რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,გულნატკენი ვარ ამ მთავრობაზე" - საუბარი ცეცხლის გარშემო

 

 

სოფელ თვაურებში მუშაობა თითქმის დასრულებული გვქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ვთვლიდით. გარკვეული გვქონდა, რომ ბუნებრივი აირის მილები წელიწადზე მეტია უფუნქციოდ გაეყვანათ, სასმელი წყლის ონკანი 45 კომლიან სოფელში 3 წერტილში იდგა, ამბულატორია აშენებულია, საბანკეტო და საქელეხო დარბაზი წლებია შენდება. ატმის მოსავალი, გაზაფხულის სეტყვის გამო, არ მოვიდა.  რამდენიმე ოჯახის პრობლემაც აღწერილი გვქონდა...

 

სწორედ, ამ დროს, ჩავიარეთ გელა თვაურის სახლთან, ღობის იქით, შევამჩნიეთ, რომ არაყს ხდიდა და მივესალმეთ. სოფლის შემოსასვლელში მდგარ მანქანისკენ მივდიოდით. გელა თვაურმა ცეცხლთან მიგვიპატიჟა.

 

სოფლის სტუმრებს ჭიშკართან ძაღლი შეგვეგება, სიმბა. ტალახიანი ფეხებით მოგვეფერა, მაგრამ ერთგულ მასპინძელს ჩვენც ბევრი მოვეფერეთ. გავიარეთ უშველებელი ხეივანი.

 

,,წელს 3 ტონა ყურძენი უნდა მოსულიყო, მაგრამ ერთი ტონაც არ მოვიდა. გაზაფხულის სეტყვამ დააზიანა" - გვეუბნებოდა მასპინძელი გზადაგზა. ცეცხლი უკვე გიზგიზებდა და ცხელი არაყიც იღვრებოდა ჭურჭელში.

 

,,ნაწყენი ვარ ამ მთავრობაზე" - პირველივე წინადადებაში მივხვდით, რომ ჩვენი მასპინძელი გულღია საუბრისთვის იყო მზად. ,,არა, ჩვენ პოლიტიკაზე სასაუბროდ არ მოვსულვართ" - ჩავეჭერით საუბარში. მე ჩემი გულისტკივილი მინდა გითხრათო, გვიპასუხა და ცეცხლის გარშემო პატარა სკამები დაგვიდგა.

 

გელა თვაური, მეუღლესთან ერთად, ზამთრის დადგომამდე, სოფელში ცხოვრობს. შვილები, თავიანთი ოჯახებით, დედაქალაქში ჰყავს.

 

,,თბილისში კი ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ბოლო ხანებია აქ გადმოვედით საცხოვრებლად. თუ მიწევს ქალაქში წასვლა, ჩემი მეუღლე აქ რჩება. თუ ჩემი მეუღლე მიდის ქალაქში, მე ვრჩები. არ ვტოვებთ აქაურობას. მინდა, რომ სოფელში პარნიკები გავაშენო, მაგრამ არავინ მეხმარება" - გვიყვება მასპინძელი.

 

ვიგებთ, რომ გელა თვაური წლების განმავლობაში გადამზიდავად მუშაობდა. ავტომანქანით რეისებს ქვეყნის თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაში ასრულებდა. ცოტა ხნის წინ ეს მანქანა დაეწვა და, სწორედ, ეს გახდა სოფელში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი.

 

,,მანქანა დამეწვა ავტოსადგომზე, თბილისში. ვიღას არ ვთხოვე, სანაცვლოდ, მსგავსი მანქანის შეძენაში დამხმარებოდა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. ბანკშიც ვცადე სესხის აღება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დავდიოდი თურქეთში, რუსეთში და ყველგან, შემოსავალი მქონდა, მაგრამ რაც ეს ქონება გამინადგურა, შემოსავალიც დავკარგე" - გვითხრა გელა თვაურმა. 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში, ამჟამად, მცხოვრებმა გელა თვაურმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა დაიწყო.

 

,,ატმის ბაღებიც გავაშენე, მაგრამ მისი მოსავალიც გამინადგურდა. ყურძენი რა დღეშია, თქვენც კარგად ხედავთ. ზარალიც არავინ აანაზღაურა. გული იმაზე მწყდება, რომ სადაც კი მივედი, სამინისტროებში, არავინ დამეხმარა. გაზაფხულიდან ისევ შევეცდები მივხედო სოფელს. პარნიკების გაშენება მინდა, მაგრამ ვის მივმართო?!"

 

იხ. ვიდეო:

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.