რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,ვინც გაგებაში არაა, იმას გზავნიან ჩვენთან" - უფუნქციო აირის მილები თვაურებში

 

ლია საღირაშვილი ამ პრობლემის შესახებ იმ დროს გვესაუბრა, როდესაც ეზოს სკამზე მზეზე თბებოდა. ,,შარშან ზამთარი უმეტესად საწოლში გავატარე. ისედაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობს ხელს, ამიტომ სხვანაირად ვერ გავთბებოდი. შეშა ცოტა გვქონდა. წელსაც გვიანდება გაზის ჩართვა. უკვე აცივდა ძალიან ჩვენს ზონაში" - ამბობს ლია საღირაშვილი.

 

დავით თვაური, რომელიც ბიძაშვილებთან ერთად, კაკალს ბერტყავდა, ამბობს, რომ ბუნებრივი აირი რომც ჩაირთოს, სახლს მაინც ვერ გაათბობს. სოფელში საცხოვრებელი სახლები ჰერმეტულად დახურული არაა.

 

,,რომელი ერთი ოთახი გავათბო, მაინც ძალა არ ექნება მაგის სითბოს, ისევ შეშა მივრჩევნია მქონდეს." - ამბობს დათო თვაური. მისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მცხოვრებ ემზარ თვაურს კი, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლის წინ, გაზის მილების გაყვანის დროს, დაზიანებული გზა აწუხებს.

 

,,როგორც კი გაწვიმდება, ეს გზა გაუვალია. ტალახდება ისე, რომ სახლიდან გარეთ ვერ გახვალ" - ამბობს ემზარ თვაური.

 

სასმელი წყლის სისტემა სოფელში წითელმა ჯვარმა მოაწესრიგა. ონკანები სამ წერტილშია დაყენებული. ამბულატორია საქართველოს მთავრობის პროგრამით აშენდა. სოფლის ექიმი მეზობელ ლამისყანიდან დადის და მისით, განსაკუთრებით, მოხუცები კმაყოფილები არიან. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილ თანხებს, ის რამდენიმე წელია, საბანკეტო დარბაზის მშენებლობას ხმარდება.

 

,,თითო წელს 6 ათასი ლარი გამოიყოფა. 5 თუ 6 წელია შენდება საბანკეტო დარბაზი. საშველი არ დაადგა" - ამბობენ ჩვენი რესპონდენტები.

 

თვაურებში ბევრი ატმის ბაღია. წლის დასაწყისში სეტყვამ 70-80% გაანადგურა. კომპენსაცია კი არ მიუღიათ. დათო თვაური იხსენებს იმ შემსწავლელი კომისიის წევრს, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებში გამოუცდელი იყო.

 

იხ. ვიდეო:

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.