Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
ახალი ამბები
20 მაისს ძარის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდეს ხსოვნის დღე - DRI
დღეს, 20 მაისს, ოსი ხალხი ქართულ-ოსური კონფლიქტის 1991-1992 წლების
ყველაზე საზარელ თარიღს იხსენებს. ოცდაცხრა წლის წინ ცხინვალიდან
ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიმავალ ავტოკოლონას ჯავის რაიონის სოფელ ძარში
თავს დაუდგენელი პირები დაესხნენ და დაცხრილეს. დაიღუპა ოცდათორმეტი
ადამიანი, მათ შორის, ბავშვები; თექვსმეტი დაშავდა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ძარში მომხდარმა გაუგონარი სისასტიკის ძალადობამ კონფლიქტით გაყოფილ ორივე მხარეს მოუშუშებელი იარა დაუტოვა.
,,ომით წარმოქმნილი უნდობლობის და გაუცხოების გამო, ვერც 90-იან წლებში და ვერც დღეს ვერ ვახერხებთ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე მწუხარების გაზიარებას და გლოვის ერთად გამოხატვას. თუმცა, გვინდა ჩვენმა ოსმა თანამოქალაქეებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა იცოდნენ, რომ ძარის ტრაგედია საქართველოს ტრაგედიაა.
პირველ რიგში იმის გამო, რომ მსგავსი რამ მოხდა, მივიღეთ, შევეგუეთ და ვერ უზრუნველყავით, სამართალი ენახათ იმათ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა.
მეორეც, არცერთმა ხელისუფლებამ აქამდე არ იზრუნა, ამ უბედურების შესახებ ქვეყნის ყველა მოქალაქეს სცოდნოდა.
მესამეც იმის გამო, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ, პირადად მიესამძიმრებინა ოჯახებისთვის, რომლებმაც დედები, მამები, ძმები, დები და შვილები დაკარგეს.
მეოთხეც იმის გამო, რომ დღესაც არ შეგვიძლია გულწრფელი სამძიმარი გავუზიაროთ ჩვენს ოს თანამოქალაქეებს და ვუთხრათ, რომ მათი ტკივილი, რომელსაც ჩვენი სიტყვები ვერ შეამსუბუქებს, ასეთივე მძიმე ტკივილი ჩვენთვის.
დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენი ოსი მეგობრები, რომლებსაც დანარჩენი საქართველოსგან გაუცხოვებით ნაშენი კედელი ყოფს, გაიგონებენ ჩვენს ხმას და ეცოდინებათ, რომ ძარში მომხდარი მასობრივი მკვლელობა საქართველოს ტრაგედიაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ განცხადებით ახსენებს ჩვენი დაყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ დაუშვებელია მსგავსი დანაშაულის განმეორება. ამისთვის მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:
- თავისი ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროს ძარის ტრაგედიის მიმართ.
- შეიქმნას შესაბამისი საპარლამენტო კომისია, რომელიც გადახედავს წლების წინ წამოწყებულ და ბოლომდე მიუყვანელ გამოძიებას
- უზრუნველყოს ძარის ტრაგედიის გამოძიება მასში მონაწილე ყველა დამნაშავის გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად
- უზრუნველყოს ძარის ტრაგედიის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება, რომელთაც აქვთ უფლება იცოდნენ, თუ რა მოხდა 1992 წლის 20 მაისს ჯავის რაიონის სოფელ ძარში
- 20 მაისს, ძარის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, დაწესდეს ხსოვნის დღე, რომლითაც პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქართულ-ოსური კონფლიქტის ორივე მხარეს დაიღუპა.
კონფლიქტები იოლად იწყება და ძალიან რთულად გვარდება. უნდობლობა და ერთმანეთის მიმართ შეურიგებლობა, წარსულის წყენა და ტკივილი საშუალებას არ გვაძლევს წარსული და მისით განპირობებული პოლიტიკა ადამიანურ, ზნეობრივ განზომილებაში გადავიტანოთ და დანაშაულის, სისასტიკის და უსამართლობის კონკრეტული ფაქტების მიმართ მართლები ვიყოთ.
1992 წლის 20 მაისს ძარში დაღუპული ადამიანების ხსოვნა გვავალდებულებს მართლები ვიყოთ მათი და მათი ჭირისუფლების წინაშე. გვჯერა, უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ პატივის ხმამაღლა მიგება დაგვეხმარება ერთმანეთის გაგებაში და მოგვცემს შესაძლებლობას, ნდობის აღდგენის პროცესი ერთად დავიწყოთ.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |