რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ტომას მილია: „მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უმჯობესი იქნება თუ ორივე მხარე შეძლებს უფრო თავისუფლად გადაადგილებას.“
13 აპრილს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში Qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი შეხვდა და ესაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევრაზიისა და ევროპის საკითხებში ტომას მილიას, რომელმაც შეხვედრამდე ორიოდ საათით ადრე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.


- ბატონო მილია, თქვენ ახლახან მოინახულეთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. როგორ შეაფასებდით სიტუაციას, რომელიც იქ დაგხვდათ. პირველ რიგში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, რადგან თქვენ წლების განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტშიც და ფრიდომ ჰაუსშიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდით.


- დიახ, ორიოდ საათის წინ ვიყავი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, მავთულხლართებთან, და ვნახე, თუ როგორ აშორებს ის ფერმერებს მათი მინდვრებისგან, ხანშიშესულ ქალებს კი იმ სასაფლოებისგან, სადაც მათი ქმრებია დაკრძალული. ეს ხაზი აშორებს ერთმანეთისგან მეზობლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად იყვნენ, ერთმანეთს ფინჯან ჩაიზე ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი მესერი, კედელი, ეკლიანი მავთულხლართი, რომელიც მეზობლებს ერთმანეთისგან ყოფს, სწორედაც რომ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა. დარღვევაა ისიც, რომ ზოგან, სადაც გამყოფი ხაზი მონიშნული არ არის, ხალხი უნებურად კვეთს მას, შემდეგ კი მათ აპატიმრებენ და ციხეში სვამენ. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს ბევრად უკეთესი ცხოვრება იქნებოდა, ეს ხაზი საერთოდ რომ არ ყოფილიყო, არ ყოფილიყო არც მესერი და არც მავთულხლართი, არ ყოფილიყვნენ არც ჯარისკაცები და მცველები. ძალიან ცუდია, როცა რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული მეზობლები, რომლებიც ერთმანეთს ხედავენ, იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან. ასე რომ ყოველივე ეს სწორედაც რომ ადამიანის უფლებათა დარღვევაა.

- ამ სიტუაციის პარალელურად, ეს მოსახლეობა დღეს ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მათი კეთილდღეობისთვის და ასევე იმისთვის, რომ დე-ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან თუნდაც სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობა ინტენსიური გახდეს?


- ცხადია, ყველაზე მარტივი გზა შერბილებული სასაზღვრო კონტროლი და თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა იქნებოდა. აი, ჩვენ ახლა, ვსხედვართ აქ, გორში, ამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან მანქანით 15-20 წუთის სავალზე. მეტი კარი რომ გაღებულიყო, მეტი ადამიანი შეძლებდა მიმოსვლას, ნათესავებსაც მოინახულებდნენ, მეუღლეების საფლავებსაც და იქნებ მცირე ბიზნესიც დაეწყოთ. იყიდდნენ და გაყიდდნენ. ფერმერებს სამხრეთ ოსეთიდან შეეძლებოდათ გორში ჩამოსვლა, ინფორმაციის, რჩევების, თანამედროვე სასუქის მიღება, იმ ტექნიკის დაქირავება რაც აქ ხელმისაწვდომია. ეს წინსვლისათვის უკეთესი გზა იქნებოდა. რაკიღა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მაინც არსებობს, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უმჯობესი იქნება თუ ორივე მხარე შეძლებს უფრო თავისუფლად გადაადგილებას.

- ამ რეგიონში ასევე ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ყოფაც, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა მსგავსად, ძალიან მძიმეა. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

- იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლები აქ 2008 წლის შემდეგ აშენდა. მე დღეს რამდენიმე მათგანს ჩავუარე მგზავრობისას. ეს სოფლები არ გამოიყურება მდიდრულად, თუმცა თავის დანიშნულებას ასრულებს. როგორც გავიგე, ყველა სახლს აქვს პატარა ნაკვეთი, რომელზეც ხალხს შეუძლია საკუთარი ოჯახისთვის საჭირო ან გასაყიდი პროდუქტი მოიყვანოს. ახლახან USAID-ისა და სხვა დონორების დახმარებით ზოგიერთ სახლში წყალსადენის შიდა სისტემა განახლდა და ეს სახლები საცხოვრებლად უფრო მოსახერხებელი გახდა.

ეს იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეხება, მაგრამ აქვე ვიტყვი, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შევნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეუყვანია, რაც გათბობისა და განათების სისტემებს უფრო ხელმისაწვდომსა და საიმედოს ხდის. ასე რომ, შეიმჩნევა გარკვეული ძალისხმევა, რომ ამ სოფლებშიც და გამყოფი ხაზის მიმდებარედაც ადამიანების ცხოვრება გაუმჯობედეს. რა თქმა უნდა, ყველას ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად საუკეთესო გადაწყვეტა მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის შერბილება შეუწყობს ხელს და არა მისი გამკაცრება.

