რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
საკრებულოს წევრებმა ხარჯების თანხა 500-დან 750 ლარამდე გაიზარდეს

 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრის საქმიანობა არაანაზღაურებადია. ეკონომიკური განათლების სპეციალისტის, თამარ ედიშერაშვილს, რომელიც საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს, 2010 წლიდანვე ეწინააღმდეგებოდა, მიაჩნია, რომ სხვა სფეროში და საქმიანობაში ,,შემდგარი" ადამიანები საკუთარ ამომრჩევლებს სრული შეგნებითა და ყოველგვარი ანგარების გარეშე უნდა ემსახურებოდნენ.

 

ამის შესახებ თამარ ედიშერაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ედიშერაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის დეპუტატებს მოსახლეობამ ხმა იმიტომ მისცა, რომ მისი ინტერესების ლობირება რაიონის ხელმძღვანელობის დონეზე უსასყიდლოდ გასწიოს: ,,თუ დეპუტატს იმის ფულიც არა აქვს, რომ საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად ტრანსპორტის თანხა გადაიხადოს, მაშინ ვინ აიძულებდა, რომ დეპუტატი გამხდარიყო?” – თქვა თამარ ედიშერაშვილმა.

 

,,საკრებულოს წევრობა ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ შემდგარი ადამიანი. მუშაობ, დასაქმებული ხარ და საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, სეგმენტი გეუბნება, რომ ჩემი ინტერესების ლობირება გააკეთე. შენ თვითონ თუ საჯიკებელი ხარ, ვის უნდა უჯიკო იქ? შენ თუ აბსოლუტურად ტრანსპორტის, ტროლეიბუსის ფულიც არა გაქვს, რომ ადგილამდე მიხვიდე, ეგეთ ადამიანებს სთხოვე, მიდი, ჩემი ინტერესები დაიცავი, ხომ გამორიცხულია? საკრებულოს წევრობა თავისთავად ნიშნავს, რომ რაღაც სფეროში შედექი და იმ სფეროში უნდათ ინტერესის გატარება." - განმარტავს თამარ ედიშერაშვილი.

 

საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული ცვლილებით ჩაიწერა, რომ საკრებულოს წევრები (თანამდებობის პირების გარდა) 750 ლარს მიიღებენ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის და საკუთარ ამომრჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხი შეხვედრისთვის".

 

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის ივნისამდე დეპუტატებისთვის 500 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო დარიცხვის დროს საკრებულოს წევრებს დღგ-ს თუ საშემოსავლოს სახით 100 ლარი აკლდებოდათ. ამჟამად,  500 ლარი სრულად აღების მიზნით, დადგენილებაში  750 ლარი ჩაწერეს.

 

კიდევ ერთი საკითხი, რამაც მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. ქარელის საკრებულოს დადგენილების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, იქაურ დეპუტატებს 500 ლარი იმ შემთხვევაში შეუსრულდებოდათ, თუკი ისინი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებოდნენ. ქარელის საკრებულოს დეპუტატებმა ეს პუნქტი ამოიღეს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით საკრებულოს წევრებს უნდა აუნაზღაურდეთ  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრისთვის გაწეული საწვავისა და ამომრჩეველთან კომუნიკაციის ხარჯები, მაგრამ დაუშვებელია საკრებულოს წევრს მიეცეს ანაზღაურება საკრებულოს სხდომებზე, კომისიებში მუშაობისა და მუნიციპალიტეტის შენობაში ამომრჩეველთა მიღების სანაცვლოდ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამომრჩეველი თვითონ, საკუთარი ხარჯებით მიდის ადმინისტრაციულ დაწესებულებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი
დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც
ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
14:21 / 04.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის
მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
12:37 / 04.11.2026
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა
ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ
სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
19:21 / 03.11.2026
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე
მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის
სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
16:11 / 03.11.2026
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.