რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
რა ხდება ბუნებრივი აირის ბაზარზე - ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასება
საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ კომპანიასთან, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დისკუსიაში, ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე პრაქტიკული მონოპოლისტი, – „სოკარ ჯორჯიაც“ ჩაერთო.

ამის შესახებ განცხადებები კომპანიის ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმაც გააკეთა.

მამედოვი აცხადებს, რომ ნებისმიერი მოთხოვნის პირობებში, „სოკარი“ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას სრულად უზრუნველყოფს.

თუმცა, ახალგაზრდა ფინანსისტა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად ქართული მხარისა და აზერბაიჯანული „სოკარის“ მეტნაკლებად ნაყოფიერი თანამშრომლობისა, აუცილებელია ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხში მაქსიმალური დივერსიფიკაცია.

,,ამ პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას აჩენს, თავად საქართველოს ხელისუფლებისა და „სოკარის“ თანამშრომლობის წარსული გამოცდილება" - აცხადებს ორგანიზაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

ბოლო წლებში „სოკარს“ ქართულ ბაზარზე უჭირავს გამოხატულად დომინანტური პოზიცია, არა მარტო ბუნებრივი აირის, არამედ საწვავის ბაზარზეც.

ანალიტიკოსის შეფასებით, „სოკარი“ არაკეთილსინდისიერად იყენებს მის პოზიციებს საქართველოში, რითაც არღვევს ბაზრის მთავარ პრინციპს, შესაბამისად, ხსენებულ ბაზრებზე, ფასწარმოქმნა არ ხდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში.

ანდრია გვიდიანი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ასეთ მონაცემებს აქვეყნებს:

ფაქტი 1. ავტოგაზი

მოგეხსენებათ, ავტოგაზის ბაზარზე სოკარი ერთადერთი საბითუმო მიმწოდებელია, თავადვე ფლობს საცალო ქსელის მნიშვნელოვან წილს. 2014 წელს ამ კომპანიამ საცალო ქსელში კონკურენტებს გაუზარდა მიწოდების ფასი, ხოლო საკუთარ ქსელში საბითუმო ფასი შეამცირა. შედეგად, კონკურენტი კომპანიების გარკვეული ნაწილი გაკოტრდა და საცალო ქსელში „სოკარის“ პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. მოგვიანებით, კომპანიამ ფასები საკუთარ ქსელშიც გაზარდა. მსგავსი მონოპოლიური გადაწყვეტილებით დაზარალდა, ქართველი მომხმარებელი.

ფაქტი 2. დიზელი


საქართველოში „სოკარი“ აკონტროლებს დიზელის ბაზრის, დაახლოებით, 80%–ს. 2014 წელს საქართველოს უმაღლესი დელეგაცია ბაქოს ეწვია, ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო საწვავის ფასები. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრები საწვავის მიწოდების ფასების შემცირებას ითხოვდნენ. ამ ფონზე, აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელდა იმავე მამედოვის განცხადება, რომ აზერბაიჯანს პრობლემები ჰქონდა დიზელის მოპოვებასთან დაკავშირებით და საქართველოსთვის მიწოდების შემცირებას, შესაბამისად, დეფიციტის შექმნას გეგმავდა. ეს განცხადება, იყო ერთგვარად საბოტაჟის შემცველი საქართველოს მთავრობის მიმართ, შესაბამისად, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების შესახებ საუბარიც კი შეწყდა.

ფაქტი 3. თურქმენული ალტერნატივა

2013 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა გააკეთა განცხადება ქვეყანაში შედარებით დაბალფასიანი თურქმენული ბენზინის შემოტანის შესახებ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული სოკარის პოზიციების შერყევას ნიშნავდა. ამის შემდეგ, თბილისში „სოკარის“ წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება, რომ გადაიხედებოდა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი, როგორც ფასები, ასევე მოცულობა. ამის შემდეგ, საქართველოში დაბალ ფასად საწვავის იმპორტირების საკითხი დღემდე დახურულია.

რაც შეეხება გაზის ბაზარს უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე ბუნებრივია ყოველთვის მიდიოდა საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციაზე ფიქრი და მუშაობა. ამ კუთხით რამოდენიმეჯერ წამოიწია საქართველოში თურქმენული ალტერნატივის გაჩენის საკითხი, რომელიც საკმაოდ კონკურენტული ფასით არის წარმოდგენილი. თურქმენეთში არსებული „თენგიზის“ საბადო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, როგორც კავკასიის ისე ევროპის გაზმომარაგებაში, თუმცა ყოველთვის თურქმენული ალტერნატივის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აზერბაიჯანი იყო. ასეთი მიდგომა რა საკვირველია ბუნებრივია და „სოკარი“ მაქსიმალურად შეეცდებოდა ნებისმიერი ალტერნატივის ხელის შეშლას გამომდინარე იქიდან, რომ არ დაეკარგა მონოპოლისტის მდგომარეობა ქართულ ბაზარზე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ინარჩუნებს დიპლომატიური ეტიკეტის წესებს, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის მისამართით ნებისმიერი განცხადება მაქსიმალურად რჩება ეთიკურობის ფარგლებში.

აქვე აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ქართული რეგულაციებით ბუნებრივი აირის ბაზარზე, მესამე პირის ქსელზე დაშვება კომერციულ სეტორში არის დერეგულირებული, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ახალი კომპანიის და ახალი მომწოდებლის გაჩენა ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს. ამასთან კონკურენტული ფასის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგისთვის, კონკრეტულად თბოსადგურებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენტული ფასის მეშვეობით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის წარმოების თვითღირებულება შემცირდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.