რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რეპრესიების მსხვერპლი შეიქმნა ირაკლი მურვანიშვილი, - ცნობილი ქართველი მეტყევისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ მურვანიშვილის შვილი.
ძველი სურამი გაშიშვლებულ მთებს შორის არის მოქცეული, დღევანდელი კი სიმწვანეშია ჩაფლული. ეს კი ბატონ მიხეილის უდიდესი დამსახურებაა. მას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მიხეილის ერთ-ერთი ვაჟი ქაიხოსრო 1918 წელს შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ოჯახის იმედად ირაკლი რჩებოდა, მაგრამ აქაც უტყუნა ბედმა მიხეილ მურვანიშვილს.
21-წლის ირაკლი 1924 წლის სისხლიანმა აგვისტომ შეიწირა. თუმცა მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია აჯანყებაში.
,,მიხეილ მურვანიშვილი დედაჩემის ძმა იყო.'' - იხსენებს თინა ქებაძე-ინასარიძე, რომლის მოგონება ხაშურის მუზეუმში ინახება.
,,ჩემმა ბიძაშვილმა ირაკლიმ გადაწყვიტა იტალიაში წასვლა ხატვის შესასწავლად. მას საკმაოდ კარგად ეხერხებოდა ხატვა. მშობლებიც მოწადინებული იყვნენ. ამ დროს მიხეილი სურამში ცხოვრობდა. ირაკლი თბილისიდან სურამში ჩამოვიდა დედმამასთან. მოვიდა ჩვენთანაც გამოსამშვიდობებლად. ძალიან უყვარდა მამიდა.
დაბინდებისას წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ უკან მობრუნდა, რაღაც გული არ მიწევს, რომ წავიდეო. კიდევ დაგვემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა.
საბჭოს წინ რომ გაუვლია, მაშინ დაუჭერიათ. ჩვენ იმ დღესვე გავიგეთ ეს ამბავი. დედაჩემს დავუმალეთ, ძალუაჩემთან და ბიძაჩემთან წავედით, რომ გაგვეგებინებინა ირაკლის დაჭერის ამბავი. ბიძაჩემი - მიხეილი ამ დროს ბორჯომში მუშაობდა და იქ იმყოფებოდა.
იმ ღამეს საბჭოში ჰყოლიათ ირაკლი. მეორე დღეს მივედით და გვაჩვენეს. ძალუაჩემმა ბიძაჩემთან ნინო (მიხეილ მურვანიშვილის ქალიშვილი) გაგზავნა.
ბორჯომში ამ დროს კრავცოვი იყო, გავლენიანი პიროვნება და ბიძაჩემმა მას თხოვა დახმარება. მან წერილი გამოატანა ნინოს... დედაჩემი და ძალუაჩემი ხაშურში , სადგურზე დახვდნენ... მაგრამ ირაკლი თურმე უკვე დახვრეტილი იყო. ზემო სერზე დახვრიტეს...
ბორჯომში წავიდნენ და ბიძაჩემს გააგებინეს ეს ამბავი. მაშინ თურმე მიხეილს თავის მოკვლა გადაუწყვეტია...“
გაზეთი ,,მუშა“ ირაკლი მურვანიშვილს თავადობას აბრალებს და გამოუსწორებელ კონტრ-რევოლუციიონერად რაცხს. ასე ინათლებოდა ყველა უდანაშაულო ხელისუფლების მხრიდან, სისხლის ღვრას გამართლება ხომ სჭირდებოდა.
ავტორი: თამაზ ლაცაბიძე, ხაშურის მხარედმცოდენობის მუზეუმის ხელმძღვანელი
როგორ დახვრიტეს მიხეილ მურვანიშვილის შვილი 1924 წელს
ფოტოზე: მიხეილ მურვანიშვილი და ბარბალე
გულისაშვილი შვილებთან. მარცხნიდან: ირაკლი, ქაიხოსრო, ქეთევანი.
1905(?) წ.

ამავე კატეგორიაში
გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა, მაშინ
როცა ტანას ხეობის 10-მდე სოფელი ისევ გზის გარეშეა. ადგილობრივები
ზამთრის მოახლოებას შეშის ბარათებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე
ხვდებიან და შიშობენ, რომ ხეობას მოსახლეობისგან მიზანმიმართულად
ცლიან.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურში 2021 წელს მოწყობილი სკვერი
სოფელს მოსწყდა. 2023 წელს ადიდებულმა მდინარე ტანამ ხის
დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რომლის ნაკვალევიც დღეს აღარ ჩანს,
ადგილობრივ ხელისუფლებას კი გადასასვლელი ამ დრომდე არ აღუდგენია.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ცნობით, ტემპერატურის
კლებისა და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს
დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ
საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ
შეუწყდებათ.
გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ
ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან. ისინი იმ 232
ადამიანს შორის მოხვდნენ, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის
დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
„სოკარ გაზის“ ქარელის ფილიალის მენეჯერი, გივი ბუზიაშვილი სოციალურ
ქსელში წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო.
თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც კომპანიას და არც გაზის
ტრანსპორტირების კომპანიას არ გაუვრცელებია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები