რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორელი ახალგაზრდები საარჩევნო უფლებისა და მოვალეობის შესახებ

 

ეკა სეთური: ,,არაფერი ვიცი, არც ერთხელ ვყოფილვარ არჩევნებზე. არანაირი ინფორმაცია მაქვს, მით უმეტეს, 9 წელია, ამის უფლება მაქვს"

 

ახალგაზრდების უმრავლესობამ, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკში ჩავწერეთ, ამის შესახებ, არაფერი იცის. მათი უმეტესობა უარყოფითი აზრის დაფიქსირებისგანაც კი იკავებდა თავს.

 

რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში მსგავს საკითხებზე ტრენინგები გაიარეს და უმაღლეს სასწავლებლებში განათლებაც მიიღეს, ფიქრობენ, რომ საარჩევნო უფლებებისა და მოვალეობების ცოდნის შეხსენება მუდმივი პროცესია.

 

თიკო ლალიაშვილი: ,,რომ გითხრათ, დიდი ინფორმაცია მაქვს-მეთქი, ასე არ არის. შეიძლება ეს ჩემი ბრალიც არის, რადგან მე თვითონ უნდა დავინტერესდე. ერთადერთი რაც ვიცი, არჩევნები რომ მოდის ხოლმე, ჩემ გარშემო ყველას ვეუბნები, რომ ჩვენი მოვალეობაა არჩევნებზე მისვლა; დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ოღონდ ამით არ უნდა დავასრულოთ და სახლში არ უნდა დავსხდეთ, რომ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე. შემდეგ უკვე უფლებები გვაქვს, ალბათ, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი; ვისაც მივეცით ხმა, მას მოვთხოვოთ, ჩვენი უფლებები დაიცვას, ჩვენი მოვალეობები შეასრულოს; დანაპირები აასრულოს და ელემენტარულად პირობები გაგვიუმჯობესოს. ორი წელია, რაც სრულწლოვანი გავხდი, ვღებულობ არჩევნებში მონაწილეობას. იმის შემდეგ არ გამომიტოვებია არც ერთი არჩევნები. მით უმეტეს, იმ დროს, სხვა ქალაქში ვიყავი და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი, რათა დამეფიქსირებინა ჩემი აზრი"

 

ლექსო კაპანაძე: ,,საარჩევნო უფლება არის ადამიანის უფლება მივიდეს და თავისი აზრი დააიქსიროს არჩევნებზე და თავისი არჩევანი გააკეთოს პოლიტიკურ პარტიაზე თუ პოლიტიკურ მოღვაწეზე. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნებზე ხმის მიცემა თავისუფალია და ყველა ადამიანს აქვს საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს, თუ ვინ და რომელი პარტია ურჩევნია სახელმწიფოს სათავეში."

 

ანა: (სტუდენტი) მოკლედ რომ ვთქვა უკვე დიდი ხანია ვიცი რომ როგორც კი 18 წელი შემისრულდებოდა, მივიღებდი კონსტიტუციით მინიჭებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, უკვე 3 წელია ამ უფლებით ვსარგებლობ და სწორედ ეს სამი წელია ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ.. ვთვლი რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და ვალდებულებად მიმაჩნია საკუთარი ხმა დავაფიქსირო, რადგან მესმის რომ ცვლილებები უკეთესი მომავლისთვის თავისით არ მოხდება."

 

დავით ყაზარაშვილი: ,,არჩევნები ჩემთვის ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია, პირი ამ დროს ირჩევს თავისი წარმომადგენელს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანის უფლება მიღოს მონაწილეობა ,ასევე მოვალეობაც  მე, როგორც რიგითი მოქალაქე მოვალეობა შევასრულო და ხმა მივცე რეალურ კანდიდატურას."

 

გიორგი ოგანესიანი: ,,ჩვენ ქვეყანაში, გულწრფელად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა თაობამ ბევრი ნამდვილად არ იცის საარჩევნო უფლებებსა და მოვალეობების შესახებ, თუ არ ჩავთვლით გაზეპირებულ ფრაზას "არჩევნებზე მისვლა ადამიანისთვის მოქალაქეობრივი ვალია" რეალობა კი სხვა გვარია, ახალგაზრდების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მოვალეობის მოხდად აღიქვამს, მაგრამ კატასტროფა ის გახლავთ , რომ ბევრი ამ მოვალეობასაც კი არ იხდის. ნუ საარჩევნო კოდექსის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ხომ საუბარი არ არის. შემიძლია ისიც თამამათ ვთქვა, რომ ბოლო წლებში წინა წლებისგან განსხვავებინ ცესკო-მ და არასამთავრებო ორგანიზაციებმა ერთობლივად რამდენიმე კარგი პროექტი განახორციელეს, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში, კერძოდ ახალგაზრდებში, საარჩევნო კუთხით ცნობიერების ამაღლებას. მე , როგორც რიგითი მოქალაქე მადლიერი და მოხარული ვიქნები მსგავს პროექტებსა და სემინარებში აქტიურად ჩავერთო და ჩემი მოქალაქეობრივი უფლებები კიდევ უფრო განვამტკიცო."

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით
17:09 / 23.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.