რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მეკითხებოდნენ, - ვაი, ყური როგორ გაქვს?'' - რა თქვა ირაკლი დგებუაძემ დღევანდელ პროცესზე
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა
გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი, ირაკლი დგებუაძე, რომლისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოკითხვისას დგებუაძემ ისაუბრა მისთვის მზია ამაღლობლის მეირ მიყენებულ დაზიანებაზე - თქვა, რომ მზია ამაღლობელმა "ერთხელ დაარტყა მარჯვენა სახის არეში", რის შედეგადაც, განიცადა ტვკივილი და აღენიშნებოდა სიწითლე. დგებუაძემ გარკვეულწილად უკმაყოფილებაც გამოთქვა იმის გამო, რომ მის მიერ "განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში".
როგორც მოგეხსენებათ, თავდასხმა და ტკივილი, დარტყმა იყო წამიერი, იმ მომენტი განვიცადე ტკივილი, დარტყმის მომენტში - თქვა დგებუაძემ.
ადვოკატი: -შეიძლება თუ არა შევაფასოთ, როგორც ტკივილი იყო წამიერი
დგებუაძე: - იმწუთიერი.
დგებუაძის თქმით, მას მზია ამაღლობელმა მთელი ძალით დაარტყა, "რაც შეეძლო". ლოყა დარტყმიდან დაახლოებით ნახევარი საათის შედმდეგაც წითელი ჰქონდა. სიწითლე მისმა კოლეგებმა შეამჩნიეს და ეუბნებოდნენ - "ვაი, ყური როგორ გაქვს".
"დარტყმა იყო ძლიერი, ჩემი აზრით, რაც ქალბატონ მზიას შეეძლო, მის ძალებს რაც შეეფერება, მაქსიმალური ძალით დამარტყა, ამ დარტყმას ლოგიკურად რაც მოსდევს, რაც უნდა აღიქვა ადამიანმა, მეტი სინონიმი არ ვიცი, არის ტკივილი.
ჩემი სამუშაო კაბინეტი მდებარეობს იქ, მანამდე ეზოში რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა. ეს სიწითლის ნაწილიც რაღაც დიდი შოუს ნაწილი გახდა - დგებუაძის წითელი ლოყა. თქვენ მოგეხსენებათ, როცა გამომძიებელი დეტალურად აღწერს, მათ შორის სვამს შეკითხვას, დაზიანება რა სახის იყო - დაზიანება იყო მხოლოდ ის, რომ მქონდა შეწითლებული ის ადგილი, სადაც მზია ამაღლობელმა ხელი დამარტყა.
როცა ავედით სამუშაო ოთახში, შესასვლელში არის სარკე, დამაინტერესა რატომ მეკითხებოდა ამდენი ადამიანი - ვაი, ყური როგორ გაქვს, მქონდა სიწითლე, რომელიც შემდეგ გამომძიებელს დავუფიქსირე დაკითხვის დროს.
რამდენიმე თანამშრომელმა, ეზოში ყოფნის დროს, 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიწითლე გაქვს. მე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ ყურის მიდამოებში მქონდა სიწითლე" - დგებუაძემ.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დგებუაძეს ჰკითხა, ყურის სიწითლე ხომ არ შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო, მაგალითად ტემპერატურის გამო, რადგან დგებუაძეს ყური, სხდომათა დარბაზშიც წითელი ჰქონდა - "ბატონო ირაკლი, ახლაც წითელი გაქვთ ყური თქვენ" - უთხრა მწარიაშვილმა დგებუაძეს.
რაც შეეხება საქმის გარემოებებს, დგებუაძეს სხდომის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მიუთითა მზია ამაღლობელს, რომ თუ ის საკუთარ ქმედებას დანაშაულად დააკვალიფიცირებდა, შეიძლება ნაკლებად მკაცრი სასჯელი დამდგარიყო.
