Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მეუფე იობი 61 წლის გახდა
დღეს მიტროპოლიტი იობი (ერისკაცობაში — ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი) 61 წლის გახდა. მისი ერთ-ერთი მიზანია ძამას ხეობა საპატრიარქოს გადაეცეს, თუმცა მის ამ სურვილს არც ერთი ხელისუფლება ასრულებს.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის ხელმძღვანელი, 1960 წლის 25 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა.

1978 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში ეკლესიური ცხოვრება სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო.

1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, საპატრიარქოში ეკონომისტად დაიწყო მუშაობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში

1988 წლის 3 იანვარს სამთავროში მისი ბერად კურთხევის წესი ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს ნათლისღებას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად.

1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად.

1989 წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში.

1989 წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ერთი წელი დაჰყო.

1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში.

1990 წელს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი გახდა.

1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მანგლელი ეპისკოპოსი გახდა. სექტემბერში, სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში, თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად დაინიშნა.

1992 წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად გადაიყვანეს და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად დაინიშნა.

1995 წლის გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1996 წლის 21 ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველია და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი გახდა..

1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს — მიტროპოლიტის ხარისხში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.