რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ცხინვალში ,,მეღვინეთა ასოციაცია" დაფუძნდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, მეღვინეობის აღორძინების მიზნით, ,,მეღვინეთა ასოციაცია" დაფუძნდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,ოსინფორმი" წერს.

ცხინვალის "მეღვინეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ა. გაგლოევი ვარაუდობს, რომ სამხრეთ ოსეთს ღვინის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კარგი კლიმატური პირობების გამო, 50-მდე ვაზის ჯიში ხარობს.

ასოციაციის წევრები ერთობლივად, როგორც მევენახეობის, ასევე მეღვინეობის განვითარების გზების ძიებას და შიდა ბაზარზე წარმოებული ღვინის რეალიზაციას აპირებენ.

" სამხრეთ ოსეთში ბევრი ადამიანია, რომელმაც შეინარჩუნა მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა. სამწუხაროდ ისინი შეზღუდულები არიან, რადგან ბაზარზე გასვლის საშუალება არ აქვთ. შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შეზღუდულია" - განმარტავს მეღვინეობის ასოციაციის თავმჯდომარე.

გაგლოევი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ბარში ოსეთის წინაპრები ჩამოსახლდნენ, ნახეს, რომ ვენახის გასაშენებლად მისაღები კლიმატი იყო.

,,ღვინის წარმოება ჩვენ გენეტიკაში გვაქვს. ქართველები თავს მსოფლიოში მეღვინეობის გამავრცელებლად თვლიან, თუმცა მათ ღვინის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა არ აქვთ. ქართველებმა სიტყვა ღვინო ლათინურიდან შემოიღეს. ღვინის აღმნიშვნელი ლათინური სიტყვას მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ გადაიღო, მათ შორის რუსეთმაც. ოსები, რომლებიც არ ითვლებიან ღვინის მწარმოებელ ერად, ღვინის საკუთარი დასახელება აქვთ "сæн" " - აცხადებს გაგლოევა.

,,მეღვინეთა ასოციაცია" ღვინის წარმოებას ისტორიულ რაკურსში განიხილავს. მიაჩნიათ, რომ ტრადიციული წარმოება რესპუბლიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ფრანგი ბერი, რომელიც 1253 წელს ალანიაში იმყოფებოდა, წერდა: - "სანამ ჩვენ "რკინის კარამდე" მივიდოდით, ვიპოვეთ ერთი ცეხესიმაგრე, აღმოვაჩინეთ ყურძენი და მივირთმევდით ღვინოს".

უახლოეს ისტორიაში ყურძნის ჯიშების გამოყვანა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მასშტაბურად კოლმეურნეობების ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო. კერძოდ, 1938 წელს ცხინვალში პირველად გამოჩნდა სავაჭრო ობიექტები, სადაც კოლმეურნეობის მიერ წარმოებული ღვინო და ყურძენი იყიდებოდა.

1946 წელს გამოქვეყნდა დადგენილება, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭომ მიიღო. ჩატარდა კონკურსი მეურნეობებისთვის, რომლებიც ღვინოს აწარმოებდნენ და ხდებოდა მათი ფინანსური წახალისება.

1952 წელს მთავრობამ მიიღო დადგენილება მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით. მეღვინეთა ასოციაციის ცნობით, იმ პერიოდში ოლქში ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინო ახალგორის რაიონში მზადდებოდა, სადაც მოსავლის დიდი რაოდენობა მოჰყავდათ. კერძოდ, სოფლებში: ყანჩავეთი, იკოთი და ცირკოლი. საერთო ჯამში 790 ჰექტარზე იყო ვენახი გაშენებული. იმავე წელს ამ ფართობს 40 ფექტარზე გაშენებული ვაზი მიემატა.

ავტონომიაში მთლიანად ყურძენი 3108 ჰექტარზე მოჰყავდათ. მათში, როგორც კერძო მესაკუთრეები, ასევე, სახელმწიფო მეურნეობა შედიოდა. ამავე პერიოდში მოხდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის მაღალმთიანეთში ვაზის გაშენებაც. კერძოდ, სოფლებში: ედისი, კროსი და ვანელი. დაირგო დაახლოებით 100 ვაზის ნერგი, საიდანაც მოსავალი 57 ვაზიდან მიიღეს.

მევენახეობის განვითარებაში დიდი ჩავარდნა 80-იან წლებში მოხდა. საბჭოთა კავშირის ლიდერმა გორბაჩოვმა ანტიალკოჰოლური კამპანია დაიწყო. ამ პერიოდში რესპუბლიკაში ღვინის წარმოება შეწყდა. 70-იან წლებს ჩაბარდა ღვინის მაღაზიები და მეღვინეობამ და წარმოებამ მოსახლეობის სარდაფებში გადაინაცვლა. ცხინვალის ღვინის ქარხანა, წვენების მწარმოებელ ქარხანად გადაკეთდა.

მეღვინეობის ასოციაციაში ფიქრობენ, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის გამოცდილება გასაზიარებელია.

ასოციაციის ცნობით, აფხაზეთში ღვინის მოყვანაც, დაყენებად და ექსპორტიც დიდი ხანია ათვისებულია. დე-ფაქტო სახელმწიფო საწარმო "ღვინო და აფხაზეთის წყლები" 10 დასახელების ღვინოს უშვებს, მათ შორის, მშრალ, ნახევრად მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს. დიდი ხანია ასევე გამოდის აფხაზური კონიაკი.

2006-დან 2008 წლამდე რუსეთმა აფხაზური ღვინის ექსპორტი აკრძალა, რადგან ღვინო ქართული აქციზით გადიოდა. იმ პერიოდში დე-ფაქტო მთავრობამ 2 მილიონი დოლარის ზარალი ნახა.

2016 წელს აფხაზეთში რეკორდული რაოდენობის ღვინის რეალიზება მოხდა. გაიყიდა 900 000 ბოთლი ღვინო , ხოლო გასულ წლებში ბოთლების რაოდენობა 600 000 -მდე გაიარდა.

ამ რაოდენობის ღვინის წარმოებისთვის ე. წ. სამხრეთ ოსეთს ვაზის მოსაყვანად უფრო დიდი ფართობი და ტექნოლოგიური ხაზის განვითარება სჭირდება. ცაკლეული ასოციაციებისთვის ეს შეუძლებელია, გარდა ამისა აუცილებელია სავაჭრო მარკა.

"მეღვინეთა ასოციაციის მთავარი მიზანია ვენახების გაშენება-გაფართოება, ვაზის მოვლის ტექნოლოგიების დანერგვა. უნდა მოხდეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეტში ღვინის კულტურის განვითარება" - ამბოს ეღვინეობის ასოციაციის თავმჯდომარე.


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.