რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ახალგორში საქართველოს მოქალაქეებს დაკრძალვაზე დასწრების უფლება აეკრძალათ
2016 წლიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებულ ახალგორის რაიონში ახალი შეზღუდვები დაწესდა. ეს კი ახლონათესავების დაშორების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

სტატიას ამის შესახებ ვებ-პორტალი ,,ეხო კავკაზა" სათაურით ,,არც მოკვდე და არც იქორწინო" აქვეყნებს.

ახალგორის მკვიდრი თამარ მეარაყიშვილი ,,ეხო კავკაზას" ჟურნალისტს უყვება, რომ ახალგორის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს, მხოლოდ დაკრძალვის დღეს შეეძლოთ შესვლა, თანაც რამდენიმე საათით.

,,ჭირისუფლებს უნდა შეედგინათ 10 კაციანი სია, თუ ვინ დაესწრებოდა დაკრძალვას. ამ სიას რამდენიმე ინსტანცია უნდა გაევლო. ის ჯერ სოფლის გამგებელს უნდა ენახა, შემდეგ ადგილობრივ უშიშროების კომიტეტთან გაეგზავნათ." - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

რესპონდენტი ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც არაინფორმირებული მოსახლეობა შეზღუდვებს წააწყდა.

მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში ადამიანი გარდაიცვალა. მოსახლეობამ, სწორედ, ამის შემდეგ შეიტყო შეზღუდვების შესახებ. სია უშიშროების კომიტეტში მიიტანეს, სადაც უპასუხეს, რომ ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია. გარდაცვლილის მეუღლემ რაიონის ადმინისტრაციიდან მისულ თანამშრომლებს საყვედურით მიმართა; რომ მათ თანაგრძნობა არ შეუძლიათ. ჭირისუფალი ნანობდა, რომ ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ დასახლებაში არ გადაასვენა, რათა მთელ ოჯახს ეგლოვა.

ჭირისუფალთან ჩინოვნიკები თავს იმართლებდნენ და თანაუგრძნობდნენ. მეარაყიშვილის თქმით, ისინი ყველაფერს ცხინვალს აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ რეგულაციები დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა.

,,მიუხედავად ამ ყველაფრისა, რამდენიმე ნათესავმა საზღვრის გადმოკვეთა მაინც მოახერხა“- ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

კერძოდ, საზღვარზე გარდაცვლილის და-ძმა გაატარეს, ესეც იმიტომ, რომ თამარ მეარაყიშვილის ცნობით, ვიღაც გავლენიანი პირი ჩაერია.

,,ეს გავლენიანი პირი დე-ფაქტო პრეზიდენტ თიბილოვთან მივიდა და და-ძმის შეშვება სთხოვა. გამოდის, რომ ზოგისთვის შეზღუდვებია, ზოგს კი შეღავათებს უკეთებენ. ასე არ შეიძლება, ყველას ერთნაირად უნდა ექცეოდნენ. ვინ მიიღო ეს ახალი შეზღუდვები, არავინ იცის. არც ოფიციალური განაცხადი არსებობს. მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. როდესაც არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ერთმანეთს აბრალებენ. მე არ მაინტერესებს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ფაქტია, შეზღუდვები არსებობს.“ - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

შეზღუდვების გამო კი, ოჯახები გაიყო. ადგილობრივებს როგორც შეუძლიათ, გამოსავალს ისე პოულობენ. ხანდახან, მძიმე ავადმყოფები საქართველოში, ნათესაობასთან ახლოს, გადაყავთ, რათა გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვას დაესწრნონ.

სტატიის ავტორი 2014 წელს გამართულ ქორწილს იხსენებს.

ისტორია ასეთია.

2014 წელს ოსი ვაჟი ქართველ გოგოზე დაქორწინდა. პატარძალს ახალგორში გადასვლის ნება არ მისცეს. ოჯახი იძულებული გახდა, რომ ქორწილი გოგოს ოჯახში, კახეთში გადაეხადათ.

ქორწლის შემდეგ კი, რძალს ახალგორში ცხოვრების უფლება მაინც არ მისცეს.

ერთი წლის განმავლობაში ვაჟი იძულებული იყო, დღე სამსახურში, ახალგორში გაეტარებინა, ხოლო საღამოს საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მეუღლესთან წასულიყო. პირველი შვილიც ამ პერიოდში შეეძინათ.

დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში ადგილობრივი უშიშოების წარმომადგენლები ვაჟს ეუბნებოდნენ, რომ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, შეეძლო საცოლე ახალგორშივე მოეძებნა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.