რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია ,,ლაგი კაპიტალს’’ ავანსის სახით 1,12 მლნ ლარი 2024 წლის 15 იანვარს ჩაურიცხეს.
საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისსა და შინდისში მდებარე საბავშვო ბაღებს. ამ ბაღების რეაბილიტაციისთვის 5,6 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. ხელშეკრულება 2023 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა. 2024 წლის 15 იანვარს თანხა ავანსის სახით ჩაურიცხეს, თუმცა საბავშვო ბაღები დღეს ამ მდგომარეობაშია.
2024 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრამდე, კომპანიამ კარ-ფანჯრები დახსნა, ნაგავიც ადგილზე დატოვა და ნაკისრი ვალდებულებებიც არ შეასრულა.მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის 27 იანვარს შეწყვიტა. მანამდე, 15 იანვარს, კომპანიამ დამკვეთს თავად აცნობა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, ამ სოფლის აღსაზრდელები, 2023 წლიდან დღემდე, მშობლებს მეზობელ სოფლებში დაჰყავთ. უფრო მძიმე ვითარებაა შინდისში, რადგან, როგორც დავადგინეთ, შინდისის საბავშვო ბაღში მანამდე მერიის დაკვეთით ჩატარებული, სახურავის რეაბილიტაციის გამო, მუშაობა ისედაც შეწყვეტილი იყო:
,,ჩვენთან უფრო ადრე, 2023 წლამდე კარგა ხნით ადრე შეწყვიტეს მუშაობა,’’ - გვითხრეს სოფელში.
რა ხდება

კომპანია ,,ლაგი კაპიტალი’’ პარლამენტარ, ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას დის დაფუძნებული კომპანიაა. შემდგომში მფლობელი გახდა ირაკლი ზარქუას სიძე. ბოლოს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მფლობელი შეიცვალა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას თავდაპირველად, უნდა შეედგინა პროექტები. ეს უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში. პროექტების დამტკიცების შემდეგ, 12 თვეში უნდა მომხდარიყო შენობების რეაბილიტაცია.
როგორც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებშია აღნიშნული, 10 თვე ისე გავიდა, საბოლოო პროექტები არ იყო მზად.
განსაკუთრებით, სადავო გახდა ტირძნისის საბავშვო ბაღის პროექტი. თავდაპირველად, ,,ლაგი კაპიტალმა’’ ორსართულიანი შენობის ნაცვლად, ერთსართულიანი შენობის პროექტი მოამზადა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს აცნობა, ეს გამოწვეული იყო სოფლის მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დანიშნულმა ზედამხედველმა აღნიშნა თავის წერილში, რომ ერთსართულიანი შენობის პროექტის შედგენის საკითხი არ იყო შეთანხმებული დამკვეთთან, ამიტომ, ,,ლაგი კაპიტალს’’ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ორსართულიანი შენობის პროექტის მომზადება დაავალეს.
,,ლაგი კაპიტალმა’’, როგორც თავად საპასუხო წერილში უთითებს, მოამზადა ორსართულიანი შენობის პროექტი, თუმცა შედგენილი პროექტები კორექტირება მოსთხოვეს. ამასობაში დრო გადიოდა და 2024 წლის შემოდგომაც დადგა.
2024 წლის 15 ოქტომბერს, მუნიციპალური განვითარების ფონდს ზედამხედველმა აცნობა, რომ არცერთ ობიექტზე სამუშაოები არ იყო დაწყებული.
,,ლაგი კაპიტალმა’’ 2024 წლის 11 დეკემბრის, მუნიციპალური განვითარების ფონდს აცნობა, რომ ინტენსიური სამუშაოები დაიწყებოდა 2025 წლის 15 იანვრიდან, რადგან სამუშაოების შეფერხება გამოიწვია ფინანსურმა პრობლემამ. ამასთან, მიმწოდებელი იღებდა პასუხისმგებლობას აღნიშნული ვადის მიხედვით ეწარმოებინა ინტენსიური სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოთქვამდა თანხმობას შემსყიდველ ორგანიზაციას დაეწყო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პროცედურები.
ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 17 იანვარს, ,,ლაგი კაპიტალმა’’ დამკვეთს აცნობა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ობიექტებზე ვერ ხერხდებოდა სამუშაოების დაწყება. ამავე წერილის მიხედვით, სამუშაოებს დაიწყებდა 2025 წლის 24 იანვრიდან.
2025 წლის 27 იანვარს, მუნიციპალური განვითარების ფონდს ზედამხედველმა წარუდგინა ანგარიში, რომლითაც ირკვევა, რომ ორივე ობიექტის ტერიტორია იყო დაკეტილი და სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ამასთან, ,,ლაგი კაპიტალს’’ სრულყოფილად არ ჰქონდა მომზადებული საბავშვო ბაღების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია . ამასთან, მიმწოდებელს არ ჰქონდა გამოსწორებული საზედამხედველო ორგანიზაციის შენიშვნები. ამავე ანგარიშის მიხედვით, მიმწოდებელი ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.
საბოლოოდ, 2025 წლის 11 თებერვალს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა.
რა სამუშაოები შესრულდა
საზედამხედველო ორგანიზაციის შეფასებით, ლაგი კაპიტალმა შეასრულა შემდეგი სახის სამუშაოები:
,,სოფელ შინდისში დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო 2024 წლის 16 ოქტომბერს – შენობის მეორე სართულზე მოიხსნა ფანჯრისა და კარის ბლოკები, დემონტაჟი ჩაუტარდა ტიხრებსა და იატაკს. ამასთან, პირველი სართულის დემონტაჟი არ იყო დაწყებული, ხოლო მოცემული დროისათვის სამშენებლო ობიექტი იყო დაკეტილი და სამუშაოები არ მიმდინარეობდა’’ - ვკითხულობთ ანგარიშში
რაც შეეხება სოფელ ტირძნისის საბავშვო ბაღს, მიმწოდებელმა დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო 2024 წლის 16 ოქტომბერს – შენობის პირველ და მეორე სართულს ჩაუტარდა ნაწილობრივ ფანჯრისა და კარის ბლოკების დემონტაჟი, პირველ სართულზე მოიხსნა სამი ტიხარი, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით და ტერიტორიიდან არ იყო გატანილი სამშენებლო ნარჩენები. ამავე წერილის მიხედვით, ობიექტზე სხვა სახის სამუშაოები არ შესრულებულა და არც მოცემული დროისათვის არ მიმდინარეობდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,არ ზღუდავს დამკვეთის რაიმე უფლებას მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, მოითხოვოს თანხა, პირგასამტეხლოს ან/და აინაზღაუროს მიღებული ნებისმიერი ზიანი, ზარალი ან სხვა ხარჯი. აქვე გაცნობებთ, რომ დარიცხულმა ჯარიმამ დღეის მდგომარეობით შეადგინა 1 938 115.00 ლარი.''
დღეს რა ხდება?
2025 წლის 1 აპრილს ,,ლაგი კაპიტალი’’ შეიყვანეს შავ სიაში. გამოაცხადეს ახალი ტენდერი, ზუსტად იმავე თანხით, რა თანხაც იყო შარშან გათვალისწინებული.
5,6 მლნ ლარიან ტენდერში გამარჯვებული გახდა ,,ამხანაგობა მეგა ბილდი’’
ამხანაგობა „მეგა ბილდი“-ს ამხანაგობის წევრები არიან: შპს „BUILD TERRITORY“ და შპს „მეგავატ.ჯი“. შპს BUILD TERRITORY - დაფუძნებულია 2011 წელს. მისი მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია: ვახტანგ ქოიავა - 33.3%; ანდრია ქოიავა - 66.7%. შპს „მეგავატ.ჯი“ - დაფუძნებულია 2009 წელს, მისი მფლობელი კი ალექსანდრე ბელოუსოვია.
იხ. ამავე თემაზე:
,,ლაგი კაპიტალის'' მიტოვებული სკოლები
ზარქუას ოჯახის დაფუძნებულმა ,,ლაგი კაპიტალმა’’ ორი ბაგა-ბაღის კარ-ფანჯრების დახსნაში 1,12 მლნ ლარი მიიღო
მთავარ ფოტოზე: ტირძნისის საბავშვო
ბაღი

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები