რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
,,ნაწყენი ხმა ცხინვალიდან" - ოსი, აფხაზი და ქართველების ისტორიების მოსმენა

 

,,ამ ნაწილში ნაწყენი ხმა ისმის" - ასე შეაფასეს აუდიო ჩანაწერის მოსმენისას ოსი ქალბატონის ხმა, როდესაც  ინტერვიუში,  გორელი რამდენიმე მეზობლის დამოკიდებულებას შეეხო. 

 

,,აქ კი, რა ოპტიმისტურად საუბრობს" - ინტერვიუს ეს ნაწილი ქართველის, მაშინდელი ერთ-ერთი მილიციონერის მხრიდან, მისთვის გაწეულ დახმარებას ეხებოდა.

 

ინტერვიუ ვრცელია. ოსი ქალბატონი ყვება, თუ როგორ ცხოვრობდა გორში, ვისთან ერთად მუშაობდა, სად მუშაობდა, მერე როგორ აირია პოლიტიკური ვითარება; როგორ ეუბნებოდნენ სამსახურში, რომ გასულიყო აქციაზე როკის გვირაბის დანგრევის მოთხოვნით, შემდეგ, როგორ დაიწყო სახლების აფეთქებები, როგორ ცდილობდნენ წასულიყვნენ ცხინვალში გორიდან, ვინ ეხმარებოდა და ვინ არა; როგორ შეეგუვნენ ახალ ცხოვრებას და ა.შ.

 

მოკლედ, საზოგადოება ,,პოზიტიური ცვლილებების" წარმომადგენლები ცხინვალში და სოხუმში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კოლეგებთან ერთად, ომისგან დაზარალებულებს შორის ინტერვიუეს წერენ. შემდეგ ამ ინტერვიუებს არჩევენ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეკრებილ სამივე მხრიდან შეკრებილ საზოგადოებას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს ასმენინებენ.

 

,,ჩვენ არა მარტო ვუსმენთ, არამედ შემდგომ ვმსჯელობთ კიდეც" - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი თინათინ ასათიანი, რომელმაც ინტერვიუები ძალადობის დაცვის ქსელის გორის ოფისში გასაცნობად ჩამოიტანა. 

 

,,ყოველთვის ამბობენ, ხოლმე, რომ წარსული დავივიწყოთ და ვიყუროთ მომავლისკენ. როცა ეს იდეა მოვიფიქრეთ, თავდაპირველად, შეგვეშინდა, რომ უკუეფექტი არ ჰქონოდა. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც თითოეული ადამიანი უსმენს იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელმაც ომის დროს დევნა და ტანჯვა განიცადა, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება იცვლება" - ამბობს თინათინ ასათიანი.

 

ინტერვიუების ჩაწერაში ორგანიზაციას ცხინვალში და სოხუმში კოლეგები ეხმარებიან. მსმენელები ინტერვიუერებს სახეზე ვერ ხედავენ, ისმის, მხოლოდ, ხმა.

 

თინათინ ასათიანი ამბობს, რომ შეხვედრების დროს, ხშირად, ისეთ ადამიანებს წააწყდებიან, რომლებსაც საინტერესო ისტორიები აქვთ გადახდილი. შემდეგ კი, ინტერვიუს ჩაწერას მას სთავაზობენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას,
რომ
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ
22:14 / 26.03.2026
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში,
მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
12:13 / 26.03.2026
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა
დაკარგა და გზის სავალი
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი
22:10 / 25.03.2026
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა,
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა,
12:08 / 25.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.