Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ყაზბეგ ციცაგი და ვერო გინტური სოფელ ისროლიდან - ცხინვალის რაიონი
ყაზბეგ
ციცაგი 82-წლისაა, ვერო გინტური კი, - 74-წლის. ისინი სოფელ ისროლში
(ისროლისხევი) ცხოვრობენ. ეს ერთკომლიანი სოფელი მდინარე მეჯუდის
სათავეში მდებარეობს. ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე, ხოლო
ცხინვალიდან 48 კმ მანძილითაა დაშორებული.
მათ შესახებ Qartli.ge-ს თავდაპირველად 18-წლის გიორგი ელიაურმა აცნობა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის ბებია და პაპის შესახებ მოგვიყვა. გიორგის ბებია და პაპა ისროლიდან 6 კმ მანძილზე დაშორებულ სოფელში ვილდაში ცხოვრობენ.
ისროლში, იგივე ისროლისხევში დღეს სხვა აღარავინაა დარჩენილი. ასაკოვან ხალხს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, თუმცა ისინი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არიან. ჩვენ მათ შვილს, 36-წლის ვახო ციცაგს ვესაუბრეთ. ვახო მეჯვრისხეველია. ამბობს, რომ სოფელ ისროლში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიდიოდა, ძირითადად ზაფხულში:
,,მოხუცები თავს ამჟამად კარგად გრძნობენ. ეგ არის, რომ ძალიან შორს არიან ჩვენგან. დედას ხშირად წნევები აქვს, მამა უფრო ყოჩაღად არის. მედიკამენტებს ვუგზავნით ხოლმე. მამაჩემი ისროლიდან ადრევე ჩამოვიდა მეჯვრისხევში, აქ სახლი ააშენა, სკოლაც მეჯვრისხევში დავამთავრე, თუმცა მე პატარაობისას სულ ისროლში ვიყავი. აგვისტოს ომის მერე დარჩა იქ“ - ამბობს ვახო ციცაგი.

ყაზბეგ ციცაგს და ვერო გინტურს 3 შვილი ყავთ, ორი ვაჟი და სამი გოგო. მათგან ერთი გოგო ცხინვალის რაიონშია დაოჯახებული.
,,სამი შვილი ჰყავთ, გოგო იქით არის დარჩენილი, ცხინვალის რაიონში, მაგრამ ისიც შორს ცხოვრობს მშობლებისგან. ჩვენგან კი, 25 კმ-ია მანძილი ამ სოფლამდე. არც ადრე უნდოდათ დატოვება თავიანთი სოფლის და არც 2008 წლის მერე დატოვეს სოფელი. ჩვენ ფაქტიურად მის შემდეგ ვეღარ შევდივართ. დენი არა აქვთ, მისდევენ მეურნეობას“ - გვიყვება ვახო ციცაგი.

ერთადერთი საშუალება, რომელიც გამყოფი ხაზით დაშორებულ ოჯახებს შეუძლიათ ახლოს ნახვა, ესაა სოფელ ზემო არცევში სააღდგომოდ სასაფლაოზე მისვლაა. ზემო არცევის სასაფლაოზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იმ ადამიანებს შესვლის უფლებას აძლევს, ვისი ნათესავებიც იქ განისვენებენ.
სოფელი ისროლი ცხინვალის რაიონში, სოფელ ბიყარის თემში შედის. ვახო ამბობს, რომ მისასვლელი გზა უკეთესია ერედვის მხრიდან, პატარა ლიახვის ხეობიდან. ეს ის ერედვია, დღეს რომ იქ სახლები აღარც არსებობს.
მდინარე მეჯუდას სანაპიროს გასწვრივ მდებარეო სოფლების შესახებ საისტორიო მასალებს გიორგი ელიაური აგროვებს. გოირგი, როგორც გითხარით, წარმოშობით სოფელ ვილდიდანაა. სწავლობს გორის სკოლაში.
,,ისროლისხევი პირველად XIV საუკუნის თხზულებაში ,,ძეგლი ერისთავთა"(ავგაროზ ბანდაისძე) იხსენიება. ისროლი იყო ქსნის ერისთავთა მთავარი დასაყრდენი მდ. მეჯუდის ხეობაში. საბჭოთა პერიოდში სოფელში 70-მდე კომლი ცხოვრობდა. ფუნქციონირებდა სკოლაც. საბჭოთა პერიოდიდანვე იწყება სოფლის დაცლა. აქ ცხოვრობდნენ: კვირიკაშვილები, ციცაგები და გინტურები. სოფელს ასევე ჩამოუდის ხევიჯვრის(არყიანი) ხევი.“ - ამბობს გიორგი ელიაური.
ფოტოები, რომელზეც ყაზბეგ ციცაგი და ვერა გინტურია გამოსახული, 2019 წელს მოლაშქრეებმა გადაიღეს. ქვემოთ ფოტოზე სწორედ ეს მოლაშქრეები სტუმრობენ ყაბეგ ციცაგს.

ფოტოზე: სოფელი ისროლი შორიდან მოჩანს
სახლის სახურავები

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |