რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
მყარი ნარჩენები შიდა ქართლში

 

ხელშეკრულების ფარგლებში მთელი რიგი მოთხოვნები უნდა შესრულდეს:  ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში - ,,საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან კონვერგენცია“ ეს მოთხოვნებია ჩამოთვლილი: კერძოდ, საქართველომ უნდა:

 

 1. მიიღოს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და განსაზღვროს კომპეტენტური ორგანო.

2. ჩამოაყალიბოს პროცედურა თუ როგორ უნდა მოხდეს ნაგავსაყრელებისა და ნაგაგადამამუშავებელი ქარხნების შექმნა.

3.  ჩამოაყალიბოს ის გეგმები და მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება.

4. განსაზღვროს ორგანო, რომელიც კონტროლს გაუწევს აღნიშნულ პროცედურებს, მონიტორინგის ჩატარების პროცედურები.

5. უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება და მათთვის საგანნმანათლებლო მასალის მიწოდება

 

საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს ნაგავსაყრელების  მოწესრიგება წარმოადგენს. ამ კუთხით შიდა ქართლის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელების მოწესრიგება დაიწყო. 

 

2013 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე, სატყეო დეპარტამენტის კუთვნილი 7 ჰექტარი მიწის ფართობი ნაგავსაყრელისთვის გადასცა. იმ პერიოდისთვის აღნიშნული ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა, ნარჩენების შეტანა კი, არაორგანიზებულად ხდებოდა. არსებობდა ანტისანიტარიის პრობლემაც.

 

2014 წლიდან  ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მისი ოპერირებაში გადაცემისათანავე დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 448.000 ლარი შეადგინა. ადგილზე 17 ადამიანი იყო დასაქმებული.

 

კასპის ნაგავსაყრელი, 75 312.44 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და კასპის მუნუციპალიტეტს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 90მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, მოეწყო ობიექტზე მისასვლელი გარე და შიდა გზები, შემოიღობა ტერიტორია და განხორციელდა მისი ელექტრიფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, ასევე, დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები.

 

2014 წლის დეკემბერში ,,მყარი ნარჩენების მართვის“ სააგენტოს დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დონორ        ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისათვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილიც ესწრებოდა.

მისი განცხადებით, 2014 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მლნ. ლარი. დასრულდა 29 პოლიგონის შემოღობვის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით -725 856 ლარი. კომპანიის გამართული საექსპლუატაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი).

რაც შეეხება ხაშურს, აქ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი ემსახურება.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით,  “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” პოლიგონზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში ნაგავსაყრელი სრულად კეთილმოეწყო.  იზოლირება გაუკეთდა ნაგავსაყრელის ტერიტორიას,  ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. ობიექტი მთლიანად ელექტრიფიცირებულია.  განახლებული პოლიგონი  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. პროექტის ღირებულებამ  713  940  ლარი შეადგინა  და  ის  სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

 

ხაშურის ნაგავსაყრელის ფართობი 75 312.44  მ²–ია და 1982 წლიდან ფუნქციონირებს, ტერიტორია ყოველდღიურად დაახლოებით 167 მ³  მოცულების ნარჩენებით ივსება.  

 

ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013  წელს  გადაეცა. ნაგავსაყრელი არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს და მასზე არც შესაბამისი  კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდებოდა.    

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.