Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სოფელი სარტყელა - რობას მოსაგონრად

მთიან დასახლებებში, სოფლის გზაზე თუ ვინმეს ნახავთ და გიპასუხათ, რომელიმე სოფელი აქვეა ახლოსო, უნდა იფიქროთ, რომ მათთვის ეს ახლოსაა, მაგრამ სტუმრისთვის – დაუსრულებელი გზის ბოლოს
.


ასე მოხდა სარტყელას შემთხვევაში. კრისხევი-ღართას გზაზე ჯონჯოლის საკრეფად წასული ხაშურელი კაცი შეგვხვდა. სწორედ მან აგვიხსნა, რომ ერთი მთის იქით არის ეგ სოფელიო. ეს მთა კი ახლოს ჩანს, მაგრამ იმ მთამდე კიდევ ორი პატარა მთა აღმოჩნდა. ამ მთებს სარტყელამდე მისასვლელი გზა გარშემო უვლიდა.

თამამად გავუყევით ე.წ. 3-ხიდიანი მანქანების მიერ დაზიანებულ გზას და როგორც იქნა მივაღწიეთ მთებს შორის მოქცეულ პატარა სოფელს.

,,თუ არავინ იყო? ან სახლები მაინც დგას?“ - ვკითხეთ ჯონჯოლის საკრეფად წასულ კაცს.

,,არ ვიცი, ნოე მანდ არის ხოლმე, მანდაურია. კიდევ ადიან ხოლმე სხვები. ზუსტად, არ ვიცი“ - გვიპასუხა ხაშურელმა კაცმა და ჯონჯოლით სავსე ტომარა ზურგზე მოიგდო და ფეხით გაუყვა ხაშურისკენ მიმავალ ორმოებს.

სარტყელამდე სოფელი ღართაა. აქ ორი წლის წინ, ვიყავით. გზა იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ იყო. მთელი ზამთარი ამ ხეობის სოფლებში შეშით დატვირთულ მანქანებს ბევრი უმოძრავიათ. მათგან წარმოქმნილ ღრმა ორმოებში ადამიანი დაიმალება. ნალექიან ამინდში ჯიპსაც და ნივასაც გაუჭირდება მისი გადალახვა.


ფოტოზე: სოფლის ცენტრი

იმ ადგილამდე, სადამდეც ინტერნეტი იჭერს, სოციალურ ქსელში ახალ ამბებს ვათვალიერებდით. ვნახეთ, რომ ჯერ ხაშურის მერიის, შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტოები, თუ როგორ წესრიგდება ინფრასტრუქტურა სურამში, ქვიშხეთში, ტაშისკარში... და არც ერთი მასალა, თუ რა მდგომარეობაშია ხაშურის მუნიციპალიტეტის ის სოფლები, რომლებიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და ხაშურში ,,გაღმა“ მხარეს უწოდებენ. თრიალეთის ქედის სოფლები ჩაფლულია მწვანე საფარში და შორიდან ყველაფერი წესრიგში ჩანს. ახლოდან კი...

ყველაზე მაღალ მთის მწვერვალზე შავმა ღრუბელმა დაიწყო თავმოყრა. ეს სარტყელას საწვიმარი ღრუბელი არ აღმოჩნდა. ნახევარი საათის შემდეგ, ის სულ სხვა მხარეს წავიდა და ჩვენ მუშაობის საშუალება ,,მოგვცა“.

ღართიდან სარტყელამდე ჩვენი ,,მეგზური“ ელექტრობოძები იყო.  ამ სოფლამდე დენი გაყვანილია, ამიტომ, გზას სწორედ ამ ხის ბოძების წყალობით მივიკვლევდით.

ავიარეთ მთა და ჩვენს თვალწინ გადაიშალა სივრცე, სადაც ჯერ კიდევ არ ჩანდა სოფელი. სამაგიეროდ, კარგად გამოჩნდა ტყის პირას გაკაფული ხე-ტყე. ალაგ-ალაგ მოხნული მინდვრებიც.

,,სადღაც ახლოს უნდა იყოს სოფელი, მაგრამ სად?“ - კვლავ არ გვასვენებს კითხვა. დავეშვით უკვე ოდნავ ქვემოთ და ორ მთას შუა გაუვალი ტყესავით დაბურული დასახლება შევნიშნეთ. ხის ტოტებს შორის, სახლის სახურავები სილუეტებით ჩანდა.


ფოტოზე: სოფლის შესასვლელი

ასე უცბად არ ველოდით სოფლის გამოჩენას, რადგან შორიდან არაფერი ჩანდა, თუმცა სახლები რომ დავინახეთ, ეს სასიხარულო აღმოჩნდა.

