Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ოსმა ნათესავებმა, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ,
კეხვში ბევრი ეძებეს მარია სალავიოვას ქმრის საფლავი. უნდოდათ
ცხედრის გადასვენება სოფლის სასაფლაოზე. გადათხარეს იმ სახლის
ეზო, სადაც ომის დროს მეზობლებმა მიწას მიაბარეს.
ქალბატონი მარია ამბობს, რომ სავარაუდოდ ცხედარი მიწიდან მგლებმა ამოიღეს. დღეს კი, სოფელი კეხვი აღარ არსებობს. აღარც ის სახლი, სადაც მარია სალავიოვა-კახნიაშვილი 45 წელია ცხოვრობდა ტკბილად.
მარია სალავიოვა ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მან და მისმა ქმარმა ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს. მისი მომავალი მეუღლე ჯარში იმ ქალაქში მსახურობდა, სადაც ქალბატონი მარია ცხოვრობდა.
დიდი ლიახვის ხეობაში სამი შვილი შეეძინათ. ქართველებსა და ოსებს შორის გაჩენილ კონფლიქტი მისთვის მოულოდნელი იყო. ,,წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა." - იხსენებს ქალბატონი მარია, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების ამბების გახსენების დროს. ხეობაში ამ კონფლიქტს მის თვალწინ ბევრი ადამიანი შეეწირა.
მისი ოჯახი და სოფელი ამ კონფლიქტის შემდეგ კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას. 2008 წლის აგვისტოში კი, საღამოს 7 საათზე, სოფელი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დატოვა. რამდენიმე ოჯახი შემოვლით გზაზე ძველი ავტობუსით წამოვიდა.
,,სახლში ძალიან ბევრი საქონელი და ფრინველი გვყავდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, წადით თქვენ. მე აქაურობას ვერ მივატოვებო. დარჩა იქ. ჩამოვარდნილმა ბომბმა იმსხვერპლა. სოფელში დარჩენილმა მეზობლებმა ეზოში დამარხეს. დიდი რკინა ჩაარჭეს მიწაში, რომ დაბრუნების შემთხვევაში ადვილად გვეპოვა, მაგრამ ჩემმა ოსმა ნათესავებმა ვეღარ მიაგნეს საფლავს." - ამბობს ქალბატონი მარია.
მარია სალავიოვა კეხვიდან
ოსმა ნათესავებმა, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ,
კეხვში ბევრი ეძებეს მარია სალავიოვას ქმრის საფლავი. უნდოდათ
ცხედრის გადასვენება სოფლის სასაფლაოზე. გადათხარეს იმ სახლის
ეზო, სადაც ომის დროს მეზობლებმა მიწას მიაბარეს.ქალბატონი მარია ამბობს, რომ სავარაუდოდ ცხედარი მიწიდან მგლებმა ამოიღეს. დღეს კი, სოფელი კეხვი აღარ არსებობს. აღარც ის სახლი, სადაც მარია სალავიოვა-კახნიაშვილი 45 წელია ცხოვრობდა ტკბილად.
მარია სალავიოვა ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მან და მისმა ქმარმა ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს. მისი მომავალი მეუღლე ჯარში იმ ქალაქში მსახურობდა, სადაც ქალბატონი მარია ცხოვრობდა.
დიდი ლიახვის ხეობაში სამი შვილი შეეძინათ. ქართველებსა და ოსებს შორის გაჩენილ კონფლიქტი მისთვის მოულოდნელი იყო. ,,წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა." - იხსენებს ქალბატონი მარია, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების ამბების გახსენების დროს. ხეობაში ამ კონფლიქტს მის თვალწინ ბევრი ადამიანი შეეწირა.
მისი ოჯახი და სოფელი ამ კონფლიქტის შემდეგ კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას. 2008 წლის აგვისტოში კი, საღამოს 7 საათზე, სოფელი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დატოვა. რამდენიმე ოჯახი შემოვლით გზაზე ძველი ავტობუსით წამოვიდა.
,,სახლში ძალიან ბევრი საქონელი და ფრინველი გვყავდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, წადით თქვენ. მე აქაურობას ვერ მივატოვებო. დარჩა იქ. ჩამოვარდნილმა ბომბმა იმსხვერპლა. სოფელში დარჩენილმა მეზობლებმა ეზოში დამარხეს. დიდი რკინა ჩაარჭეს მიწაში, რომ დაბრუნების შემთხვევაში ადვილად გვეპოვა, მაგრამ ჩემმა ოსმა ნათესავებმა ვეღარ მიაგნეს საფლავს." - ამბობს ქალბატონი მარია.
,,მე თუ დავბრუნდები კეხვში, ჩემი სახლის ადგილს ვიპოვი. 45 წელი
იქ ვიცხოვრე და აუცილებლად ვიპოვი" - ასე დაგვემშვიდობა ქალბატონი
მარია.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








