რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ლელო კაბულაშვილი - დიდი ყელეთი


სოფელი დიდი ყელეთი თრიალეთის ქედზე მდებარეობს. უფრო კონკრეტულად ქედის იმ კალთაზე, რომლითაც გზა ძამის ხეობაში გადადის.

რუკაზე თუ დახედავთ, ძალიან ახლოსაა ორთუბანი, ძამის ხეობის სოფლები. იმაზე ახლოს, ვიდრე დიდი ყელეთიდან მდინარე მტკვარი.

სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა სოფელ წრომიდან ადის. მაშინვე იწყება რთული გზა. ალაგალაგ გზაზე ბეტონი დააგეს, თუმცა ბოლომდე არაა მიყვანი.

ჯერ პატარა ყელეთი გავიარეთ, როგორც გავცდით თითქმის 10-კომლიან სოფელს, შორიდანვე გამოჩნდა ტყეში ჩაკარგული სოფელი. სწორედ ის აღმოჩნდა დიდი ყელეთი.



სოფელი ისე გავიარეთ, გარეთ არავინ იყო. მანქანა წყაროსთან გავაჩერეთ. შორიახლოს საქონელი ძოვდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ახლოს მწყემსი იქნებოდა ან სადმე ადამიანი.

- მასპინძელო! დავიყვირეთ სახლების მიმართულებით.

შორიდან ქალის ხმა გაისხმა? - ,,ჰოუ, რომელი ხარ?!"

- სოფლის სტუმრები ვართ!



პატარა კიბეებით, რომელიც ბორცვზე იყო გამოყვანილი, აღმოვჩნით დასახლების ყველაზე მაღალ ადგილას, სადაც ბელეტაჟის ტიპის სახლი დაგვხვდა აშენებული. სხვა სახლები ხისგანაა აშენებული და სიძველის კვალი ეტყობა.

ჩვენი მასპინძელი ლელო კაბულაშვილი აღმოჩნდა. ის დიდ ყელეთშია დაბადებული. მისი მეუღლე ზნაურის რაიონიდანაა. აგვისტოს ომის შემდეგ, ზნაურის რაიონში აღარც ყოფილან. გადაწყვიტა, რომ მამის სოფელში სახლი აეშენებინა.



ლელომ მოგვიყვა, რომ ოდესღაც სოფელში თითქმის 200 კომლი ცხოვრობდა. 1990-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტისა და შემდეგ სიდუხჭირის გამო, სოფელი მთლიანად დაიცალა. ამჟამად სოფელში სულ რაღაც 3-4 ოჯახი რჩება.

ზამთარში, თოვლის დროს, გზა იკეტება, ამიტომაც, წლის ცივ დროს, ერიდებიან სოფელში ყოფნას. ზაფხულში კი ხალხი მატულობს, ძირითდად დამსვენებლები. რამდენიმე კილომეტრში ყელეთის ტბაა, სადაც ხაშურიდან და რაიონის სხვა სოფლებიდან პიკნიკზე დადიან.

ლელო ამბობს, რომ მთავარი პრობლემა გზაა. განსაკუთრებით, ზამთარში. ხანდაზმულ ხალხს ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა სჭირდებათ. უამინდობის დროს, მანქანა ვერ ადის სოფლამდე.

,,ხშირად კითხულობენ ასაკს, რა ასაკის არის ავადმყოფიო'' - იხსენებს ლელო.

ლელო 73 წლისაა. შვილები და შვილიშვილები ქალაქში ცხოვრობენ. დაამთავრა წრომის საჯარო სკოლა. ბავშვობაში ოცნებობდა, რომ მამიდებს დამსგავსებოდა, რადგან როგორც იხსენებს, ძალიან ვაჟკაცური მამიდები ყავდა.



,,ძალიან ვაჟკაცური მამიდები მყავდა. ერთი მამიდა შუბითიძეებში იყო გათხოვილი. დედა მეუბნებოდა, რომ შენც მამიდებს ჰგავხარო. მამიდა 13 წლის ასაკში გაათხოვეს, ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობდა. ძალიან საამაყო მამიდები მყავდა'' - იხსენებს ლელო.

სოფელი რაკი მთის ზონაში შედის, ამინდი ხშირად იცვლება. დეკემბრის თვეში წვიმა წამოვიდა. წითელმიწა ნიადაგი მალე ტალახდება, ამიტომ, სოფლის დატოვება სწრაფად მოგვიწია, რათა მალე გზა გაუვალი გახდებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.