,,ახლა, სოფელში რომ არავინ იყოს, შეგვრჩება მხოლოდ კადრები. მთავარია დათვს არ გადავეყაროთ, თორემ კადრებს ვინღა ჩივის“ - ვხუმრობდით გზაში.

სოფლის მდუმარე გზას მივუყვებით. მიხვეულ-მოხვეულ გზაზე შორიდან, სოფლის შუაგულში მოსაცდელი გამოჩნდა. აქ ათზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. სოფელში, სადაც ერთი ადამიანიც არ გვეგულებოდა, უცბად, ამდენი ადამიანი დაგვხვდა.

მანქანის მოძრაობის ხმაც გაისმა და სარტყელაში ,,ნივის“ მარკის ავტომანქანაც შემოვიდა. ტაქსით ერთი ოჯახის ხუთი წევრი დაბრუნდა ხაშურში. მოსაცდელში კი, მარტო დარჩა ზაზა ტაბატაძე. დაკოჟრილი ხელებით, ისიც მზისგან დამწვარი.


ფოტოზე: ზაზა ტაბატაძე

,,კაი, ხანია ამოვედი. აქ ვარ მე სულ, თითქმის.“ - ჩამოჯდა სკამზე და ერთმანეთი მოვიკითხეთ, ვინ საიდან ვართ და როგორ და რატომ მოვედით სოფელში.

ჩვენი განწყობა უეცრად იმ მემორიალმა შეცვალა, რომელიც ტრაგიკული ამბის მაუწყებელია. ეს პატარა ქვა გვამცნობს, რომ სულ რაღაც 4-5 თვის წინ, ხის სახლი დამწვარა, სადაც 40 წლის რობა გელაშვილი დაღუპულა.

,,ჭიათურაში მუშაობდა ხოლმე, იქიდან ჩამოვიდა, 20 წლის ბიჭი იყო, როცა ჩამოვიდა. სულ მარტო ცხოვრობდა აქ და პატრონობდა ზამთარში აქაურობას. თუ გზა გახსნილი იყო, ამოვდიოდით და ვაკითხავდით, მაგრამ ძირითადად სულ მარტო უწევდა ცხოვრებას. ეს მემორიალიც ბიძაშვილმა გაუკეთა. მარტო ის ყავდა ნათესავი დარჩენილი“ - ამბობს ზაზა ტაბატაძე.

სარტყელა თითქმის 200 წლისაა. ორი საუკუნის წინ, იმერეთიდან ძამის ხეობისკენ მიმავალ ადამიანებს კარგი ადგილი შეუმჩნევიათ დასასახლებლად. როგორც თემის დეპუტატმა ნოე ტაბატაძემ გვითხრა, გელაშვილები, ტაბატაძეები და გოგოლაძეები აქ ხარაგაულიდან გადმოსულან და ცხოვრება დაუწყიათ. ხევის გაღმა კიდევ ერთი უბანია – გობოზაშვილების. იქაც თითო-ოროლა ადამიანი თუ აკითხავს მამა-პაპურ ადგილს.

ნოე ტაბატაძისგან გავიგეთ, რომ 2 წლის წინ, გზაზე ,,საგუშაგო“ გაუკეთებიათ, რომლითაც ხეობაში ტყის მანქანებს არ უშვებდნენ. ამით ცდილობდნენ გადაერჩინათ ტყეც და გზაც. როცა გზა გაუვალი ხდება, ე.წ. 3-ხიდიანი მანქანის გარდა, ვეღარაფერი მოძრაობსო. ახლაც იმედი აქვს, რომ ასე მოხდება.

,,ან ვიდეოკამერები უნდა დაყენდეს, ან კიდევ ისევ შლაგბაუმს დავაყენებთ, თორემ ძალიან გვაწუხებს ეს 3-ხიდიანი მანქანები.“ - ამბობს ნოე ტაბატაძე.

მიმდინარე წელს, სოფლის ცენტრში, გარეგანათების ნათურები დამონტაჟდება. თუ გზაც მოწესრიგდება, ნოეც და ზაზაც ფიქრობენ, რომ ზამთარში კვლავ ბევრი ადამიანი დარჩება. ამავე დროს, სინათლე და ხმაურიც რომ იქნება, დათვი აღარ შეაწუხებს სოფელსო.

,,სიმინდს ვეღარ ვთესავთ. მოდის დათვი და ჭამს.“ - გვეუბნება ზაზა ტაბატაძე. ის ნოეს მეზობლად ცხოვრობს და იმ ადგილსაც გვაჩვენებს, სადაც ნაკვერჩხალია დაგროვებული. დათვს კი არა, ახალგაზრდებსაც უყვართ ამოსვლა, ოღონდ, საქეიფოდო. 


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.