Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ახორციელებს პროექტს „გახდი სასამართლოს მეგობარი“
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 2016 წლის აგვისტოს დაიწყო „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პროექტის განხორციელება, სასამართლოს მეგობრის ინსიტიტუტის დანერგვა განპირობებულია იმ პოზიტიური შედეგის მიღების სურვილით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა.

სასამართლოს მეგობარი არის დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეში. იგი უფლებამოსილია, სასამართლოს საქმის არსებით განხილვამდე, 5 დღით ადრე წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება. 

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მიერ წარმოდგენელი „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პროექტი შედგება სამი ეტაპისაგან:

- აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე 2016 წლის სექტემბრიდან- ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს შეარჩევს, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ. მათ ექნებათ 2 კვირა იმისათვის რათა დაწერონ საკუთარი პოზიციები ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ საქმეებთან დაკავშირებით. ყელაზე მაღალი ხარისხის ნაშრომების ავტორები გადავლენ პროექტის მეორე ეტაპზე, შერჩევა მოხდება ჟიურის მიერ (სუპერვაიზერის, ფონდ ღია საზოგადოების, ილიას უნივერსიტეტისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლების მიერ);

- მეორე ეტაპისათვის 20 მონაწილიდან მხოლოდ 4 – 6 სტუდენტი შეირჩევა, რომლებსაც მიეცემათ 2 თვე რათა ინდივიდუალურად იმუშაონ შერჩეულ საქმეებზე და მოამზადონ სასამართლო მეგობრის პოზიცია. იმავე ჟიურის წევრები შეარჩევენ 2 გამარჯვებულს აქტიურობის, მომზადებული პოზიციების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით.

- გამარჯვებული 2 კანდიდატი კი პროექტის მესამე ეტაპზე გამოვლინდება, რის შედეგადაც ისინი მომდევნო 6 თვის განმავლობაში განაგრძობენ მუშაობას სუპერვაიზერის მეთვალყურეობის ქვეშ სასამართლოში მიმდინარე სხვადასხვა საქმეებზე როგორც სასამართლოს მეგობრები. (ორ ფინალისტს, რომლებიც მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, მიეცემათ ჰონორარი 500 აშშ დოლარის ოდენობით)

პროექტის მიზანია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გაძლიერება - პოპულარიზება, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების ჩართულობისa და სასამართლოსადმი ნდობის ზრდა და ასევე საზოგადოებაში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტისადმი ინფორმაციულობის დონის ამაღლება.

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არ არსებობის გამო ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ პროექტის ფარგლებში ჩაატარებს კვლევა-გამოკითხვას, რომლის შემდგომაც შესწავლილ იქნება პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის არსებული მდგომარეობა საქართველოში. გამოიკითხებიან სასამართლოს თანამშრომლები და სასამართლოს მეგობრის თემასთან დაკავშირებული სხვა საჯარო პირები, რათა ნათლად აისახოს არსებული მდგომარეობა და პროექტის გავლენა აღნიშნული მიმართულებით.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაატარებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველემბა უნდა შეავსონ ელექტრონული აპრლიკაცია (აპლიკაციის ფორმა იხ. www.cci.ge-ზე). აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 ოქტომბერი.

პროექტი დაფინანსებულია: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლო, ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულებისა გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.