რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
მერიის სათათბირო საბჭოს დაფუძნება და მიუსაფარ ძაღლების თემა

 

ბრძანებასთან ერთად საბჭოს დებულებაც შემუშავდა. 10 კაციანი შემადგენლობა ყოველი 6 თვის შემდეგ როტაციას განიცდის. პირველი შემადგენლობა ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" რეკომენდაციით შეირჩა. საბჭოს ასოცირებული წევრებიც ეყოლება, რომლის რაოდენობა კი შეუზღუდავია. 

 

მოსამზადებელი ეტაპი 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენლის ია ანთაძის შეთავაზებებს, ,,მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდულის საბჭოს" დაფუძნების თაობაზე, ყველა თვითმმართველმა ქალაქის მერმა თანხმობა წერილობით დაუდასტურა.

 

ამის შემდეგ გამოცხადდა კონკურსი. საბჭოს წევრობის მსურველმა სტუდენტებმა განაცხადები და სამოტივაციო წერილები ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" გაუგზავნეს. სამოტივაციო წერილების საფუძველზე შერჩეულ სტუდენტებთან გასაუბრება მოხდა. გასაუბრების შემდეგ 10 კაციანი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

 

2014 წლის დეკემბერში საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტრენინგები ექსპერტებმა - თამარ მოსიაშვილმა (ექსპერტი განათლების საკითხებში) და ნინო ზურიაშვილმა (გამომძიებელი ჟურნალისტი) ჩაუტარეს. აღნიშნულ პერიოდში სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრობლემის წამოჭრის, მოძებნის, დამუშავების, ინფორმაციის შეგროვებისა და შემდგომში ინიციატივის სახით მათი წარდგენის საკითხებში მიიღეს. თეორიული ცოდნის გაღრმავების შემდეგ პრაქტიკაში მათი განხორციელება დაიწყეს.

 

სტუდენტებმა თებერვალ-მარტში 3 პრობლემაზე იმუშავეს. ესენია: უფასო ინტერნეტის საკითხი სკვერებში, საზოგადოებრივი საპირფარეშოების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხების შესწავლა. მოიძიეს ინფორმაცია, ჩაატარეს კვლევები და ამის შემდეგ მომზადებული სახით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზების მითითებით, მერის წინაშე წარსდგნენ.

 

21 აპრილს კი ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების დღეს გორის მერს უთხრეს, რომ მიუსაფარ ძაღლების თემაზეც მუშაობენ.

 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ია ანთაძის თქმით, მხარეები უკვე გადავიდნენ თვისობრივად ახალ ეტაპზე; რომ სისტემატიური შეხვედრები მყარ ნიადაგს შეუქმნის მერისა და ახალგაზრდების სამომავლო თანამშრომლობას.

 

,,აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის მერებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების ინსტიტუციურ, ხანგრძლივ, კვალიფიციურ და ეფექტიან თანამშრომლობას.“- განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

„მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტია, რომელიც საქართველოს ხუთ ქალაქში - ზუგდიდში, გორში, თელავში, ახალციხეში და ქუთაისში ხორციელდება. პროექტი გულისხმობს კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10 სტუდენტის თანამშრომლობას ქალაქის მერთან სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზნით და შემდგომ საქმიანობას საბჭოს შემადგენლობაში.

 

საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზეც იხილავთ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.