საქართველოს ხელისუფლებას ექნება მეტი შესაძლებლობა გააფართოვოს სერვისები იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლებისთვის, ჩვენ USAID-ში გავაგრძელებთ იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ამ რეგიონში მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მათ შორის, სოფლის მეურნეობის ცენტრების მხარდაჭერის გზით. ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა ევროპის ბაზარზე და სხვა ბაზრებზე გაიტანოს პროდუქტი, რომ სტუდენტებმა და ბიზნესმენებმა მეტი იმოგზაურონ და ნახონ, თუ თუ როგორ მუშაობს დასავლური სამყარო.

- თქვენ ევროპული ბაზარი და დასავლურ სამყაროსთან დაახლოების შესაძლებლობები ახსენეთ. საქართველოს ევროინტეგრაციის თემამ მართლაც ძალიან აქტუალური გახადა ეს საკითხები, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწილში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ადგილობრივების ნაწილი კვლავაც იმ ბაზრისკენ იხედება, რომელსაც მიეჩვია, ვგულისხმობ რუსეთის ბაზარს, და რომელიც ისეთ მკაცრ პირობებს არ უყენებდა მათ. როგორ ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების როლს სწორედ ამ შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით?

- კარგი შეკითხვაა. ცხადია, რომ ტრადიციული ბაზრები ამ რეგიონისთვის სწორედ რუსეთშია და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ვაჭრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. შეერთებული შტატების სურვილი იქნებოდა, რომ ეს სავაჭრო ურთიერთობა გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ გასულ წლებში არაერთხელ შექმნა ხელოვნული ბარიერები, არა საბაზრო მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზებით, ხელი შეუშალა ვაჭრობას და არასაიმედო სავაჭრო პარტნიორად იქცა.გონივრულია, როდესაც არსებობს რამდენიმე ვარიანტი, ამიტომაც მგონია, რომ საქართველო კვლავაც უნდა ეცადოს რუსეთში ექსპორტს, როცა კი ამის შესაძლებლობა იქნება. გონივრულია იყოს სათადარიგო გეგმა და ალტერნატივები სხვა მიმართულებით. USAID და ამერიკის მთავრობა ეხმარება საქართველოს თავისი არჩევანი გააფართოოს. ყველაფერი, დაწყებული ისეთი წამოწყებების მხარდაჭერით, როგორიცაა „აგროქართლი“ (სარედაქციო შენიშვნა: აგროქართლი არის USAID-ის მერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი), ომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს სამაცივრო სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობით, სადაც ფერმერებს შეუძლიათ დიდი ხნით შეინახონ პროდუქტი, რათა ის არ გაუფუჭდეს ვიდრე ბაზარზე მოხვდება, დასრულებული საქართველოს ეკონომიკაში არსებული სისტემების გაუმჯობესებით, ამ მიზანს ემახურება. ეს მხარდაჭერა ასევე გულისხმობს კონსულტაციების გაწევას სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ ქართველი ფერმერების და მოსახლეობის დახმარება, იმისთვის რომ ქართველმა ფერმერებმა შეძლონ იმ სერტიფიკატის მიღება, რაც მათ ევროპის ბაზარს გაუხსნის, დაადასტურებს რა რომ თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომლის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შეიძლება; რათა დადონ ისეთი სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს შეღავათიანი საგადასახადო ბარიერებით ან საეროდ მოხსნის ამ ბარიერებს, რათა მათ გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა პორტებსა და აეროპორტებში, გაამარტივონ საბაჟო რეგულაციები, უკეთ დაიცვან ჯანდაცვასა და სანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული წესები - არის მთელი რიგი იურიდიული და ადმინისტრაციული საკითხებისა, რომელთა შესრულებაც არა მხოლოდ ევროპული ბაზრის ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ საზოგადოდ საქართველოშიწარმოებული პროდუქტის ხარისხს გაზრდის. რუსეთშიც კი უკეთესი ხარისხის პროდუქტი გავა. ასე რომ, როდესაც კი ეს კარი ფართოდ გაიღება, რუსებისთვისაც უკეთესი ხარისხის ქართული პროდუქტი გახდება ხელმისაწვდომი. სამუშაო რომელსაც ჩვენ ვეწევით ქართველებთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გაუმჯობესდეს წარმოება ადგილზე და შესაძლებლობების სპექტრიც გაფართოვდეს.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.