რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა.'' - გსუ-ს სტუდენტი
დღეს საქართველოს პრერმიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ
ქვეყანა 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების
გახსნას.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ... დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად... ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დღემდე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტები, მათ შორის, გორში, მუშაობენ იმ თემებზე, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა იმისათვის, რომ გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი.
გორის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში, სადაც სტუდენტები თავიანთ ნაშრომებს აქვეყნებენ, ერთი თავი მთლიანად მიძღვნილი აქვს იმ სიკეთეებს, რასაც საქართველო მიიღებს როგორც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ასევე გაწევრიანებისკენ სწრაფვის შედეგადაც კი. მასალა მომზადებულია 2021 წელს, თუმცა მას შემდეგ, უნივერსიტეტს სტუდენტთა შრომების კრებული აღარ გამოუცია.
სტუდენტის ნაშრომში ვკიხულობთ:
,,ევროკავშირი სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 ქვეყანა. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს.
ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე.
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა.
მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ უკიდურეს ნიშნულებს მიაღწია. საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა და სიღარიბემ გლობალური მოვლენის სახე მიიღო. სწორედ ამიტომ 1995 წლიდან საქართველო ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (Generalized Scheme of Preferences, (GSP)) სარგებლობს.
1996 წლის 22 აპრილს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება 1999 წელს შევიდა ძალაში. ევროკავშირმა ანალოგიური შეთანხმებები აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 10 ქვეყანასთან გააფორმა.
2014 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა" დაამტკიცა.
2016 წლის 1 ივლისს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში.
საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს:
ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას;
გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას;
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების ზრდას; ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას;
ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის შექმნას; ადგილობრივი წარმოების მასშტაბების ზრდის კვალობაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და გაფართოებას;
ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას;
ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას;
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას;
სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
ზოგადად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას: მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 4,3 %-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო იმპორტის 4,4 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით, ხოლო იმპორტის 7,5%-ით ზრდას.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით.
შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორის გარდა, რომელზეც იმოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვა), გათავისუფლდება საბაჟო ტარიფისგან ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას.
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კანონმდებლობის დაახლოება უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ამასთან, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე.
საბაჟო სფეროში კანონმდებლობის დაახლოების შედეგად, საქართველოს საბაჟო რეგულაციები დაუახლოვდება ევროკავშირის პროგრესულ რეგულაციებს.
განხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველო- ევროკავშირს შორის ექსპორტ/იმპორტის პროცედურების გამარტივებას, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.
მომსახურებით ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთეს პირობებს.
რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების განხორციელება? სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემის გაუმჯობესება, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და განხორციელება გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და აამაღლებს სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას; დაიცავს ქვეყანას მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისგან, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს უზრუნველყოს ვეტერინარული კეთილსაიმედოობა და ხელს შეუწყობს ქართულმწარმოებლებს განახორციელონ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ. მათ შორის, აღსანიშნავია: ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი შესაძლებლობების გახსნა; ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა; გაუმჯობესებული ჯანდაცვა; ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარება.
ევროკავშირთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეეწყობა ევროკავშირის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელებში ჩართვას, საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტში ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვას. საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, მათ შორის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიება, მოპოვება და ტრანზიტი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტიანობა.
გარემოს დაცვის სფეროში ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას, რაც მიზნად ისახავს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას. მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეიმუშაონ ბუნების დაცვის ერთობლივი პროგრამები, უზრუნველყონ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაიცვან გარემო საწარმოო დაბინძურებისაგან.. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს: მრეწველობის სფეროში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივ დანერგვას, რაც გულისხმობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ნაშრომი ქვეყნდება
შემოკლებით
წყარო: გორის
უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული; 2021;
#13
ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები