რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,გიბრუნდები შენი შვილი გრიშა'' - გრიშა კუდუხაშვილი ხურვალეთიდან


ფოტო: გრიშა კუდუხაშვილი

გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უამრავი პრობლემის და მყიფე მშვიდობის მიუხედავად, სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ. მშობლიური მიწის მცველებად რჩებიან და ცდილობენ იქაურობა უკეთესი გახადონ. ერთ-ერთი ასეთი 76 წლის გრიშა კუდუხაშვილია, რომელმაც საკუთარი შრომით და მონდომებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამაგალითო სასათბურე მეურნეობა მოაწყო.

ეს ამბავი 90-იანი წლების მიწურულს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოხდა - საზღვრის კონტროლიორმა იგივე მებაჟემ ჯერ პასპორტში ჩაიხედა, შემდეგ კი მგზავრს ახედა და უთხრა:

„ბიძა კაცო, 4 წელიწადზე მეტი წასული იყავი იქით [ვლადიკავკაზში], ერთხელაც არ ჩამოსულხარ და ახლა ბარგზე გეტყობა რომ უკან ბრუნდები”.



ფოტოზე: გამყოფი ხაზი ხურვალეთის სიახლოვეს

მებაჟის ნათქვამს მგზავრმა ლექსად უპასუხა:

“ბებერ არწივს მომენატრა ფრენა, დამავიწყდა როგორია ლხენა,

მომენატრა მშობლიური მხარე, ტირიფონის ველზე გადარბენა,

გენაცვალე საქართველოს მიწავ, ტკბილი არის შენი რიყის ქვიშა,

ვერ მომერგო მე ოსეთის მიწა, გიბრუნდები შენი შვილი გრიშა”.



ფოტოზე: გრიშა კუდუხაშვილი და მისი მეუღლე ციალა ჯაგიევი

გრიშა კუდუხაშვილი ვლადიკავკაზიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში 90-იანი წლების მიწურულს დაბრუნდა, რადგან მშობლიური მიწიდან შორს ცხოვრება ვერ შეძლო.

“სახლი აშენებული, ცხოვრება მოწყობილი მქონდა, მაგრამ ქვეყანა აირია და მაშინდელი ოს-ქართველობის დროს, მეც დამადგნენ ავტომატებით. მითხრეს, 3 თვეში უნდა წახვიდეო. წავედი ვლადიკავკაზში, ჩემს ცხოვრებაში რომ ვერ მოვიფიქრებდი, რომ იქ წავსულიყავი. ვიყიდე მიწა, იქაც ამნაირი სახლი მინდოდა ამეშენებინა, სარდაფი გავაკეთე, გადავაფარე, მეორე სართული მინდოდა დამედგა, მაგრამ ვერ გავჩერდი იქ. ჩალის ფასად გავყიდე მიწაც, სარდაფიც და დავბრუნდი ისევ აქ”.
გრიშა ამჟამად 76 წლის არის და მეუღლესთან ერთად იმ სოფელში ცხოვრობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

„გული არ მიჩერდებოდა არსად, ერთადერთი ხურვალეთი და საქართველო. შემეძლო პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადშიც დამემკვიდრებინა თავი, მარა არა! იქაური გოგოც არ შევირთე, თუმცა ბევრი კაი გოგო იყო. ეს [მეუღლე] ჩემთან სწავლობდა სკოლაში, ეს მიყვარდა და ეს შევირთე”.

საოკუპაციო ხაზიდან, 300 მეტში გრიშამ სასათბურე მეურნეობა მოაწყო. ამბობს, რომ ამ საქმის მთავარი სარგებელი ახალგაზრდებისთვის ბრძოლის და არდანებების მაგალითის ჩვენებაა.

„რომ ვხედავ, რომ ესე იცლება სოფლები… მინდოდა, რომ ეს ჩემი წამოწყება ახალგაზრდებისთვის მაგალითი ყოფილიყო. მინდვრად უკვე აღარაფრის მოსავლის მოყვანა აღარ შეიძლებოდა. სარწყავი წყალი აღარ გვაქვს. მაშ, სოფელში ვცხოვრობთ რისთვის? – ეგრე გამოდის იმისთვის, რომ ტალახი ვჭყლიტოთ. ახალგაზრდა როგორ გაჩერდება? ძალიან რთული პრობლემაა. სოფლები იცლება. არ იქნება სოფლები, აღარც საქართველო იქნება”.



ფოტოზე: გრიშა კუდუხაშვილი სათბურში

გრიშა კუდუხაშვილმა სათბურის მოსაწყობად ფინანსური დახმარება USAID-ისგან მიიღო, თუმცა ყველაფერი მარტომ გააკეთა - ეზოში ხეივანი დაშალა, სახლის ღობეში ჩასმული ბოძები ამოყარა და სათბურისთვის კონსტრუქცია შექმნა. სპეციალური ამწე მოწყობილობაც თავად გააკეთა, თუმცა მეზობლებისაც მადლიერია, რადგან სათბურის გადახურვის დროს დაეხმარნენ.

“სამეზობლოს ხან კიტრს ვაწვდი, ხან ჩითილს ვაწვდი, მწვანილს. ადრეული რაც მომყავს, იქიდან წილში მყვანან. ვეხმარები იმათაც, მიუხედავად იმისა, რომ ესე ჯანგამოცლილი კაცი ვარ, მარა სული მაქვს გაუტეხელი. სანამ პირში სული მიდგია, როგორ შეიძლება ჩემი გაჩერება”

გრიშას სათბურს ცელოფნის გამოცვლა სჭირდება, რაც გრიშას დათვლით, 1 800 - 2 000 ლარი დაჯდება.
„მე ვფიქრობ იმასა, რომ ზევიდან რომ გადმოიხედებიან ხოლმე, ამ გადატიტვლებული ტირიფონის ველის და გაუბედურებული სოფლების ნაცვლად, აყვავებული სოფლები დაინახონ. ეგ არ მინდა ვათქმევინოთ, რომ რა ტერიტორიაც აქვთ, იმასაც ვეღარ უვლიანო…“

qartli.ge-სა და რადიო მოზაიკის ერთობილი მასალა მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Newtork-ის დახმარებით. ვიდეოებში წარმოდგენილ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მედია-საშუალებას და იგი არ ასახავს, USAID-ის, შეერთებული შტატების მთავრობის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.