ადვოკატმა დგებუაძეს ჰკითხა, მისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია თუ არა მზია ამაღლობელის გათავისუფლება:
"მზია ამაღლობელს რომ გაეაზრებინა მისი ქმედება, რომ იყო ცალსახად თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელის, ერთხელ მაინც რომ ეთქვა, ეს არის ცუდი და არაკანონიერი ფაქტი, ცალსახად გეტყოდით, რომ საფრთხეს ვეღარ ვხედავ" - თქვა დგებუაძემ
ადვოკატი: - ბოდიში რომ მოეხადა?
დგებუაძე: - მე ბოდიშს ვერ მოვითხოვ, არც უფლება მაქვს და არც მომითხოვია, გააზრებაში იმას ვგულისხმობ - კონკრეტული ფაქტი აქვს ჩადენილი, მთელმა საქართველომ ნახა და ადამიანი ამბობს, რომ ეს დანაშაული არ არის. [...] არ უთქვამს ამ კონკრეტულ ფაქტზე მზია ამაღლობელს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. სამომავლოდ, შემდეგ აქციაზე, ღმერთმა თავისუფლებაზე ამყოფოს, იგივე დანაშაულს არ ჩაიდენს, ესე მიგაჩნიათ?!
ადვოკატი: - რომ ეღიარებინა დანაშაული, თქვენ ჩათვლიდით, რომ მისი თავისუფლებაზე ყოფნა საფრთხის შემცველი არ იქნებოდა და ვინაიდან, არ აღიარებს ამიტომ არის საფრთხე, რომ არა იმდენად თქვენ, არამედ სხვა პოლიციელს დაესხას თავს?
პროკურატურამ ადვოკატის ამ შეკითხვის განრიდება მოითხოვა, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა.
სხდომის ბოლო ნაწილში, როდესაც დგებუაძისთვის შეკითხვების დასმა მზია ამაღლობელმა დაიწყო, დგებუაძემ უთხრა, მას ნამდვილად არ სურს, რომ მზია ამაღლობელს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა მიესაჯოს, მაგრამ დასძინა, რომ მისი აზრით, მზია ამაღლობელმა არასწორი სტრატეგია აირჩია - "თქვენი გათავისუფლებისთვის ეს სტრატეგია არ მუშაობს" - თქვა დგებუაძემ.
"მესმის, რომ საზოგადოებისთვის მორალურად რთული გასაგებია, რომ თქვენ ხელის დარტყმისთვის 4-დან 7 წლამდე გემუქრებათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადადგათ მარტივი ნაბიჯები, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ისე აგოთ პასუხი, რომ არ მოიხადოთ ასეთი სასჯელი" - უთხრა დგებუაძემ მზია ამაღლობელს.
ამაღლობელის განცხადებით, სილის გაწვნა, თავდასხმა არაა - "პირველივე დღიდან, მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა". - თქვა მზია ამაღლობელმა.
ადვოკატებმა ირაკლი დგებუაძეს ასევე დაუსვეს შეკითხვები, გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავების დროსაა გადაღებული და რომელშიც სმის მუქარა, რომელსაც, სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მისამართით ამბობს: "სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს".
დგებუაძის განცხადებით, მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია და ვიდეოში, სავარაუდოდ, აღწერილია ის მონაკვეთი, როცა თანამშრომლებს მომხდარის შესახებ "ამბავს უყვებოდა".
"იმ წამიერად, როდესაც ეზოში შევედი, შესაძლებელია, ჩემს კოლეგებთან საუბრის დროს ვიხმარე უწმაწური სიტყვები, ფაქტის აღწერის მიზნით, მზია ამაღლობელს საერთოდ არ ეხებოდა, ვყვებოდი ამბავს, რაც მოხდა. შურისძიება ნამდვილად არ მამოძრავებდა". - თქვა დგებუაძემ.
