Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
რკონის გზაზე, ერთაწმინდასთან, 32 ჰა ნუშის ახალი ბაღია
გაშენებული. მისი მფლობელები გია და ტატო ჯავრიშვილები არიან.
,,მალე აყვავდება ნუში" - ასეთი წარწერაა გაკრული ბაღის შესასვლელთან. ერთაწმინდიდან რკონისკენ მიმავალ გზაზე მას ყველა გამვლელი კითხულობს:
,,90-იან წლებამდე, მე პირადად, დედაქალაქში ვცხოვრობდი. შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად ისევ ჩემ სოფელში. წარმოშობით ერთაწმინდელი ვარ, სახლი მაქვს ასევე ქვემოთ სოფელში - ახალქალაქში. გადავწყვიტეთ, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილზე ნუშის ბაღი გაგვეშენებინა" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი. ბაღში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები. ისინიც ერთაწმინდელები არიან.
მისი თქმით, საწარმოს მშენებლობა პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში განხორციელდა: ,,ბაღი ძირითადად კომპანია ,,ოფთალმიჯის" და სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გავაშენეთ. ყველანაირი პირობები არსებობს. ორ წელიწადში კი, ნუში აყვავდება და საოცარი სილამაზე იქნება" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი.
ტატო ჯავრიშვილი ამბობს, რომ ,,მალე აყვავდება ნუში" - ს წარწერის ინიციატორია ,,ოფთალმიჯის" ხელმძღვანელი გია ჯავრიშვილი. ,,ასეთი საინტერესო კაცია ბატონი გია და ეს სახელი სწორედ მისი მოფიქრებულია" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი.
p.s. ბაღის სახელი სავარაუდოდ აღებულია ქართული კინოფილმის სახელწოდებიდან: ,,როცა აყვავდა ნუში". ეს ფილმი 1972 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო. სიუჟეტის მიხედვით, ზურა მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი კი ველოსიპედისტთა შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და შეჯიბრში ისევ ჩაასმევინებს, ზურა შეჯიბრში წააგებს თუმცა მამა ამ საკითხსაც მოუგვარებს და ზურას შეჯიბრის გამარჯვებულად გამოიყვანს. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნის, თუმცა ვერაფერს ამბობენ. ხათუნა ზურას ამ საქციელის გამო გააკრიტიკებს და შეეცდება მამის ზეგავლენიდან გამოიყვანოს. ბოლოს შვილი მამას აუმხედრდება და გადაწყვეტს, რომ დანაშაული აღიაროს.
,,მალე აყვავდება ნუში" - ერთაწმინდასთან
რკონის გზაზე, ერთაწმინდასთან, 32 ჰა ნუშის ახალი ბაღია
გაშენებული. მისი მფლობელები გია და ტატო ჯავრიშვილები არიან.,,მალე აყვავდება ნუში" - ასეთი წარწერაა გაკრული ბაღის შესასვლელთან. ერთაწმინდიდან რკონისკენ მიმავალ გზაზე მას ყველა გამვლელი კითხულობს:
,,90-იან წლებამდე, მე პირადად, დედაქალაქში ვცხოვრობდი. შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად ისევ ჩემ სოფელში. წარმოშობით ერთაწმინდელი ვარ, სახლი მაქვს ასევე ქვემოთ სოფელში - ახალქალაქში. გადავწყვიტეთ, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილზე ნუშის ბაღი გაგვეშენებინა" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი. ბაღში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები. ისინიც ერთაწმინდელები არიან.
მისი თქმით, საწარმოს მშენებლობა პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში განხორციელდა: ,,ბაღი ძირითადად კომპანია ,,ოფთალმიჯის" და სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გავაშენეთ. ყველანაირი პირობები არსებობს. ორ წელიწადში კი, ნუში აყვავდება და საოცარი სილამაზე იქნება" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი.
ტატო ჯავრიშვილი ამბობს, რომ ,,მალე აყვავდება ნუში" - ს წარწერის ინიციატორია ,,ოფთალმიჯის" ხელმძღვანელი გია ჯავრიშვილი. ,,ასეთი საინტერესო კაცია ბატონი გია და ეს სახელი სწორედ მისი მოფიქრებულია" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი.
p.s. ბაღის სახელი სავარაუდოდ აღებულია ქართული კინოფილმის სახელწოდებიდან: ,,როცა აყვავდა ნუში". ეს ფილმი 1972 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო. სიუჟეტის მიხედვით, ზურა მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი კი ველოსიპედისტთა შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და შეჯიბრში ისევ ჩაასმევინებს, ზურა შეჯიბრში წააგებს თუმცა მამა ამ საკითხსაც მოუგვარებს და ზურას შეჯიბრის გამარჯვებულად გამოიყვანს. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნის, თუმცა ვერაფერს ამბობენ. ხათუნა ზურას ამ საქციელის გამო გააკრიტიკებს და შეეცდება მამის ზეგავლენიდან გამოიყვანოს. ბოლოს შვილი მამას აუმხედრდება და გადაწყვეტს, რომ დანაშაული აღიაროს.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








