რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ძარის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღეს გლოვის დღეა. მოქალაქეები ,,ძარის ტრაგედიის'' დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ.

30 წლის წინ, 1992 წლის 20 მაისს ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა დაცხრილეს, სადაც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.

იმ დროინდელი ქართული პრესის ცნობით, დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 16 მოქალაქე კი, დაშავდა. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სამართლიანობის ცენტრმა:

,,1992 წელის 20 მაისს, ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ძარასთან სატვირთო ავტომანქანები ჩაცხრილეს, რითიც ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო ცხინვალიდან გაქცეული ეთნიკურად ოსი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონა გადაადგილებოდა. ამ სასტიკი დანაშაულის დროს დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები, დაშავდა 16 ადამიანი. გადარჩენილი ადამიანების თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნა ყოველგვარი გაფრთხილების ან მოთხოვნის გარეშე მოხდა.

ძარაში ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაული 90-იან წლებში გამძვინვარებული შოვინიზმის და საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მიმართ გამოვლენილი სიძულვილის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა, რომელსაც დღემდე არ გასცემია სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში შავ ლაქად რჩება.

◾️ მაშინდელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს მოვლენა შეაფასა, როგორც ოსი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააზრებული ბოროტება, თუმცა, დანაშაული არ გამოძიებულა და პასუხი არავის უგია.

◾️ ამგვარ დანაშაულებზე სამართლიანი და სანდო მართლმსაჯულების განხორციელებას კონფლიქტის გამოცდილების მქონე საზოგადოებებს შორის მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის გრძელვადიანი მნიშვნელობა აქვს.
◾️ თუმცა სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე არაა მზად ომის და შუღლის მძიმე ისტორიების და ორმხრივი ტრავმების გადასააზრებლად.
◾️ ზოგადად ამ პერიოდის ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი ქართულ და ოსურ საზოგადოებებისთვის უმძიმეს ტრამვატულ მეხსიერებას და ტკივილს უკავშიდება და ის ორმხრივ კრიტიკულ გადააზრებას საჭიროებს. სამწუხაროდ, არც ქართული და არც ოსური ნაციოლისტური პროექტები და პოლიტიკები ამგვარი გადახედვის რესურსს დღეს არ ატარებს.
◾️ ნიშანდობლივია იმის აღნიშვნა, რომ ქართველი და ოსი თემები ისტორიულად ყველაზე ახლოს თანაცხოვრობდნენ და მჭიდრო ნათესაური კავშირები ჰქონდათ და გარკვეულწილად დღემდე აქვთ. 90-იანი წლების უმძიმესი კონფლიქტის შემდეგაც კი ამ ხალხებმა მეტწილად საკუთხარი ძალისხმევით ურთიერთობის და კავშირების აღდგენა შეძლეს, სანამ 2008 წლის ომმა კვლავ მძიმე კრიზისში არ შეიყვანა ჩვენი ურთიერთობები.

კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე საუბრისას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამგვარი მძიმე გამოცდილებების გახსენებას, შეიარაღებული კონფლიქტების დროს ჩადენილი ორმხრივი დანაშაულების აღიარებას და სწორ გადააზრებას. ჩვენ, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვინდა ხელი შევუწყოთ გადააზრების ამ პროცესს, რაც არ უნდა მტკივნეული და მგრძნობიარე იყოს ის ჩვენი საზოგადოებისთვის და გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ. '' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.