რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება შიდა ქართლში

 

ვიშეგრადის ქვეყნებში ამჟამად ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთია გაერთიანებული ჯგუფს ეს სახელი ჩრდილოეთ უნგრული ქალაქის ვიშეგრადის სახელის მიხედვით დაერქვა, სადაც 1991 წლის 15 თებერვალს ერთმანეთს სამი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდნენ: ჩეხოსლოვაკიის - ვაცლავ ჰაველი, უნგრეთის - არპად გიონზი და პოლონეთის - ლეჰ ვალენსა. ამ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე სამ ქვეყანას შორის (დღეს უკვე ოთხი) ახლო თანამშრომლობის შესახებ.

 

კომუნისტური რეჟიმის მსხვრევის შემდეგ, მათი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო ტოტალიტარული რეჟიმიდან თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ საზოგადოებაზე გადასვლის გზაზე. ჯგუფის წევრი ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ და ერთი ცივილიზაციის ნაწილნი არიან. იზიარებენ საერთო კულტურულ და ინტელექტუალურ ღირებულებებს და საერთო რელიგიური ტრადიციები აქვთ. ოთხივე სახელმწიფოს სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება.

 

ჯგუფის წევრების განცხადებით, მათი ჯგუფი არ არის საერთო ევროპული ინტეგრაციის ალტერნატივა და სხვა ცენტრალურ ევროპულ სტრუქტურებს არ უპირისპირდება. პირიქით, ჯგუფის მიზანია ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით უშუალო მეზობლებთან, მაქსიმალური თანამშრომლობა. ჯგუფს სურს წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში. ჯგუფის ყველა საქმიანობა მიმართულია ცენტრალური ევროპის რეგიონში სტაბილურობის გამყარებაზე და ევროკავშირში მათი გაწევრიანების პროცესის დააჩქარებაზე. წყარო აქ:

 

შიდა ქართლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯაფარიძის განცხადებით, პროექტის მონაწილეებს ტრენინგ-კურსები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულების, ვიშეგრადის სახელმწიფოებში მომუშავე საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობითი კავშირების მოძიებისა და დამყარების გზების შესახებ ჩაუტარდებათ.

 

მისი თქმით, ტრენინგ-კურსის ფარგლებში, მონაწილეები ახალ საპროექტო განაცხადებს, საერთაშორისო ფონდებში წარდგენისა და დაფინანსების მოპოვების მიზნით, მოამზადებენ. ტრენინგი 25 მართიდან 3 აპრილის ჩათვლით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

შიდა ქართლის განვითარების სააგენტო, გრანტების გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი ხანია ფინანსდება. მისი საქმიანობის შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წლის დეკემბრის დასკვნაში ასეთი რამ ჩაწერა:

 

,ციტატის დასაწყისი: ,,2012 წლის 2 ოქტომბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. რის საფუძველზეც გორის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად დაევალა 40,0 ათასი ლარის შეტანა იურიდიული პირის ანგარიშზე. 2012-2013 წლებში მუნიციპალიტეტმა აღნისნულ სააგენტოს სულ გადაურიხცა 50,0 ათასი ლარი, მათ შორის, 2012 წელს 10,0 ათასი ლარი. წესდების თანახმად, სააგენტოს მიზნებს განეკუთვნება შიდა ქართლის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესწავლა, მდგრადი თანამშრომლობის ქსელის დაარსება ინსტუტიციონალურ მოქმედ პირებსა და ბიზნესააგენტოსთან ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, შესაბამისი წინადადების შემუშავება რეგიონალური განვითარების სტრატეგიის გაგანსახორციელებლად  ადგილობრივ თვითმართველობასთან და გუბერნატორის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით და სხვ.

 

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და აგრეთვე რა სიკეთე ნახა მუნიციპალიტეტმა მის მიერ განხორციელებული დაფინანსების შედეგად. შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯი სავარაუდოდ არაეფექტიანად იქნა გაწეული." - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

 

შიდა ქართლის განვითარების სააგენტოს, როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) საქმიანობის შესახებ კითხვები, 2014 წლის ბოლოს, ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზეც დაუსვეს. იმ პერიოდში ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებდა, რომ აიპიებმა დაფინანსების წყაროები სხვადასხვა ფონდებიდან უნდა მოიძიოს. 

 

2015 წელს შიდა ქართლის განვითარების სააგენტოს მიერ მოპოვებული ეს ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომლის ფინანსები უცხოური ფონდებიდან მოიძია. 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.