Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კვერნაკის ქედზე ქარის ელექტროსადგურის 27 ტურბინის განთავსება იგეგმება
კვერნაკის ქედზე ქარის 2 ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, აქედან, სამშენებლო კომპანიას ერთზე უკვე მშენებლობის ნებართვა მისცეს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,საბუკო'' კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას, რადგან კვერნაკის ქედზე მათი განთავსება ფრინველთა სამყაროს საფრთხეს უქმნის.

როგორს ,,საბუკოს'' წარმომადგენელი ხატია ბასილაშვილი აცხადებს, კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ორი ქარის სადგურის პროექტის განხორციელება: 1. ნიგოზას ქარის ელსადგური; 2. კასპის ქარის ელსადგური. ორივე პროექტი ითვალისწინებს ქედზე მინიმუმ 27 ტურბინის განთავსებას.

პირველ მათგან აშენებს ,,ჩალიკ-ჯორჯია ვინდი'', ხოლო მეორეს - კავკასიის ქარის კომპანია.

ხატია ბასილაშვილის თქმით, კვერნაკის ქედი წარმოადგენს ბერნის კონვენციით სახეობებისა და ჰაბიტატების დასაცავად შექმნილ „ზურმუხტის საიტს“, ასევე Birdlife International-ის მიერ აღიარებულ ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას. კვერნაკის ქედის მაღალი საერთაშორისო ღირებულება ძირითადად გამომდინარეობს აქ მობუდარი ფასკუნჯის წყვილებიდან, თუმცა აქტიურად გამოიყენება სხვა მტაცებელი ფრინველების მიერ, როგორც ბუდობის, ისე მიგრაციის პერიოდში.

რა გაასაჩივრა საბუკომ?

კომპანიები არ განიხილავდნენ კვერნაკის ქედის გარდა სხვა ადგილებს, ვინაიდან მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმებით წინასწარ შეათანხმეს კვერნაკის ქედი, როგორც საპროექტო ტერიტორია. ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, არაერთხელ შეჩერდა პროექტის ნებართვის მიღების პროცესი და კომპანიას არაერთხელ მიეცა შანსი, რომ ეს ხარვეზები გამოესწორებინა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არ მოხდა სამინისტროდან მიღებული შენიშვნების გათვალისწინება, კასპის ქარის ელ. სადგურმა უკვე მიიღო პროექტის განხორციელების ნებართვა, ამავე სამინისტროდან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტერიტორიების დაცვა და იმ მოთხოვნების შესრულება, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული?

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ბუნების კონსერვაციის კუთხით რიგი ვალდებულებებია გაწერილი, მათ შორის ფრინველთა დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად სახეობების დაცვა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება.

ზურმუხტის საიტების მართვის საკითხი მდგომარეობს შემდეგში: ისე დაიგეგმოს ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტები, რომ სახეობების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს მათი ჰაბიტატების (საბინადრო გარემოს) შენარჩუნების გზით. იმ შემთხვევაში, თუ ამ საიტზე ვერ შენარჩუნდება საკმარისი დაცულობა იმ სახეობებისათვის რომელთათვისაც ეს კონკრეტული საიტი დამტკიცდა, ტერიტორიის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

,,დღეისათვის არსებობს მავნე პრაქტიკა, კომპანიები არ ცდილობენ მოამზადონ კვალიფიციური დოკუმენტი, რომელიც სათანადოდ განსაზღვრავს მოსალოდნელ ზემოქმედებას როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ გარემოზე. მათ ჰგონიათ რომ ეს გაუადვილებთ ნებართვის მიღებას, თუმცა, როდესაც მიღების პროცესში ერთვებიან არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან. შედეგად პრობლემები ექმნებათ დამფინანსებლებთან (საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუებთან : EBRD, World bank, ADB და სხვ), რომლებიც შემდეგ კომპანიებს ხელახალა სთხოვენ ანაგარიშების მომზადებას. ამიტომ, ეს პროცესი თავისთავად იწელება და იწვევს პროექტების დაყოვნებას.'' - აღნიშნავს ,,საბუკოს'' წარმომადგენელი.

რა არის გამოსავალი?

1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებამდე არ შეთანხმდეს ერთი კონკრეტული საპროექტო ტერიტორია მთავრობასთან;

2. კომპანიები მიხვდნენ რომ მათ ინტერესს წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით გზშ დოკუმენტაციის მომზადება, რაც გულისხმობს მათ მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიებისათვის მაღალკვალიფიციური დოკუმენტების მომზადებას, სადაც, მაგალითად საპროექტო ტერიტორიის ალტერნატივები მოვალეობის მოხდის მიზნით, ზედაპირულად არ იქნება წარმოდგენილი;

3. სახელმწიფო ორგანოებმა გაიაზრონ რომ კონფლიქტურ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნით, ამიტომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება თითოეული პროექტის გზშ დოკუმენტაციიდან გამომდინარე
4. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზევე მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება და ეს არ იყოს ფორმალური პროცესი. ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს განხილვებზე საკუთარი აზრის გამოხატვის საშულება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.