რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში ,,განახლებული რეგიონების'' პროექტის ფარგლებში ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
გორში, სტალინის გამზირზე, ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთავრობის მიერ გამცხადებული, 4-წლიანი პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხოციელდება.

ეს პროგრამა 2021 წლის აპრილში დამტკიცდა, თუმცა გორის მერია ამ ფასადების რეაბილიტაციას 2020 წლის გაზაფხულზე აპირებდა, თუმცა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ,,ჩაიშალა.

გასულ წელს მერია გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე 28 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავდა, თუმცა 2021 წელს ეს გეგმა ,,განახლებული რეგიონების'' პროგრამაში აღმოჩნდა.

ამჟამად, სამუშაოებს კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი'' ახორციელებს. კომპანია სხვა მუნიციპალიტეტებშიც მუშაობს და ჯამში 20 მლნ ლარს აითვისებს.

გორში მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცლას.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, ის 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.