ადვოკატების ჩაკითხვის საპასუხოდ, დგებუაძემ იკითხა - "მუქარაა გინება სამართლებრივად?", რომ არ ახსოვს და ბევრი რამ სხვანაირად ესმის.
"ჩემი მხრიდან მუქარა არ ყოფილა, იყო განხილვა მის მიერ ჩადენილი ქმდების, რომ ვიხმარე უწმაწური სიტყვები კონკრეტულად ამ ფაქტის აღწერის დროს, სავარაუდოდ. მუქარა ჩემი მხრიდან ფიზიკურად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ შეყვანილია უკვე, მე გარეთ ვარ". - თქვა დგებუაძემ.
დგებუაძემ ასევე უარყო მზია ამაღლობლისა და სახალხო დამცველის მეირ გავრცელებული ცნობები, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მისამართით, სავარაუდო, არაადამიანური მოპყრობის შესახებ. მათ შორის, უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას - "შეაფურთხეთ თუ არა მზია ამაღლობელს?".
ასევე, ირაკლი დგებუაძემ უარყო ცნობები, იმის შესახებ რომ მზია ამაღლობელს ტუალეტში გასვლისა და წყლის დალევის უფლებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევნდენ - "არცერთი ჩემი თანამშრომლისთვის, თქვენთან მიმართებაში დავალება არ გამიცია". - თქვა მან.
ირაკლი დგებუაძე სხდომის განმავლობაში ამბობდა, რომ დაკავებამდე მზია ამაღლობელი იყო აგრესიული მისი მისამართით, ამტკიცებდა, რომ ამაღლობელი დაკავებული ნათესავების გათავისფლებას. ადვოკატებმა წარადგინეს ვიდეომტკიცებულება, სადაც დაკავებამდე მზია ამაღლობელსა და ირაკლი დგებუაძეს შორის დიალოგია აღწერილი. ვიდეოს მიხედვით, მზია ამაღლობელს დგებუაძის მიმართ აგრესია არ გამოუხატავს. დგებუაძემ თქვა, რომ არ იცის ეს კონკრეტულად რა კადრია და ვერ იმსჯელებს მხოლოდ ამით.
"ვერცერთ მაგალითს ვერავინ ვერ მოიყვანს, რომ რაიმე განსხვავებული აზრის გამო, ან რაიმე კონკრეტული პროფესიის გამო, პოლიციის მხრიდან იყო რაიმე გადაცდომა.
იყო გარკვეული მიზანმიმართული პროვოკაციები აქციის კონკრეტული წევრების მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად გაემძაფრებინათ სიტუაცია და ხელოვნურად დაეძაბათ აქციის წევრებსა და პოლიციას შორის ურთიერთობა, თუმცა, ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად პროფესიონალურად ახდენდნენ რეაგირებას, როგორც კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, ასევე მაქსიმალურად ცდილობდნენ, მსგავს პროვოკაციებს არ წამოდგებოდნენ". - თქვა დგებუაძემ.
პროცესის ბოლოს მზია ამაღლობელმა საზოგადოებასაც მიმართა:
"ხვალ 9 მაისია, ევროპის დღე, გილოცავთ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის" - ამ მიმართვით დაამთავრა, მზია ამაღლობელმა პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის შეკითხვების დასმა.
მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა რამდენიმე პირი, მათ შორის, სხდომის ბოლოს, ნეტგაზეთის რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე, ასევე, ზვიად ქორიძე.
იქამდე სასამართლო დაატოვებინა, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს.
მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელის პროცესიდან გადამღები ჯგუფი გააძევა
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მზია ამაღლობელის საქმეზე ირკალი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს 28 აპრილის სხდომაზე მიმართეს. მათი განცხადებით, კობახიძის მისამართზე გაგზავნილია შესაბამისი განცხადებაც.
საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა".
მოსამართლემ ამაღლობელის პროცესზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
წყარო: ტაბულა
ფოტო:ნეტგაზეთი

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები