რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ექიმის გამოხმაურება პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კასპში მცხოვრები ელგუჯა ბუდაღაშვილი ჰიპერტონული კრიზის ნიშნებით თბილისში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე ის კასპის საავადმყოფოში 2015 წლის 27 თებერვალს იყო მოთავსებული. ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ თბილისში გუჯა ბუდაღაშვილის გადაყვანა დაგვიანდა, რადგან კასპის საავადმყოფოდან რეანომობილი დაგვიანებით გამოიძახეს, ხოლო ადგილზე სათანადო მკურნალობა არ გაეწია. ექიმ-ნევროპათოლოგმა მასალის გამოქვეყნებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, ხოლო მას შემდეგ, რაც მასალა დაიდო, გადაწყვიტა განმარტების გაკეთება.

 

მისი თქმით, აწ უკვე გარდაცვლილი პაციენტი კასპის საავადმყოფოში, მხოლოდ, რამდენიმე საათი იმყოფებოდა. ხოლო თბილისში გადაყვანის, დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. იგი არ გამორიცხავს, რომ ოჯახის წევრები შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, მათ შორის სხვა ექიმებს და ყველაფერს მას აბრალებენ.

 

,,დავიწყოთ იქიდან, რომ არ არის დადგენილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება ვისაუბროთ ჩატარებული მკურნალობის თაობაზე. გარდა ამისა, ჩვენთან პაცინტი მხოლოდ რამდენიმე საათი იმყოფებოდა, იწვა რეანიმაციაში, უტარდებოდა სათანადო მკურნალობა. იმის გამო, რომ თავის ტვინის ტომოგრაფიისთვის საჭირო ტექნოლოგია არ გვაქვს, საჭირო გახდა კატასტროფის ცენტრიდან მანქანის გამოძახება. ესეც პირადად მე გავაკეთე. ვკითხულობ, ნიშნავს თუ არა ეს პაციენტის მიტოვებას? ქუჩაში ან დერეფანში ხომ არავის მიუტოვებია პაციენტი?" - აცხადებს ნევროპათოლოგი.

 

ნიკოლოზ სამებელაშვილი აღნიშნავს, რომ კასპის საავადმყოფოში ყოფნისას პაციენტს დამამშვიდებლებს ვერ დაალევინებდა, რადგან თავის ტვინში მიმდინარე ცვლილელების ფონზე შეუძლებელი გახდებოდა ზუსტი დაკვირვება. 

 

,,მე 80%-ით წარმოდგენა მაქვს, თუ რა შეიძლება გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა სხვა დაავადებაც, სისხლდენა.  ერთის მკურნალობის შემთხვევაში საჭირო იყო საპირისპირო მკურნალობაც, რომ არ განვითარებულიყო მეორე დაავადება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მისი ზუსტი სამედიცინო ისტორია; კერძოდ, თუ რა ცვლილებებს განიცდიდა ორგანიზმი 2 კვირის განმავლობაში. ამიტომ ვამბობ, რომ როცა არ ვიცით, რა გახდა ზუსტად გარდაცვალების მიზეზი, ძნელია, ისაუბრო დეტალებზე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენთან პაციენტი იყო სულ რაღაც 6-7 საათი, შემდეგ კი ორ კვირაზე მეტი თბილისში იწვა" - აღნიშნავს ექიმი.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ
საქმიანობას.
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას.
00:45 / 07.05.2026
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.