშვობაში სკოლა მეზობელ სოფელში იყო. ბავშვობიდანვე გამოცდილი მაქვს ფეხით სიარული. 90-იან წლებში დავოჯახდი. იყო ძალიან ცუდი წლები ყველანაირად, განსაკუთრებით, ამ ხეობაში. ერთ წელიწადს სოფელში რამდენიმე ბავშვს მაღალი სიცხეები ჰქონდა. უგზოობის გამო, ვერ მოვახერხეთ ექიმთან წაყვანა. 1994 წელს სოფელში ბევრმა გადაიტანა მაღალი სიცხეები. ჩემმა ერთმა შვილმა კი, ვერ გადაიტანა. შეზღუდული შესაძლებლობისაა ამჟამად. მაგრამ, ხატავს ძალიან კარგად. ახლა ჩააბარა სამხატვროზე და ამ ოთახში რაც ნახატებია, მისი ნამუშევარია." - ამბობს ბატონი ფრიდონი.
ხიდი მდინარე ტანაზედასახლებას სახელი ლევიტანა ისტორიკოს სერგი მაკალათიას ცნობით მე-19 საუკუნეში ეწოდა. აქ ცნობილ მეწარმეს ზეზემანს ხის საამქრო ჰქონდა, ხოლო რკინიგზით ხე-ტყე გაჰქონდა. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ზეზემანი გააძევეს, მის ოჯახს ჩამოართვეს ქონება. მაკალათიას ადგილობრივები მოუყვნენ, რომ ხეობელებმა ამ ადგილს ,,ლევი ტანა" (ტანას მარცხენა მხარე) რუსული ენის გავლენით უწოდეს.

მასალა მომზადებულია საზოგადოება "ბილიკი" ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭრით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდები ცვლილებებისათვის", რომლის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








