რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
პროექტი "დამოუკიდებელი ქალი" დასრულდა
სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 ივნისიდან დღემდე ახორციელებდა პროექტს ,,დამოუკიდებელი ქალი“.

პროექტი განხორციელდა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,თანამშრომლობისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობის წინაშეც 22 ნოემბერს მოხდა პროექტის შემაჯამებელი, საანგარიშო შეხვედრის ორგანიზება. სტუმრებს წარვუდგინეთ პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების, ბენეფიციარების მიერ ხელსაქმის ტრენინგის ფარგლებში შექმნილი ხელნაკეთი ნიმუშების, ბენეფიციარ ქალთა დასაქმების ფაქტებისა და წარმატების სხვა მაგალითების შესახებ.

პროექტის პარტნორები არიან: ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხაშურის რაიონული კომიტეტი, ასევე კომპანია ACME, რომელიც პროექტს ტექნიკის და ოფისის ავეჯის შეძენაში დაეხმარა.

პროექტის ,,დამოუკიდებელი ქალი" მიზნები და ამოცანები ითვალისიწნებდა ახალი უნარ-ჩვევების სწავლების გზით ქალების კომპეტენციის ზრდას, მათი დასაქმების ანდა თვითდასაქმებისათვის საჭირო წინაპირობების შექმნას, ქალებისათვის ეკონომიკურ - ფინანსურ დამოუკიდებლობის ზრდის მიზნით.
მათ შორის, ჩვენი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში შეგვექმნა სათანადო გარემო ქალებისათვის, სადაც სპეციალისტების დახმარებით შევძლებდით წარმატების მიღწევისათვის საჭირო ფსიქოლოგიური წინააღმდეგობების დაძლევაში, თვითგამოხატვისა და თვითრეალიზებისათვისათვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში ხელშეწყობას.

პროექტი განკუთვნილი იყო, ხაშური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18-დან 45 წლამდე ასაკის დაუსაქმებელი, საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე მოტივირებული ქალებისათვის, რომლებიც ეკონომიკურად დამოკიდებულნი ოჯახის წევრებზე ანდა სხვა სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე.

პროექტში მონაწილეობით ჩვენმა ბენეფიციარებმა შეისწავლეს:

 ხელსაქმე;
 პირველადი სამედიცინო დახმარება;
 სააფთიაქო საქმე - ფარმაცია;
 კულინარიის ხელოვნება;
 კომპიუტერულ პროგრამები;
 სტილისტის ხელოვნება;
 მცირე და საშუალო ბიზნესის რეგისტრაიის და ბიზნეს გეგმის წერის უნარები;
 სოფლის მეურნეობის წამროებასთან დაკავშირებული საკითხები;
ბენეფიციარებთან მუშაობენ:
 ფსიქოლოგი;
 ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხში;
 პიროვნული განვითარების ტრენერი.

პროექტის ფარგლებში მოხდა 43 ქალის გადამზადება.

პროექტის ბენეფიცარებს შორის გამოიკვეთა, რომ ქალებში არის დიდი სამეწარმეო პოტენციალი, ქალებს აქვთ უნარი სხვადასხვა სფეროში მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება. გახდნენ ფსიქოლოგიურად და რაც მთავარია ეკონომიკურად დამოუკიდებლები თავიანთი ოჯახის წევრებისგან.
ორგანიზაცია ,,თანამონაწილე", დონორ ორგანიზაციასთან ერთად გეგმავს პროექტის ,,დამოუკიდებელი ქალი“ განხორციელებას მომავალშიც.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.